ირაკლი კობახიძე ევროპელი ლიდერების სამიტზე ბუდაპეშტში - შეხვედრები და გამოსვლები
© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე სამიტზე ბუდაპეშტში
© Сourtesy of Georgian Government
გამოწერა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე კობახიძემ პარტნიორების მხრიდან საქართველოსადმი სამართლიანი მიდგომის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მონაწილეობა მიიღო ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტში, სადაც მან შეხვედრები გამართა ევროპის რამდენიმე ლიდერთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან.
უნგრეთში გამართულ სამიტზე შეიკრიბა 42 ქვეყნის პრეზიდენტი და მთავრობის მეთაური, მათ შორის ევროკავშირის 24 ქვეყნის, ასევე საქართველოს, სომხეთის, თურქეთის, უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიისა და სხვა ქვეყნების.
„სამიტი საინტერესო იყო, მქონდა საშუალება სიტყვით გამოვსულიყავი როგორც თემატურ შეხვედრაზე, სადაც საუბარი იყო ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე, მქონდა სიტყვით გამოსვლის საშუალება დასკვნით პლენარულ სესიაზე, სადაც ვისაუბრე უშუალოდ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე“, - განაცხადა პრემიერმა.
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები მათ შორის ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებზეც განიხილებოდა.
„რა თქმა უნდა, ეს ფორმატებიც გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები მაქსიმალურად მიგვეტანა ჩვენს პარტნიორებთან", - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის პრესსამსახურის მონაცემებით, პრემიერმა შარლ მიშელთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ერთგულია და ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერას და სამართლიან მიდგომებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
„საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა ღია და გულწრფელი დისკუსიისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
© Сourtesy of Georgian Governmentშარლ მიშელი და ირაკლი კობახიძე
შარლ მიშელი და ირაკლი კობახიძე
© Сourtesy of Georgian Government
ირაკლი კობახიძე ასევე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალან ბერსეს შეხვდა. გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეფორმების განხორციელების პროცესში.
მხარეებმა ასევე განიხილეს ევროპის უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები და საქართველოს ხელისუფლებისთვის არაკონტროლირებად ტერიტორიებზე არსებული ვითარება.
ყურადღება დაეთმო ევროპის საბჭოს როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესში, მათ შორის ჰუმანიტარული პროექტებისა და დიალოგის მექანიზმების მეშვეობით.
„პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის და ხაზი გაუსვა ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლს ევროპის კონტინენტზე დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის განმტკიცების პროცესში“, - ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.
© Сourtesy of Georgian Governmentალენ ბერსე და ირაკლი კობახიძე
ალენ ბერსე და ირაკლი კობახიძე
© Сourtesy of Georgian Government
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და გამოითქვა მზადყოფნა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს სექტორულ თანამშრომლობაზე, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებულ პოტენციალსა და ტურიზმის ხელშეწყობაზე.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სლოვაკ კოლეგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“, - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა, პრემიერ-მინისტრმა თავის მხრივ სლოვაკი კოლეგა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.
© Сourtesy of Georgian Government
ირაკლი კობახიძე და რობერტ ფიკო
ირაკლი კობახიძე და რობერტ ფიკო
© Сourtesy of Georgian Government
სამიტის ფარგლებში კობახიძე ასევე სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა.
„ხაზი გავუსვით ჩვენს მზადყოფნას სერბეთსა და საქართველოს შორის კავშირების შემდგომ განმტკიცებასთან დაკავშირებით, ასევე აღვნიშნეთ ევროპისკენ მიმავალ გზაზე ორმხრივი ურთიერთობების და თანამშრომლობის გაუმჯობესების მნიშვნელობა“, - დაწერა ვუჩიჩმა სოციალურ ქსელში შეხვედრის შემდეგ.
მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სფეროში არსებული საერთო გამოწვევების შესახებ. მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთგულებას არსებითი მნიშვნელობა აქვს ევროპის კონტინენტისთვის.