საქართველო ევროკავშირის გარეშეც კარგად იქნება - ორბანის ოფისი

© photo: Sputnik / Sergey Pivovarov / გადასვლა მედიაბანკშიბუდაპეშტი. წმინდა იშტვანის ბაზილიკა
ბუდაპეშტი. წმინდა იშტვანის ბაზილიკა - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2024
გამოწერა
ევროკომისიამ მიიღო გაფართოების პოლიტიკის შესახებ ზომების ყოველწლიური პაკეტი, რომელიც მოიცავს დეტალურ შეფასებას ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს პროგრესისა და მდგომარეობის შესახებ.
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ევროინტეგრაციის პრობლემები, სადაც ისედაც კარგად იცხოვრებენ ევროკავშირის გარეშე, თბილისს არ უკავშირდება, საქმე ისაა, რომ ევროგაერთიანება თავად არ არის მზად ვინმეს მისაღებად, მიუხედავად იმისა, „უყვარს“ თუ არა ბრიუსელს კანდიდატი ქვეყნის მთავრობა, განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გერგელი გულიაშმა (Gergely Gulyás).
ერთი დღით ადრე ევროკომისიამ მიიღო გაფართოების ზომების ყოველწლიური პაკეტი; სხვა საკითხებთან ერთად ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რასაც ევროკავშირი ეყრდნობა, და რომ ეს დე-ფაქტო აჩერებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.
„პრობლემა ის არის, რომ ევროკავშირის კანდიდატები კი არ არიან მზად გაწევრიანებისთვის, არამედ ევროკავშირი არ არის მზად ახალი წევრი ქვეყნების მისაღებად... მართლაც, საქართველო ახლა ევროკავშირში არ მოსწონთ, ქართველებს ამ რეალობაში შეუძლიათ იცხოვრონ ალბათ იმაზე უკეთესად, ვიდრე ეს ბრიუსელში სურთ. მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან არც იმათ იღებენ ევროკავშირში, ვინც მოსწონთ. ევროკავშირი ამისათვის მზად არ არის“, - თქვა გულიაშმა სამთავრობო ბრიფინგზე ტელეარხ M1-ს ეთერში.
ცხრა ნაბიჯი ევროკავშირის გზაზე: ევროკომისიამ საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა>>
ევროკავშირის წევრობის სხვა კანდიდატი ქვეყნები, როგორიც არის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, დიდი ხანია ელოდებიან თავის რიგს და გაერთიანება მიიღებდა მათ, თუ ისეთივე დამოკიდებულება ექნებოდა მათდამი, როგორც ადრე ბულგარეთთან და რუმინეთთან, ან ესპანეთთან და პორტუგალიასთან 1980-იან წლებში, მაგრამ ევროკავშირი ახლა საერთოდ არ არის მზად გაფართოებისთვის, აღნიშნა მან.
2023 წლის დეკემბერში, ევროკავშირის კანდიდატი-ქვეყნის სტატუსი მიღებასთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა მომდევნო ეტაპის - გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
ანგარიშის შესავალ ნაწილში საქართველოსთან მიმართებით, პირველი არის მიმდინარე წლის გაზაფხულზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ნეგატიური შეფასება. აქვე მოყვანილია ევროსაბჭოს პოზიცია, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედება ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომელთაც ეფუძნება ევროკავშირი და რომ ეს დე-ფაქტო აჩერებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.
ყველა ახალი ამბავი
0