https://sputnik-georgia.com/20241109/xelovnuri-intetelqtis-ganviy-areba-saqartvelosi-mixeil-sarjvelazis-gamosvla-samitze-290815091.html
ხელოვნური ინტელექტის განვითარება საქართველოში - მიხეილ სარჯველაძის გამოსვლა სამიტზე
ხელოვნური ინტელექტის განვითარება საქართველოში - მიხეილ სარჯველაძის გამოსვლა სამიტზე
Sputnik საქართველო
საქართველოს შეუძლია, გააფართოვოს ხელოვნური ინტელექტის სფეროში ქალი ლიდერების რაოდენობა, რაც გავლენას მოახდენს ტექნოლოგიების სფეროში ინკლუზიურობაზე, განაცხადა... 09.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-09T21:14+0400
2024-11-09T21:14+0400
2024-11-09T21:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 
საზოგადოება
თურქეთი 
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/09/290810631_0:84:1427:887_1920x0_80_0_0_70e4c2dd80d0e0ae6d9895633e792923.jpg
თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. გოგონების განათლების განვითარება და ახალგაზრდა სპეციალისტების მხარდაჭერის პროგრამები იყო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის გამოსვლის მთავარი თემა სტამბოლში VI საერთაშორისო სამიტზე „ქალები და სამართლიანობა“.ღონისძიება თურქეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური მომსახურების სამინისტროსა და ქალთა და დემოკრატიის წრის (KADEM) მიერ იყო ორგანიზებული და მისი მთავარი თემა ქალები და ხელოვნური ინტელექტი იყო.„საქართველოში უკვე ვდგამთ ნაბიჯებს, რომ გავაფართოოთ STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) განათლება გოგონებისთვის, როგორც გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის ნაწილი. ქვეყანა აქტიურად მუშაობს, რომ იპოვოს ახალგაზრდა ინოვატორები, რათა მათ მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებთან მუშაობაში და შეძლონ ამ ტექნოლოგიების განვითარებაში მონაწილეობა“,- განაცხადა სარჯველაძემ.მისი თქმით, ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერისა და განათლების გზით საქართველოს შეუძლია, გააფართოვოს ხელოვნური ინტელექტის სფეროში ქალი ლიდერების რაოდენობა, რაც გავლენას მოახდენს ტექნოლოგიების სფეროში ინკლუზიურობაზე. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ხელოვნური ინტელექტის როლზე ჯანდაცვის სფეროში.„ხელოვნურმა ინტელექტმა ჯანდაცვის სფეროში დაავადებების ადრეული გამოვლენა და პერსონალიზებული მედიცინა, უფრო ხელმისაწვდომი გახადა. განსაკუთრებით, ქალებისთვის დამახასიათებელი დაავადებების მიმართულებით, როგორიცაა მკერდისა და საშვილოსნოს ყელის კიბო”, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.საქართველოს მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს სტარტაპებს. 2014 წელს ეკონომიკის სამინისტროსთან ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო შეიქმნა.სააგენტოს მთავარი მიზანია - ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა და ამ სისტემის ხელშეწყობა. სააგენტო ხელს უწყობს სამეწარმეო და ინოვაციურ გარემოს ქვეყანაში.
საქართველო
თურქეთი 
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   2024
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
    https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/09/290810631_68:0:1360:969_1920x0_80_0_0_920683d3aafca57cc3da89013643a3b8.jpgSputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, თურქეთი 
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, თურქეთი 
ხელოვნური ინტელექტის განვითარება საქართველოში - მიხეილ სარჯველაძის გამოსვლა სამიტზე
საქართველოს შეუძლია, გააფართოვოს ხელოვნური ინტელექტის სფეროში ქალი ლიდერების რაოდენობა, რაც გავლენას მოახდენს ტექნოლოგიების სფეროში ინკლუზიურობაზე, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა
თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. გოგონების განათლების განვითარება და ახალგაზრდა სპეციალისტების მხარდაჭერის პროგრამები იყო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის გამოსვლის მთავარი თემა სტამბოლში VI საერთაშორისო სამიტზე „ქალები და სამართლიანობა“.
ღონისძიება თურქეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური მომსახურების სამინისტროსა და ქალთა და დემოკრატიის წრის (KADEM) მიერ იყო ორგანიზებული და მისი მთავარი თემა ქალები და ხელოვნური ინტელექტი იყო.
„საქართველოში უკვე ვდგამთ ნაბიჯებს, რომ გავაფართოოთ STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) განათლება გოგონებისთვის, როგორც გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის ნაწილი. ქვეყანა აქტიურად მუშაობს, რომ იპოვოს ახალგაზრდა ინოვატორები, რათა მათ მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებთან მუშაობაში და შეძლონ ამ ტექნოლოგიების განვითარებაში მონაწილეობა“,- განაცხადა სარჯველაძემ.
მისი თქმით, ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერისა და განათლების გზით საქართველოს შეუძლია, გააფართოვოს ხელოვნური ინტელექტის სფეროში ქალი ლიდერების რაოდენობა, რაც გავლენას მოახდენს ტექნოლოგიების სფეროში ინკლუზიურობაზე. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ხელოვნური ინტელექტის როლზე ჯანდაცვის სფეროში.
„ხელოვნურმა ინტელექტმა ჯანდაცვის სფეროში დაავადებების ადრეული გამოვლენა და პერსონალიზებული მედიცინა, უფრო ხელმისაწვდომი გახადა. განსაკუთრებით, ქალებისთვის დამახასიათებელი დაავადებების მიმართულებით, როგორიცაა მკერდისა და საშვილოსნოს ყელის კიბო”, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
საქართველოს მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს სტარტაპებს. 2014 წელს ეკონომიკის სამინისტროსთან ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო შეიქმნა.
სააგენტოს მთავარი მიზანია - ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა და ამ სისტემის ხელშეწყობა. სააგენტო ხელს უწყობს სამეწარმეო და ინოვაციურ გარემოს ქვეყანაში.