სახელმწიფო 251 ეკომიგრანტ ოჯახს სახლს შეუსყიდის

© photo: Sputnikსახლები ყაზბეგში
სახლები ყაზბეგში - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2024
გამოწერა
ეკომიგრანტებისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნა ხელისუფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.
თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნული ოჯახების განსახლების საკითხი კომისიამ გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე განიხილა.
„ეკომიგრანტი ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ეკომიგრანტი ოჯახები სახლებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ ექვსთვიანი ვადა ეძლევათ. შერჩეულ სახლებს, უმეტეს შემთხვევაში, თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.
2024 წელს სააგენტომ, ჯამში, უსაფრთხო გარემოში 900-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახი განასახლა, აღნიშნულია ინფორმაციაში.
ყველა ახალი ამბავი
0