დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 ნოემბერი

შემოდგომა - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 23 ნოემბერია, შაბათი. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
ძალზე იღბლიანი დღეა მათთვის, ვინც გონებრივ სამუშაოს ასრულებს. თუმცა ასევე ყველასთვის გააქტიურდება ინტელექტუალური უნარები და შრომისუნარიანობა. ასევე კარგი დღეა საქმიანი და ფინანსური ოპერაციებისთვის, შოპინგისთვის– იხელმძღვანელებთ არა ემოციებით, არამედ გათვლებით, ასე რომ, ფულის ქარისთვის გატანების რისკი მინიმალურია.
ვერძი: ურთიერთობებისთვის არახელსაყრელი დღეა. შესაძლოა, ძველი მეგობრების ნახვა მოგინდეთ უცაბედად, ან ძველი შეყვარებული გაგახსენდეთ და მისი დაბრუნება მოინდომოთ. არ აჰყვეთ ამ ცდუნებას. არავის დაურეკოთ, არავის შეხვდეთ. ამ სურვილს თქვენი ოჯახური ცხოვრების დაღუპვის გამოწვევა შეუძლია, ან, სულ მცირე, ეჭვიანობისა და კონფლიქტის თქვენს მეორე ნახევართან.
რა შორი მანძილია პაწაწინა, ბუთქუნა, უცოდველი თითებიდან დიდ, ბანჯგვლიან და ტლანქ თითებამდე - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2017
როგორ ბერდებიან ზოდიაქოს ნიშნები
კურო: კარგი დღეა მოგზაურობის, გართობისა და საერთოდ ნებისმიერი რამისთვის, რაც ჩვეულ და უკვე მოყირჭებულ გარემოს შეგაცვლევინებთ. საქმეებში წინსვლაა მოსალოდნელი; შესაძლებელია სასიამოვნო შეხვედრები და ნაცნობობა. დრო დაუთმეთ ოჯახს, რადგან მწიფდება რაღაც კონფლიქტი და სჯობს, ეს სიტუაცია დროზე გაანეიტრალოთ.
ტყუპი: დღეს უჩვეულო სასიცოცხლო აღმასვლა გელოდებათ. ხართ ენერგიით სავსე. ყველაფერი გამოგდით იოლად, თამაშ-თამაშში. დღის მეორე ნახევარი კიდევ უფრო კარგი დროა. ქალ ტყუპებს ელოდება სასიამოვნო ნაცნობობა, რომელიც, შესაძლოა, რომანტიკულ ისტორიაში გადაიზარდოს. რაც შეეხება საყიდლებს, დღეს, რაც არ უნდა გსურდეთ, არაფერი შეიძინოთ - ფულს, უბრალოდ, ქარს გაატანთ.
კირჩხიბი: არაერთმნიშვნელოვანი დღეა. ეცადეთ, გუნდურ მუშაობას მოერიდოთ, ასევე, გადადოთ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. მატერიალური მდგომარეობა ისედაც არამყარია და დანაკარგი უფრო სავარაუდოა, ვიდრე შემოსავალი. ასევე, პრობლემებია მოსალოდნელი კარიერაში. უსიამოვნებების მიზეზი თქვენი მოშურნეები იქნებიან. ენდეთ მხოლოდ მათ, ვისაც კარგად იცნობთ.
სასმელები ბარში - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2023
გასართობი ჰოროსკოპი: როგორი სიმთვრალე აქვთ ზოდიაქოს ნიშნებს
ლომი: თქვენი სასიცოცხლო ენერგია იზრდება; მაღალია პირადი თუ საქმიანი, ასევე, ეროტიკული მომხიბვლელობა, ასე რომ, დღეს სწორედ ის დროა, როცა გეგმები უნდა განახორციელოთ, ჩანაფიქრი რეალობად აქციოთ. რომანტიკული ურთიერთობები და ფლირტი სასიამოვნო იქნება თქვენთვისაც და პარტნიორისთვისაც. ყურადღებით იყავით ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
ქალწული: ემოციური დაძაბულობის დღეა. უსიამოვნებები მიზეზი შეუმოწმებელი ინფორმაციის გამოყენება იქნება. მოსალოდნელია მწვავე კონფლიქტი ოჯახში, ამიტომ ეცადეთ, ის თავიდან აირიდოთ. დრო დაუთმეთ გასეირნებას, ფიზიკურ აქტიურობას. გადაწყვეტილებები მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში მიიღეთ. შესაძლებელია უსიამოვნებები ბავშვებთან დაკავშირებით, რაც დამატებით ხარჯებს გამოიწვევს.
სასწორი: ნერვული და დაძაბული დღეა. თქვენს ცხოვრებაში ცვლილებები ხდება და ეს კალაპოტიდან გაგდებთ, რადგან ახლა ყველაფერი ისე გაწყობთ, როგორც არის. . ყველაზე მტკივნეულია ურთიერთობები საქმიან პარტნიორებთან. ახლოს არ მიუშვათ ადამიანები, რომელთა პატიოსნებაში ოდნავ მაინც გეპარებათ ეჭვი. დღეს ძალზე მგრძნობიარე ხართ, ამიტომ ყველა წვრილმანს ნუ მიაქცევთ ყურადღებას, გაუფრთხილდით ნერვებსა და ჯანმრთელობას.
მძღოლი საჭესთან - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2019
ზოდიაქოს ნიშნები საჭესთან: როგორი მძღოლი ხართ?
მორიელი: კარგი დღეა. თავს ჩვეულებრივზე მეტის შესაძლებლობას მისცემთ, რაც უსაზღვრო სიამოვნებასა და სიხარულს მოგიტანთ. შეხვდებით სასიამოვნო ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ კარგ ამბებს გეუბნებიან. წარმატებულია ახალი ნაცნობობა. გრძნობთ, რომ ძალზე მომხიბლავი ხართ. მაგრამ მაინც არ დაკარგოთ გონივრულობა, რადგან თქვენმა კარგმა განწყობამ, შესაძლოა, ზოგიერთი გააღიზიანოს.
მშვილდოსანი: კარგი დღეა. გაგიმართლებთ, განსაკუთრებით შემოქმედ მშვილდოსნებს. თქვენი შრომა სათანადო შედეგებს მოიტანს. კარგი დროა რომანტიკული კავშირისთვის - ხართ ძალზე მგრძნობიარე და სექსუალობის პიკზე იმყოფებით. შესაძლებელია მეგობრებთან შეხვედრა, მაგრამ გაგაღიზიანებთ ის, რომ თქვენი და თქვენი მეგობრების შეხედულებები არ ემთხვევა. არ გამოამჟღავნოთ გაღიზიანება, ყველაფერი თავისთავად მოგვარდება.
თხის რქა: თხის რქებს დღეს ძალიან გაგიჭირდებათ ურთიერთგაგების მიღწევა ნათესავებთან და საქმიან პარტნიორებთან. ეს ქმნის საფრთხეს, რომ ურთიერთობები დაიძაბოს და გაწყდეს კიდეც. ასე რომ, დააცხრეთ თქვენი ვნებები, კარგად დააზუსტეთ, რა სურთ თქვენგან, რას მოელიან და თავი ხელში აიყვანეთ. თქვენი ფინანსები საფრთხის ქვეშაა - რეალურად შეხედეთ თქვენს შესაძლებლობებს.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2018
სიტყვები, რომლებსაც ზოდიაქოს ნიშნების განრისხება შეუძლია
მერწყული: კარგი დღეა ბუნებაში დასვენებისთვის, სუფთა ჰაერზე სეირნობისთვის; თუმცა, არის დიდი ალბათობა, რომ მოულოდნელმა და უსიამოვნო ინფორმაციამ გაიძულოთ, მთელი ძალებით დაიცვათ საკუთარი საზღვრები. საღამოს დაუფიქრდით სიტყვებსა და საქციელს ახლობელი ადამიანების მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტია მოსალოდნელი.
თევზები: დაძაბული დღეა, განწყობა ხშირად გეცვლებათ. არ გაღიზიანდეთ, იყავით ფრთხილად. ასაკოვანი მამაკაცები ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდნენ, არ დაიტვირთონ თავი. ახალგაზრდებმა კი, ქალებმაცა და მამაკაცებმაც, რომლებსაც ექსპერიმენტების ჩატარება უყვართ საკუთარ გარეგნობაზე, უნდა დააოკონ ექსტრავაგანტული და კრეატიული მისწრაფებები - დღეს ამისთვის საუკეთესო დრო არაა.
ყველა ახალი ამბავი
0