https://sputnik-georgia.com/20241031/evrokomisiam-angarishi-gamoaqveyna-290684470.html
ცხრა ნაბიჯი ევროკავშირის გზაზე: ევროკომისიამ საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
ცხრა ნაბიჯი ევროკავშირის გზაზე: ევროკომისიამ საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
Sputnik საქართველო
ანგარიშის შესავალ ნაწილში საქართველოსთან მიმართებით, პირველი არის მიმდინარე წლის გაზაფხულზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ნეგატიური... 31.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-31T11:36+0400
2024-10-31T11:36+0400
2024-10-31T11:36+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკომისია
ევროკავშირი
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/18/274218488_0:0:3037:1708_1920x0_80_0_0_18879d1b9d174a27bbf24ea299d76ea6.jpg
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. ევროკომისიამ მიიღო გაფართოების პოლიტიკის შესახებ ზომების ყოველწლიური პაკეტი, რომელიც მოიცავს დეტალურ შეფასებას ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს პროგრესისა და მდგომარეობის შესახებ.2023 წლის დეკემბერში, ევროკავშირის კანდიდატი-ქვეყნის სტატუსი მიღებასთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა მომდევნო ეტაპის - გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.ანგარიშის შესავალ ნაწილში საქართველოსთან მიმართებით, პირველი არის მიმდინარე წლის გაზაფხულზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ნეგატიური შეფასება. აქვე მოყვანილია ევროსაბჭოს პოზიცია, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედება ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომელთაც ეფუძნება ევროკავშირი და რომ ეს დე-ფაქტო აჩერებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობის დონე საკმაოდ დაბალია - 49%, და რომ 2023 წლის ივნისიდან საქართველო არ მონაწილეობდა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირის კრიზისების მართვის მისიებსა და ოპერაციებში.ევროკომისიამ აღნიშნა საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო თანამშრომლობდა ევროკავშირთან სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად.საშინაო დავალების შეფასებანაბიჯი პირველი: დეზინფორმაციასთან ბრძოლაევროკომისიამ საქართველოს რეკომენდაცია მისცა ევროკავშირისა და მისი ღირებულებების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან, უცხშედიოდა კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის 12 რეკომენდაციაში.ანგარიშის თანახმად, 2023 წლის დეკემბერში მთავრობამ მიიღო 2024-2027 წლების საკომუნიკაციო სტრატეგია და 2024 წლის მაისში მასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა, რომელიც ფოკუსირებულია ანტიდასავლური დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაზე, მედიაწიგნიერების ამაღლებაზე, დეზინფორმაციის გამოვლენასა და მონიტორინგზე, სტრატეგიული კომუნიკაციის სისტემის განახლებაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულმა სტრატკომმა და ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრმა ქვეყნის მასშტაბით აწარმოა საინფორმაციო კამპანიები და ცნობიერების ამაღლების სხვადასხვა აქტივობა. ადგილობრივმა ანალიტიკურმა ცენტრებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ფაქტების შემმოწმებელმა და საგამოძიებო მედიასაშუალებებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ითანამშრომლონ სახელმწიფო ინსტიტუტებთან, მაგრამ ამ სფეროში არ ყოფილა დიალოგი და კოორდინაცია.ამასთან, საანგარიშო პერიოდში გაიზარდა ევროკავშირთან დაკავშირებული ინფორმაციით მანიპულირება. კერძოდ, 2024 წლის აპრილში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების შემდეგ, პერიოდული გახდა ევროკავშირის საწინააღმდეგო მწვავე გზავნილები, რომლებსაც აქტიურად ავრცელებდნენ მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები და დეპუტატები. საპარლამენტო არჩევნების წინ დეზინფორმაციული ნარატივები გავრცელდა და გაძლიერდა, მათ შორის მმართველი პარტიის წარმომადგენლების და მთავრობასთან დაკავშირებული მედიის მხრიდან, ნათქვამია ანგარიშში.ნაბიჯი მეორე: ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობის გაუმჯობესებაევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის გაუმჯობესება გახდა კიდევ ერთი ახალი რეკომენდაცია, რომელიც რომელიც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან ერთად მიიღო.ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა საერთაშორისო და ევროკავშირის ინიციატივებს უკრაინის მხარდასაჭერად, მათ შორის გაეროს გენერალური ასამბლეის, ადამიანის უფლებათა საბჭოს, ევროპის საბჭოსა და ეუთოს რეზოლუციებს.საქართველომ გააგრძელა თანამშრომლობა ევროკავშირთან სანქციების გვერდის ავლის პრევენციაზე და ამავე დროს მიიღო ახალი კანონმდებლობა, რომელიც ოფშორული სახსრების საქართველოში გადასახადების გარეშე გადარიცხვის ნებას რთავს.საქართველო არ შეუერთდა რუსეთთან, ირანთან და ბელარუსთან დაკავშირებულ ყველაზე შემზღუდველ ზომებს და კიდევ უფრო გაზარდა პირდაპირი ფრენების რაოდენობა რუსეთის სხვადასხვა მიმართულებით.საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის, ევროკავშირის სახელით უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებებთან და საბჭოს გადაწყვეტილებებთან საქართველოს შესაბამისობის მაჩვენებელი მუდმივად დაბალი იყო და 49%-ს შეადგენდა. 2022 წელს იყო 44%, 2023 წელს - 43%.ნაბიჯი მესამე: დეპოლარიზაციაევროკომისიამ 2023 წელს საქართველოს რეკომენდაცია მისცა გააგრძელოს პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემის მოგვარება, მათ შორის პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მეტად ინკლუზიური საკანონმდებლო მუშაობის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე.ოთხშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, პოლიტიკური პოლარიზაციის დონე კიდევ უფრო გაღრმავდა, განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდგომ. ევროკავშირთან ინტეგრაციასთან დაკავშირებულ რეფორმებზე მრავალპარტიული თანამშრომლობა ძალიან შეზღუდული იყო, რადგან შესაბამისი კანონმდებლობის უმეტესი ნაწილის დამტკიცება და დანიშვნები ოპოზიციის ჩართულობის გარეშე ხდებოდა.გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების მხრიდან ოპოზიციის წევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ მუქარის გაგრძელების შესახებ.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ირგვლივ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ოპოზიციური პარტიების რამდენიმე საკვანძო ფიგურისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი დაშინება და ფიზიკური შეურაცხყოფა მოხდა, ნათქვა მია ანგარიშში.ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 23 აგვისტოს მმართველმა პარტიამ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების უმეტესობის აკრძალვის გეგმა გამოაცხადა. ანგარიშში მოხვდა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაძაბული ურთიერთობა. მიზეზად დასახელდა ის, რომ პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონების მთელ რიგს, რომლებიც, მისი შეფასებით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ეწინააღმდეგებოდა და საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ.ნაბიჯი მეოთხე: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები2023 წელს ევროკომისიის საქართველოსადმი რეკომენდაცია იყო თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. ევროკომისიამ ხელისუფლებას მოუწოდა დაასრულოს საარჩევნო რეფორმები, მათ შორის ამომრჩევლის ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა.საქართველოს მიერ გაწეული სამუშაოს შეფასებისას, ევროკომისიამ აღნიშნა, რომ არჩევნებამდე ცესკომ ჩაატარა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია არჩევნებში ლექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ, ვინაიდან ინოვაციის გამოყენება ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნების 70%-ზე იყო დაგეგმილი.ევროკომისიამ ნეგატიური შეფასება მისცა მარტში პარლამენტის მიერ მიღებულ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს არაპარტიული წევრების დანიშვნას პარლამენტის წევრთა უბრალო უმრავლესობით და არ ითვალისწინებს სხვა ინსტიტუტების, მათ შორის პრეზიდენტის ეფექტურ ჩართულობას.ევროკომისიამ აღნიშნა, რომ აღნიშნული ცვლილებები მიღებული იქნა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების უგულებელყოფით.ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტმა აპრილში აირჩია.ანგარიშის თანახმად, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ერთობლივი შფასებების წინა რეკომენდაციები ჯერ კიდევ არ არის სრულად შესრულებული. მათ შორისაა, საარჩევნო ოლქების დელიმიტაცია, მედიაკამპანიის რეგულაციების ცვლილება და ამომრჩეველთა დაშინების წინააღმდეგ პრევენციული ზომები. 2024 წლის მაისში ოპოზიციასთან წინასწარი ინკლუზიური კონსულტაციების გარეშე საარჩევნო კოდექსში შეტანილმა შემდგომმა ცვლილებებმა გააუქმა სახალხო დამცველისა და სადამკვირვებელო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შემდგარი ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფი, ნათქვამია ანგარიშში.იმავე თვეში პარლამენტმა კენჭი უყარა საარჩევნო სიებში გენდერული კვოტების გაუქმებას, რაც მანამდე 2032 წლამდე იყო გახანგრძლივებული. ამ კვოტების მიხედვით, პარტიულ სიაში ყოველი მეოთხე დეპუტატობის კანდიდატი ქალი უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, 16 აგვისტოს ცესკომ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, ყველა სახის საარჩევნო უბანზე კომისიის წევრების ფუნქციების გასანაწილებლად წილისყრა უნდა ჩატარდეს ხმის მიცემამდე არაუგვიანეს მეშვიდე დღისა, ხმის მიცემის დღის ნაცვლად.ანგარიშში ნათქვამია, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ერთობლივი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარმა დასკვნებმა გამოავლინა რამდენიმე ხარვეზი, რომელსაც ადგილი ჰქონდა დაძაბულ და ძლიერ პოლარიზებულ გარემოში. „აღნიშნული სისუსტეები მოიცავს საარჩევნო პროცესის ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებს, ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებული ხშირ დარღვევებს, პროცედურულ შეუსაბამობებს, ამომრჩევლების მიმართ დაშინებას და ზეწოლას, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე", - ნათქვამია დოკუმენტში. ევროკომისიის განმარტებით, აღნიშნული წინასწარი დასკვნები ადასტურებს ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის აუცილებლობას, რაც უკვე იყო ხაზგასმული წინა ძირითად რეკომენდაციებში.ნაბიჯი მეხუთე: საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესება2023 წელს ევროკომისიის რეკომენდაცია იყო საპარლამენტო ზედამხედველობის აღსრულების შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. ევროკომისიამ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია საკვანძო ინსტიტუციების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების კომისიის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა.რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშის თანახმად, 2024 წლის მარტში პარლამენტმა საპარლამენტო ნდობის ჯგუფში ვაკანტური ოპოზიციური ადგილის შესავსებად პროცესი დაიწყო, მაგრამ ხანგრძლივი შემოწმების პროცედურები ნიშნავდა, რომ არჩეული პირი საკანონმდებლო პერიოდის დასრულებამდე პრაქტიკულად ვერ დაიკავებდა თანამდებობას. ნდობის ჯგუფში კიდევ ერთი ვაკანტური ადგილი მაშინ გაჩნდა, როცა საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე დაინიშნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ უსაფრთხოების 23 სამსახურზე ზედამხედველობის ხარისხი შეზღუდული დარჩა. „2021 წელს ფართომასშტაბიანი უკანონო მოსმენების ბრალდებების გამოძიებას ჯერჯერობით არანაირი სამართლებრივი დევნა არ მოჰყოლია", - ნათქვამია ანგარიშში.ევროკომისიამ ასევე ახსენა პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში მარტში მიღებული ცვლილებები და აღნიშნა, რომ იგი ამცირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას.ევროკომისიის განცხადებით, არანაირი ქმედება არ განხორციელებულა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად და სამეურვეო საბჭოს ყველა წევრის გამჭვირვალედ და კონკურენტულად დანიშვნის უზრუნვესალყოფად. 22023 წლის მარტიდან მმართველის დასანიშნად არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა და საბჭოს ზოგიერთი თანამდებობა ვაკანტური რჩება.ანგარიში ნახსენებია 2023 წლის ნოემბერში პარლამენტის მიერ „მაუწყებლობის შესახებ"კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებს დებულებებს კომუნიკაციების კომისიის წევრების შერჩევისა და უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.ნაბიჯი მეექვსე: სასამართლო რეფორმა2023 წელს ევროკომისიის რეკომენდაცია იყო ყოვლისმომცველი და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმის ჩათვლით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად განხორციელება.2024 წლის მაისში პარლამენტმა მიიღო ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში, რომელიც არ ითვალისწინებს 2023 წლის გაფართოების ანგარიშის სისტემურ და არსებით რეკომენდაციებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს ყოვლისმომცველი რეფორმის შესახებ, მათ შორის სამართლიანობის შემოწმების სისტემასთან დაკავშირებით, ნათქვამია განცხადებაშიკანონი „საერთო სასამართლოების შესახებ" ითვალისწინებს ვენეციის კომისიის ერთ მთავარ რეკომენდაციას მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ და შეიცავს რამდენიმე უმნიშვნელო პოზიტიურ ელემენტს, მათ შორის გამჭვირვალობასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ეტაპობრივ განახლებასთან დაკავშირებით.შესწორებები არ მოიცავს სასამართლო რეფორმას ერთიანი და ეფექტიანი სახით და არანაირი მომზადება არ ჩატარდა სამართლიანობის შემოწმების განსაკუთრებული სისტემის დასანერგად.ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2024 წლის ივლისში უბრალო უმრავლესობით დაინიშნა ახალი გენერალური პროკურორი.ევროკომისიამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა პრეზიდენტის გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი არამოსამართლე წევრის დანიშვნის შესახებ და 2024 წლის ივლისში ახალი წევრების დანიშვნა ხუთი თვით აუკრძალა. ამასთან, 2024 წელს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე დანიშნა, მიუხედავად იმისა, რომ შერჩევის პროცესის საკანონმდებლო ბაზა სრულად არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, ნათქვამია განცხადებაში.ნაბიჯი მეშვიდე: დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საგამოძიებო ორგანოებიევროკომისიის 2023 წლის რეკომენდაცია იყო ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შემდგომი უზრუნველყოფა. კერძოდ, ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა აღნიშნულ საგამოძიებო ორგანოებთან მიმართებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება ინკლუზიური პროცესის გზით; კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საქმეების გამოძიების ძლიერი გამოცდილების შექმნა.ანგარიშის თანახმად, პარლამენტმა „კორუფციასთან ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო, რამაც ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის იმუნიტეტის და მამხილებელთა დაცვა გააძლიერა. თუმცა, ანტიკორუფციული ბიუროს ამჟამინდელი ინსტიტუციური სტრუქტურა არ უზრუნველყოფს დამოუკიდებლობის საკმარის ხარისხს, რადგან ცვლილებები არ ითვალისწინებდა ვენეციის კომისიის ძირითად რეკომენდაციებს, რომლებიც დაკავშირებულია ინსტიტუტის დამოუკიდებლობასთან, მის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან და მაღალი დონის კორუფციულ საქმეებზე საგამოძიებო ფუნქციებთან, ნათქვამია ანგარიშში.ევროკომისიამ აღნიშნა, რომ ამ საკითხს ჯერ კიდევ სჭირდება სათანადო ყურადღება.„ასევე, საჭიროა დამატებითი ძალისხმევა მაღალი დონის კორუფციის დასაძლევად და ფართომასშტაბიანი პირადი ინტერესებისა და მათი გავლენის მოსაგვარებლად როგორც პოლიტიკურ, ასევე სასამართლო და ეკონომიკურ სფეროებში", - ნათქვამია ანგარიშში.ევროკომისიამ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ საანგარიშო პერიოდში არ მომხდარა ანტიკორუფციული რისკის შეფასების განახლება, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება. საქართველო არ შეუერთდა OECD-ის ანტიკორუფციული მონიტორინგის ქსელს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის.პარლამენტმა მიიღო ცვლილებები სპეციალური საგამოძიებო და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონებში, რომლებიც ითვალისწინებენ ვენეციის კომისიის ზოგიერთ რეკომენდაციას, მათ შორის შერჩევის პროცესსა და საგამოძიებო იურისდიქციას.„ძალაში რჩება ძირითადი შეშფოთება სამსახურების ხელმძღვანელების დანიშვნასა და იმუნიტეტთან დაკავშირებით, მაღალი თანამდებობის პირების გარიცხვასთან დაკავშირებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიების ეფექტიანობასა და ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული მანდატის გაფართოებასთან დაკავშირებით", - ნათქვამია ანგარიშში.ნაბიჯი მერვე: დეოლიგარქიზაციაევროკომისიამ 2023 წელს რეკომენდაცია მისცა საქართველოს ხელისუფლებას გააუმჯობესოს დეოლიგარქიზაციის არსებული სამოქმედო გეგმა მრავალსექტორული, სისტემური მიდგომის განსახორციელებლად, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებისა და გამჭვირვალე, ინკლუზიური პროცესის წარმოებით ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვით.ანგარიშში ნათქვამია, რომ 2023 წლის სექტემბერში პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებდა „პირად“ მიდგომას და 2023 წლის ნოემბერში მთავრობამ მიიღო დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა.სამოქმედო გეგმა ეფუძნება ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებს „სისტემური“ მიდგომის შესაბამისად, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, სახელმწიფო შესყიდვებზე, კონკურენციის პოლიტიკაზე, მართლმსაჯულების რეფორმაზე, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლასა და პოლიტიკური პარტიებისა და მედიის დაფინანსებაზე ფოკუსით.როგორც ანგარიშშია ნათქვამია, საქართველოს მთავრობის გეგმა არ ითვალისწინებს რეგულარულ საკონსულტაციო მექანიზმს ყველა საპარლამენტო პარტიასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ევროკომისიის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში საქართველომ მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში და მიიღო რამდენიმე პირველადი და განმახორციელებელი აქტი კონკურენციის პოლიტიკის შესახებ. ევროკომისიამ ნეგატიურად შეაფასა 2024 წლის აპრილში პარლამენტის მიერ დაჩქარებული პროცედურებით მიღებულ საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც საქართველოში ოფშორული სახსრების გადასახადის გარეშე გადარიცხვის საშუალებას იძლევა, არ შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.ნაბიჯი მეცხრე: ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესება2023 წელს ევროკომისიამ ხელისუფლებას რეკომენდაცია მისცა გააუმჯობესოს ადამიანის უფლებათა დაცვა, მათ შორის ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის განხორციელებით და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით.ეს რეკომენდაცია მოითხოვდა მოწყვლადი ჯგუფების, მედიის მუშაკებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების მუქარის შემთხვევებზე მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიების დაწყებას, ასევე ძალადობის ორგანიზატორთა და დამნაშავეთა პასუხისმგებლობის დაკისრებას.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/18/274218488_306:0:3037:2048_1920x0_80_0_0_1f55bb403ad95a1c0d6a14c94eb2b59b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, ევროკავშირი , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, ევროკავშირი , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. ევროკომისიამ მიიღო გაფართოების პოლიტიკის შესახებ ზომების ყოველწლიური პაკეტი, რომელიც მოიცავს დეტალურ შეფასებას ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს პროგრესისა და მდგომარეობის შესახებ.
2023 წლის დეკემბერში, ევროკავშირის კანდიდატი-ქვეყნის სტატუსი მიღებასთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა მომდევნო ეტაპის - გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
ანგარიშის შესავალ ნაწილში საქართველოსთან მიმართებით, პირველი არის მიმდინარე წლის გაზაფხულზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ნეგატიური შეფასება. აქვე მოყვანილია ევროსაბჭოს პოზიცია, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედება ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომელთაც ეფუძნება ევროკავშირი და რომ ეს დე-ფაქტო აჩერებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობის დონე საკმაოდ დაბალია - 49%, და რომ 2023 წლის ივნისიდან საქართველო არ მონაწილეობდა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირის კრიზისების მართვის მისიებსა და ოპერაციებში.
ევროკომისიამ აღნიშნა საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო თანამშრომლობდა ევროკავშირთან სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად.
საშინაო დავალების შეფასება
ნაბიჯი პირველი: დეზინფორმაციასთან ბრძოლა
ევროკომისიამ საქართველოს რეკომენდაცია მისცა ევროკავშირისა და მისი ღირებულებების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან, უცხშედიოდა კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის 12 რეკომენდაციაში.
ანგარიშის თანახმად, 2023 წლის დეკემბერში მთავრობამ მიიღო 2024-2027 წლების საკომუნიკაციო სტრატეგია და 2024 წლის მაისში მასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა, რომელიც ფოკუსირებულია ანტიდასავლური დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაზე, მედიაწიგნიერების ამაღლებაზე, დეზინფორმაციის გამოვლენასა და მონიტორინგზე, სტრატეგიული კომუნიკაციის სისტემის განახლებაზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულმა სტრატკომმა და ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრმა ქვეყნის მასშტაბით აწარმოა საინფორმაციო კამპანიები და ცნობიერების ამაღლების სხვადასხვა აქტივობა.
ადგილობრივმა ანალიტიკურმა ცენტრებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ფაქტების შემმოწმებელმა და საგამოძიებო მედიასაშუალებებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ითანამშრომლონ სახელმწიფო ინსტიტუტებთან, მაგრამ ამ სფეროში არ ყოფილა დიალოგი და კოორდინაცია.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში გაიზარდა ევროკავშირთან დაკავშირებული ინფორმაციით მანიპულირება. კერძოდ, 2024 წლის აპრილში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების შემდეგ, პერიოდული გახდა ევროკავშირის საწინააღმდეგო მწვავე გზავნილები, რომლებსაც აქტიურად ავრცელებდნენ მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები და დეპუტატები.
საპარლამენტო არჩევნების წინ დეზინფორმაციული ნარატივები გავრცელდა და გაძლიერდა, მათ შორის მმართველი პარტიის წარმომადგენლების და მთავრობასთან დაკავშირებული მედიის მხრიდან, ნათქვამია ანგარიშში.
ნაბიჯი მეორე: ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობის გაუმჯობესება
ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის გაუმჯობესება გახდა კიდევ ერთი ახალი რეკომენდაცია, რომელიც რომელიც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან ერთად მიიღო.
ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა საერთაშორისო და ევროკავშირის ინიციატივებს უკრაინის მხარდასაჭერად, მათ შორის გაეროს გენერალური ასამბლეის, ადამიანის უფლებათა საბჭოს, ევროპის საბჭოსა და ეუთოს რეზოლუციებს.
საქართველომ გააგრძელა თანამშრომლობა ევროკავშირთან სანქციების გვერდის ავლის პრევენციაზე და ამავე დროს მიიღო ახალი კანონმდებლობა, რომელიც ოფშორული სახსრების საქართველოში გადასახადების გარეშე გადარიცხვის ნებას რთავს.
საქართველო არ შეუერთდა რუსეთთან, ირანთან და ბელარუსთან დაკავშირებულ ყველაზე შემზღუდველ ზომებს და კიდევ უფრო გაზარდა პირდაპირი ფრენების რაოდენობა რუსეთის სხვადასხვა მიმართულებით.
საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის, ევროკავშირის სახელით უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებებთან და საბჭოს გადაწყვეტილებებთან საქართველოს შესაბამისობის მაჩვენებელი მუდმივად დაბალი იყო და 49%-ს შეადგენდა. 2022 წელს იყო 44%, 2023 წელს - 43%.
ნაბიჯი მესამე: დეპოლარიზაცია
ევროკომისიამ 2023 წელს საქართველოს რეკომენდაცია მისცა გააგრძელოს პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემის მოგვარება, მათ შორის პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მეტად ინკლუზიური საკანონმდებლო მუშაობის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე.
ოთხშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, პოლიტიკური პოლარიზაციის დონე კიდევ უფრო გაღრმავდა, განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდგომ.
ევროკავშირთან ინტეგრაციასთან დაკავშირებულ რეფორმებზე მრავალპარტიული თანამშრომლობა ძალიან შეზღუდული იყო, რადგან შესაბამისი კანონმდებლობის უმეტესი ნაწილის დამტკიცება და დანიშვნები ოპოზიციის ჩართულობის გარეშე ხდებოდა.
გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების მხრიდან ოპოზიციის წევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ მუქარის გაგრძელების შესახებ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ირგვლივ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ოპოზიციური პარტიების რამდენიმე საკვანძო ფიგურისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი დაშინება და ფიზიკური შეურაცხყოფა მოხდა, ნათქვა მია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 23 აგვისტოს მმართველმა პარტიამ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების უმეტესობის აკრძალვის გეგმა გამოაცხადა.
ანგარიშში მოხვდა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაძაბული ურთიერთობა. მიზეზად დასახელდა ის, რომ პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონების მთელ რიგს, რომლებიც, მისი შეფასებით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ეწინააღმდეგებოდა და საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ.
ნაბიჯი მეოთხე: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები
2023 წელს ევროკომისიის საქართველოსადმი რეკომენდაცია იყო თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება.
ევროკომისიამ ხელისუფლებას მოუწოდა დაასრულოს საარჩევნო რეფორმები, მათ შორის ამომრჩევლის ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა.
საქართველოს მიერ გაწეული სამუშაოს შეფასებისას, ევროკომისიამ აღნიშნა, რომ არჩევნებამდე ცესკომ ჩაატარა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია არჩევნებში ლექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ, ვინაიდან ინოვაციის გამოყენება ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნების 70%-ზე იყო დაგეგმილი.
ევროკომისიამ ნეგატიური შეფასება მისცა მარტში პარლამენტის მიერ მიღებულ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს არაპარტიული წევრების დანიშვნას პარლამენტის წევრთა უბრალო უმრავლესობით და არ ითვალისწინებს სხვა ინსტიტუტების, მათ შორის პრეზიდენტის ეფექტურ ჩართულობას.
ევროკომისიამ აღნიშნა, რომ აღნიშნული ცვლილებები მიღებული იქნა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების უგულებელყოფით.
ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტმა აპრილში აირჩია.
ანგარიშის თანახმად, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ერთობლივი შფასებების წინა რეკომენდაციები ჯერ კიდევ არ არის სრულად შესრულებული. მათ შორისაა, საარჩევნო ოლქების დელიმიტაცია, მედიაკამპანიის რეგულაციების ცვლილება და ამომრჩეველთა დაშინების წინააღმდეგ პრევენციული ზომები.
2024 წლის მაისში ოპოზიციასთან წინასწარი ინკლუზიური კონსულტაციების გარეშე საარჩევნო კოდექსში შეტანილმა შემდგომმა ცვლილებებმა გააუქმა სახალხო დამცველისა და სადამკვირვებელო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შემდგარი ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფი, ნათქვამია ანგარიშში.
იმავე თვეში პარლამენტმა კენჭი უყარა საარჩევნო სიებში გენდერული კვოტების გაუქმებას, რაც მანამდე 2032 წლამდე იყო გახანგრძლივებული. ამ კვოტების მიხედვით, პარტიულ სიაში ყოველი მეოთხე დეპუტატობის კანდიდატი ქალი უნდა ყოფილიყო.
გარდა ამისა, 16 აგვისტოს ცესკომ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, ყველა სახის საარჩევნო უბანზე კომისიის წევრების ფუნქციების გასანაწილებლად წილისყრა უნდა ჩატარდეს ხმის მიცემამდე არაუგვიანეს მეშვიდე დღისა, ხმის მიცემის დღის ნაცვლად.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ერთობლივი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარმა დასკვნებმა გამოავლინა რამდენიმე ხარვეზი, რომელსაც ადგილი ჰქონდა დაძაბულ და ძლიერ პოლარიზებულ გარემოში.
„აღნიშნული სისუსტეები მოიცავს საარჩევნო პროცესის ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებს, ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებული ხშირ დარღვევებს, პროცედურულ შეუსაბამობებს, ამომრჩევლების მიმართ დაშინებას და ზეწოლას, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე", - ნათქვამია დოკუმენტში.
ევროკომისიის განმარტებით, აღნიშნული წინასწარი დასკვნები ადასტურებს ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის აუცილებლობას, რაც უკვე იყო ხაზგასმული წინა ძირითად რეკომენდაციებში.
ნაბიჯი მეხუთე: საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესება
2023 წელს ევროკომისიის რეკომენდაცია იყო საპარლამენტო ზედამხედველობის აღსრულების შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. ევროკომისიამ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია საკვანძო ინსტიტუციების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების კომისიის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა.
რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშის თანახმად, 2024 წლის მარტში პარლამენტმა საპარლამენტო ნდობის ჯგუფში ვაკანტური ოპოზიციური ადგილის შესავსებად პროცესი დაიწყო, მაგრამ ხანგრძლივი შემოწმების პროცედურები ნიშნავდა, რომ არჩეული პირი საკანონმდებლო პერიოდის დასრულებამდე პრაქტიკულად ვერ დაიკავებდა თანამდებობას.
ნდობის ჯგუფში კიდევ ერთი ვაკანტური ადგილი მაშინ გაჩნდა, როცა საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე დაინიშნა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ უსაფრთხოების 23 სამსახურზე ზედამხედველობის ხარისხი შეზღუდული დარჩა.
„2021 წელს ფართომასშტაბიანი უკანონო მოსმენების ბრალდებების გამოძიებას ჯერჯერობით არანაირი სამართლებრივი დევნა არ მოჰყოლია", - ნათქვამია ანგარიშში.
ევროკომისიამ ასევე ახსენა პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში მარტში მიღებული ცვლილებები და აღნიშნა, რომ იგი ამცირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას.
ევროკომისიის განცხადებით, არანაირი ქმედება არ განხორციელებულა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად და სამეურვეო საბჭოს ყველა წევრის გამჭვირვალედ და კონკურენტულად დანიშვნის უზრუნვესალყოფად. 2
2023 წლის მარტიდან მმართველის დასანიშნად არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა და საბჭოს ზოგიერთი თანამდებობა ვაკანტური რჩება.
ანგარიში ნახსენებია 2023 წლის ნოემბერში პარლამენტის მიერ „მაუწყებლობის შესახებ"კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებს დებულებებს კომუნიკაციების კომისიის წევრების შერჩევისა და უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
ნაბიჯი მეექვსე: სასამართლო რეფორმა
2023 წელს ევროკომისიის რეკომენდაცია იყო ყოვლისმომცველი და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმის ჩათვლით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად განხორციელება.
2024 წლის მაისში პარლამენტმა მიიღო ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში, რომელიც არ ითვალისწინებს 2023 წლის გაფართოების ანგარიშის სისტემურ და არსებით რეკომენდაციებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს ყოვლისმომცველი რეფორმის შესახებ, მათ შორის სამართლიანობის შემოწმების სისტემასთან დაკავშირებით, ნათქვამია განცხადებაში
კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ" ითვალისწინებს ვენეციის კომისიის ერთ მთავარ რეკომენდაციას მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ და შეიცავს რამდენიმე უმნიშვნელო პოზიტიურ ელემენტს, მათ შორის გამჭვირვალობასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ეტაპობრივ განახლებასთან დაკავშირებით.
შესწორებები არ მოიცავს სასამართლო რეფორმას ერთიანი და ეფექტიანი სახით და არანაირი მომზადება არ ჩატარდა სამართლიანობის შემოწმების განსაკუთრებული სისტემის დასანერგად.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2024 წლის ივლისში უბრალო უმრავლესობით დაინიშნა ახალი გენერალური პროკურორი.
ევროკომისიამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა პრეზიდენტის გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი არამოსამართლე წევრის დანიშვნის შესახებ და 2024 წლის ივლისში ახალი წევრების დანიშვნა ხუთი თვით აუკრძალა.
ამასთან, 2024 წელს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე დანიშნა, მიუხედავად იმისა, რომ შერჩევის პროცესის საკანონმდებლო ბაზა სრულად არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, ნათქვამია განცხადებაში.
ნაბიჯი მეშვიდე: დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საგამოძიებო ორგანოები
ევროკომისიის 2023 წლის რეკომენდაცია იყო ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შემდგომი უზრუნველყოფა.
კერძოდ, ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა აღნიშნულ საგამოძიებო ორგანოებთან მიმართებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება ინკლუზიური პროცესის გზით; კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საქმეების გამოძიების ძლიერი გამოცდილების შექმნა.
ანგარიშის თანახმად, პარლამენტმა „კორუფციასთან ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო, რამაც ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის იმუნიტეტის და მამხილებელთა დაცვა გააძლიერა.
თუმცა, ანტიკორუფციული ბიუროს ამჟამინდელი ინსტიტუციური სტრუქტურა არ უზრუნველყოფს დამოუკიდებლობის საკმარის ხარისხს, რადგან ცვლილებები არ ითვალისწინებდა ვენეციის კომისიის ძირითად რეკომენდაციებს, რომლებიც დაკავშირებულია ინსტიტუტის დამოუკიდებლობასთან, მის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან და მაღალი დონის კორუფციულ საქმეებზე საგამოძიებო ფუნქციებთან, ნათქვამია ანგარიშში.
ევროკომისიამ აღნიშნა, რომ ამ საკითხს ჯერ კიდევ სჭირდება სათანადო ყურადღება.
„ასევე, საჭიროა დამატებითი ძალისხმევა მაღალი დონის კორუფციის დასაძლევად და ფართომასშტაბიანი პირადი ინტერესებისა და მათი გავლენის მოსაგვარებლად როგორც პოლიტიკურ, ასევე სასამართლო და ეკონომიკურ სფეროებში", - ნათქვამია ანგარიშში.
ევროკომისიამ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ საანგარიშო პერიოდში არ მომხდარა ანტიკორუფციული რისკის შეფასების განახლება, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება.
საქართველო არ შეუერთდა OECD-ის ანტიკორუფციული მონიტორინგის ქსელს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის.
პარლამენტმა მიიღო ცვლილებები სპეციალური საგამოძიებო და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონებში, რომლებიც ითვალისწინებენ ვენეციის კომისიის ზოგიერთ რეკომენდაციას, მათ შორის შერჩევის პროცესსა და საგამოძიებო იურისდიქციას.
„ძალაში რჩება ძირითადი შეშფოთება სამსახურების ხელმძღვანელების დანიშვნასა და იმუნიტეტთან დაკავშირებით, მაღალი თანამდებობის პირების გარიცხვასთან დაკავშირებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიების ეფექტიანობასა და ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული მანდატის გაფართოებასთან დაკავშირებით", - ნათქვამია ანგარიშში.
ნაბიჯი მერვე: დეოლიგარქიზაცია
ევროკომისიამ 2023 წელს რეკომენდაცია მისცა საქართველოს ხელისუფლებას გააუმჯობესოს დეოლიგარქიზაციის არსებული სამოქმედო გეგმა მრავალსექტორული, სისტემური მიდგომის განსახორციელებლად, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებისა და გამჭვირვალე, ინკლუზიური პროცესის წარმოებით ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვით.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2023 წლის სექტემბერში პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებდა „პირად“ მიდგომას და 2023 წლის ნოემბერში მთავრობამ მიიღო დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა.
სამოქმედო გეგმა ეფუძნება ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებს „სისტემური“ მიდგომის შესაბამისად, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, სახელმწიფო შესყიდვებზე, კონკურენციის პოლიტიკაზე, მართლმსაჯულების რეფორმაზე, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლასა და პოლიტიკური პარტიებისა და მედიის დაფინანსებაზე ფოკუსით.
როგორც ანგარიშშია ნათქვამია, საქართველოს მთავრობის გეგმა არ ითვალისწინებს რეგულარულ საკონსულტაციო მექანიზმს ყველა საპარლამენტო პარტიასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
ევროკომისიის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში საქართველომ მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში და მიიღო რამდენიმე პირველადი და განმახორციელებელი აქტი კონკურენციის პოლიტიკის შესახებ.
ევროკომისიამ ნეგატიურად შეაფასა 2024 წლის აპრილში პარლამენტის მიერ დაჩქარებული პროცედურებით მიღებულ საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც საქართველოში ოფშორული სახსრების გადასახადის გარეშე გადარიცხვის საშუალებას იძლევა, არ შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.
ნაბიჯი მეცხრე: ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესება
2023 წელს ევროკომისიამ ხელისუფლებას რეკომენდაცია მისცა გააუმჯობესოს ადამიანის უფლებათა დაცვა, მათ შორის ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის განხორციელებით და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით.
ეს რეკომენდაცია მოითხოვდა მოწყვლადი ჯგუფების, მედიის მუშაკებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების მუქარის შემთხვევებზე მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიების დაწყებას, ასევე ძალადობის ორგანიზატორთა და დამნაშავეთა პასუხისმგებლობის დაკისრებას.