https://sputnik-georgia.com/20241031/-dris-astroprognozi-zodiaqos-nisnebistvis-31-oqtomberi-290622327.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 31 ოქტომბერი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 31 ოქტომბერი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები. 31.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-31T00:15+0400
2024-10-31T00:15+0400
2024-10-31T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24761/73/247617342_0:114:1041:700_1920x0_80_0_0_7b35722c9e5f6565d0e9b1d12a086464.jpg
დღეს 2024 წლის 31 ოქტომბერია, ხუთშაბათი. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.დღეს წინა პლანზე არა პირადული, არამედ საზოგადოებრივი ინტერესები გამოვა. ბევრი იგრძნობს პასუხისმგებლობას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, ადამიანები შეძლებისდაგვარად ჩაებმებიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში - ახლობლების, კოლეგების, სამუშაო გარემოს, ქალაქის ან ქვეყნის.რაც უნდა გაითვალისწინოთ, ისაა, რომ სხვის ცხოვრებაში ზედმეტად არ ჩაერიოთ. რჩევის მიცემა ერთია და მისი თავს მოხვევა - მეორე. ამის ნიადაგზე კონფლიქტიც კი შეიძლება გაჩაღდეს.ვერძი: დღეს სამართლიანობის საკითხები შეგაწუხებთ - როგორც პირადი, ისე გლობალური. აგაფორიაქებთ საკუთარი სიმართლის გრძნობა და ამ სიმართლის დამტკიცების სურვილი. მიუხედავად საბრძოლო განწყობისა, ვარსკვლავები კატეგორიულად გირჩევენ, თავი აარიდოთ კამათს იმაზე, თუ ვინაა მართალი და ვინ - დამნაშავე. ამას აზრი არ ექნება.კურო: გარშემომყოფები თავიანთი პრობლემების ლომის წილს თქვენ გადმოგაბარებენ. მზად ხართ მათ დასახმარებლად. მაგრამ ეს მათ შეიძლება სანანებელი გაუხდეთ - მათ პრობლემებს „უმოწყალოდ" გააანალიზებთ და არ დაინდოთ მათ გრძნობებს. აჯობებს, თუ ირგვლივ მყოფები დაფიქრდებიან, ღირს კი, რომ დახმარებისთვის მოგმართონ?ტყუპი: თქვენი ორგანიზატორული უნარები დიდ სიმაღლეებს მიაღწევს. გამოიკვეთება ლიდერის თვისებები. შესაძლოა, ადამიანების ჯგუფს უხელმძღვანელოთ, ან აიღოთ პასუხისმგებლობა რამე საზოგადოებრივ საქმეზე. ნებისმიერ ამგვარ ღონისძიებას უბადლოდ გაუმკლავდებით - ხართ ენერგიით სავსე, და არ ხართ წინააღმდეგი, ბრძანებები გასცეთ.კირჩხიბი: დღეს თქვენს ყურადღებას საოჯახო საზრუნავი მიიპყრობს. გარდა ამისა, ახლობლები თქვენს დახმარებასა და მხარდაჭერას მოითხოვენ. რადგანაც რამდენიმე ნაწილად ვერ „გაიხლიჩებით", მოგიწევთ პრიორიტეტების განაწილება, გადაწყვეტა, რომელი საქმეა უფრო მნიშვნელოვანი და გარშემომყოფებიდან ვის სჭირდება დახმარება ყველაზე მეტად.ლომი: არავის დარწმუნება არ გაგიჭირდებათ. ამის მიზეზი თქვენი თანამიმდევრულობა და ლოგიკურობა იქნება. შეგწევთ ძალა, ნაბიჯ-ნაბიჯ დაარწმუნოთ ნებისმიერი ნებისმიერ რამეში: მგელი იმაში, რომ კომბოსტო სასარგებლოა ორგანიზმისთვის, დონ-ჟუანი - ერთგულების სარგებლობაში და ხელმძღვანელობა - ხელფასის მომატებაში.ქალწული: შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ თქვენს ფინანსებს მიხედოთ. თქვენში, შესაძლოა, ბუღალტრის ნიჭმა გაიღვიძოს და სკრუპულოზურად დაიანგარიშოთ შემოსავლები და ხარჯები. თუ რამე რიგზე ვერ არის, მის გამოსწორებასაც შეძლებთ. თუ ყველაფერი წესრიგშია, არც კი იფიქრებთ ფულის დახარჯვაზე - დღეს ეკონომია ყველაფერზე მაღლა დგას.სასწორი: მზად იყავით იმისთვის, რომ დღეს ნებისმიერი თქვენი გადაწყვეტილება, იდეა ან პროექტი საფუძვლიანად უნდა დაასაბუთოთ. გარშემომყოფები სიტყვაზე არ გენდობიან, თქვენი გადამდები ემოციები ან ორატორული ნიჭიც კი ვერაფერს გააწყობს მათთან. თქვენი წარმატების რეცეპტი ლოგიკაა. ასე რომ, მოემზადეთ თქვენი მოსაზრებების დასამტკიცებლად.მორიელი: თქვენი დაკვირვების უნარი და გამჭრიახობა არნახულ სიმაღლეებს მიაღწევს. ლოგიკა და ინტუიცია ერთნაირად მკაფიოდ იმუშავებს, შეძლებთ ჩაწვდეთ მოვლენების არსს და გააკეთოთ სწორი დასკვნები. გარშემომყოფებს მოეჩვენებათ, რომ მათ აზრებს კითხულობთ. შეიძლება ერთი-ორი საიდუმლოც გაიგოთ მათ შესახებ.მშვილდოსანი: გარშემომყოფებთან ურთიერთობები შეიძლება ძალიან ჩაიხლართოს. და ეს იმიტომ, რომ ერთსა და იმავე ადამიანზე ინტუიცია ერთ რამეს გკარნახობთ და ლოგიკა - მეორეს. რომ არ დაიკარგოთ ამ ლაბირინთებში, პირველ რიგში, გულის ხმას მოუსმინეთ. ის მიგითითებთ, ვინაა თქვენი მეგობარი და ვინ მხოლოდ გაჩვენებთ თავს მეგობრად.თხის რქა: მთლიანად საქმეებში ჩაეფლობით. თუ რამე თქვენი კონტროლიდან გამოვიდა, ეს შეიძლება პირად შეურაცხყოფად მიიღოთ. ემოციური და მწვავე რეაქცია პრაქტიკულ ამოცანებზე ამ დღის „სავიზიტო ბარათი" შეიძლება გახდეს. განსაკუთრებით, თუ მოგეჩვენათ, რომ გარშემომყოფები გაურბიან თავიანთ მოვალეობებს.მერწყული: არის შანსი, რომ ადამიანების „მიზიდულობის ცენტრი" გახდეთ. გარშემომყოფები მოგაკითხავენ თავიანთი პრობლემებით, კარგი ამბებით, საზრუნავით. ბევრის დახმარება შეგიძლიათ. არ მოგერიდოთ მათ საქმეებში ჩარევა, თუ ისინი ამას გთხოვენ. თქვენი ალტრუიზმი დაჯილდოვდება. არ არის გამორიცხული, სულიერად მონათესავე ადამიანს შეხვდეთ.თევზები: არავითარ შემთხვევაში არ ჩაებათ არანაირ კონფლიქტში, განსაკუთრებით კი, თუ ის ძალაუფლებისთვის ბრძოლას სულ ოდნავ მაინც გაგონებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს გარშემომყოფების გუნდში ითამაშოთ და არა მათ წინააღმდეგ. განსაკუთრებით კარგად გამოგივათ დაცვაში თამაში, არ ღირს თავდამსხმელის როლის მორგება.
https://sputnik-georgia.com/20190604/zodiaqos-sami-niSani-ganSorebis-sababs-ver-moZebniT-245456491.html
https://sputnik-georgia.com/20230621/zodiaqos-sami-nisani-sami-mtavari-alqaji-278779197.html
https://sputnik-georgia.com/20180206/saxaliso-horoskopi-kargi-ganwyobisTvis-239182060.html
https://sputnik-georgia.com/20230303/zodiaqos-nisnebi-qorwinebasi-275426626.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24761/73/247617342_0:17:1041:798_1920x0_80_0_0_7395e8489ba3efacce512a816f10cf9e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
დღეს 2024 წლის 31 ოქტომბერია, ხუთშაბათი. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
დღეს წინა პლანზე არა პირადული, არამედ საზოგადოებრივი ინტერესები გამოვა. ბევრი იგრძნობს პასუხისმგებლობას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, ადამიანები შეძლებისდაგვარად ჩაებმებიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში - ახლობლების, კოლეგების, სამუშაო გარემოს, ქალაქის ან ქვეყნის.
რაც უნდა გაითვალისწინოთ, ისაა, რომ სხვის ცხოვრებაში ზედმეტად არ ჩაერიოთ. რჩევის მიცემა ერთია და მისი თავს მოხვევა - მეორე. ამის ნიადაგზე კონფლიქტიც კი შეიძლება გაჩაღდეს.
ვერძი: დღეს სამართლიანობის საკითხები შეგაწუხებთ - როგორც პირადი, ისე გლობალური. აგაფორიაქებთ საკუთარი სიმართლის გრძნობა და ამ სიმართლის დამტკიცების სურვილი. მიუხედავად საბრძოლო განწყობისა, ვარსკვლავები კატეგორიულად გირჩევენ, თავი აარიდოთ კამათს იმაზე, თუ ვინაა მართალი და ვინ - დამნაშავე. ამას აზრი არ ექნება.
კურო: გარშემომყოფები თავიანთი პრობლემების ლომის წილს თქვენ გადმოგაბარებენ. მზად ხართ მათ დასახმარებლად. მაგრამ ეს მათ შეიძლება სანანებელი გაუხდეთ - მათ პრობლემებს „უმოწყალოდ" გააანალიზებთ და არ დაინდოთ მათ გრძნობებს. აჯობებს, თუ ირგვლივ მყოფები დაფიქრდებიან, ღირს კი, რომ დახმარებისთვის მოგმართონ?
ტყუპი: თქვენი ორგანიზატორული უნარები დიდ სიმაღლეებს მიაღწევს. გამოიკვეთება ლიდერის თვისებები. შესაძლოა, ადამიანების ჯგუფს უხელმძღვანელოთ, ან აიღოთ პასუხისმგებლობა რამე საზოგადოებრივ საქმეზე. ნებისმიერ ამგვარ ღონისძიებას უბადლოდ გაუმკლავდებით - ხართ ენერგიით სავსე, და არ ხართ წინააღმდეგი, ბრძანებები გასცეთ.
კირჩხიბი: დღეს თქვენს ყურადღებას საოჯახო საზრუნავი მიიპყრობს. გარდა ამისა, ახლობლები თქვენს დახმარებასა და მხარდაჭერას მოითხოვენ. რადგანაც რამდენიმე ნაწილად ვერ „გაიხლიჩებით", მოგიწევთ პრიორიტეტების განაწილება, გადაწყვეტა, რომელი საქმეა უფრო მნიშვნელოვანი და გარშემომყოფებიდან ვის სჭირდება დახმარება ყველაზე მეტად.
ლომი: არავის დარწმუნება არ გაგიჭირდებათ. ამის მიზეზი თქვენი თანამიმდევრულობა და ლოგიკურობა იქნება. შეგწევთ ძალა, ნაბიჯ-ნაბიჯ დაარწმუნოთ ნებისმიერი ნებისმიერ რამეში: მგელი იმაში, რომ კომბოსტო სასარგებლოა ორგანიზმისთვის, დონ-ჟუანი - ერთგულების სარგებლობაში და ხელმძღვანელობა - ხელფასის მომატებაში.
ქალწული: შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ თქვენს ფინანსებს მიხედოთ. თქვენში, შესაძლოა, ბუღალტრის ნიჭმა გაიღვიძოს და სკრუპულოზურად დაიანგარიშოთ შემოსავლები და ხარჯები. თუ რამე რიგზე ვერ არის, მის გამოსწორებასაც შეძლებთ. თუ ყველაფერი წესრიგშია, არც კი იფიქრებთ ფულის დახარჯვაზე - დღეს ეკონომია ყველაფერზე მაღლა დგას.
სასწორი: მზად იყავით იმისთვის, რომ დღეს ნებისმიერი თქვენი გადაწყვეტილება, იდეა ან პროექტი საფუძვლიანად უნდა დაასაბუთოთ. გარშემომყოფები სიტყვაზე არ გენდობიან, თქვენი გადამდები ემოციები ან ორატორული ნიჭიც კი ვერაფერს გააწყობს მათთან. თქვენი წარმატების რეცეპტი ლოგიკაა. ასე რომ, მოემზადეთ თქვენი მოსაზრებების დასამტკიცებლად.
მორიელი: თქვენი დაკვირვების უნარი და გამჭრიახობა არნახულ სიმაღლეებს მიაღწევს. ლოგიკა და ინტუიცია ერთნაირად მკაფიოდ იმუშავებს, შეძლებთ ჩაწვდეთ მოვლენების არსს და გააკეთოთ სწორი დასკვნები. გარშემომყოფებს მოეჩვენებათ, რომ მათ აზრებს კითხულობთ. შეიძლება ერთი-ორი საიდუმლოც გაიგოთ მათ შესახებ.
მშვილდოსანი: გარშემომყოფებთან ურთიერთობები შეიძლება ძალიან ჩაიხლართოს. და ეს იმიტომ, რომ ერთსა და იმავე ადამიანზე ინტუიცია ერთ რამეს გკარნახობთ და ლოგიკა - მეორეს. რომ არ დაიკარგოთ ამ ლაბირინთებში, პირველ რიგში, გულის ხმას მოუსმინეთ. ის მიგითითებთ, ვინაა თქვენი მეგობარი და ვინ მხოლოდ გაჩვენებთ თავს მეგობრად.
თხის რქა: მთლიანად საქმეებში ჩაეფლობით. თუ რამე თქვენი კონტროლიდან გამოვიდა, ეს შეიძლება პირად შეურაცხყოფად მიიღოთ. ემოციური და მწვავე რეაქცია პრაქტიკულ ამოცანებზე ამ დღის „სავიზიტო ბარათი" შეიძლება გახდეს. განსაკუთრებით, თუ მოგეჩვენათ, რომ გარშემომყოფები გაურბიან თავიანთ მოვალეობებს.
მერწყული: არის შანსი, რომ ადამიანების „მიზიდულობის ცენტრი" გახდეთ. გარშემომყოფები მოგაკითხავენ თავიანთი პრობლემებით, კარგი ამბებით, საზრუნავით. ბევრის დახმარება შეგიძლიათ. არ მოგერიდოთ მათ საქმეებში ჩარევა, თუ ისინი ამას გთხოვენ. თქვენი ალტრუიზმი დაჯილდოვდება. არ არის გამორიცხული, სულიერად მონათესავე ადამიანს შეხვდეთ.
თევზები: არავითარ შემთხვევაში არ ჩაებათ არანაირ კონფლიქტში, განსაკუთრებით კი, თუ ის ძალაუფლებისთვის ბრძოლას სულ ოდნავ მაინც გაგონებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს გარშემომყოფების გუნდში ითამაშოთ და არა მათ წინააღმდეგ. განსაკუთრებით კარგად გამოგივათ დაცვაში თამაში, არ ღირს თავდამსხმელის როლის მორგება.