ზოდიაქოს სამი ნიშანი - სამი მთავარი ალქაჯი

CC BY 2.0 / CLAUDIA DEA / romantic autumnქალი ყვავილებში
ქალი ყვავილებში - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2023
გამოწერა
ყოფითი მაგია ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. მას ხანდახან ვერც ვამჩნევთ. ხშირად თითოეულ მოვლენაში ან მოქმედებაში სწორედ მაგიური ქვეტექსტი იმალება, თუმცა ამას უფრო უბრალო თანხვედრებს მივაწერთ.
ალქაჯისა და ჯადოქრის გაგონებაზე ადამიანების უმრავლესობას წარმოუდგება ქალი, რომელიც მაგიურ რიტუალებს ატარებს და ერკვევა ჯადოებსა და ჩხიბვაში. სინამდვილეში კი დაბადებით ჯადოქარი შეიძლება ვერც ხვდებოდეს, რომ განსაკუთრებული უნარები აქვს, მაგრამ ყოველდღიურად ამ უნარებით ქვეცნობიერად სარგებლობდეს.
ყველაზე ხშირად ამ ნიჭით ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანია დაჯილდოებული. ისინი ამ ნიჭით იბადებიან. ეს უნარები მეტ-ნაკლებად თითოეულ მათგანს აქვს, მაგრამ ხშირად ისინი ამას შიშის გამო ჯიუტად უარყოფენ.
ლომი
ლომზე ამბობენ, რომ დაბადებით ლიდერია. და რა არის მასში განსაკუთრებული? რატომ იმარჯვებს ის ასე ხშირად? საქმე მისი ქარიზმაა, თუ არის კიდევ თვალისგან დამალული სხვა მიზეზი?
ლომი - კაშკაშა, ამბიციური, ძალაუფლებისმოყვარე, ძლიერი - ზოგადი დახასიათება>>
ძუ ლომს შეუძლია ადამიანი ნელა და შეუმჩნევლად თავის ნებაზე მოაქციოს. ის ადამიანებზე ხანდახან მაგნიტივით მოქმედებს. მისი ცოცხალი და ნებისყოფით აღსავსე ენერგეტიკა იზიდავს და ხაფანგში აბამს ადამიანებს. ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა ძალზე რთულია.
იქნებ დაკვირვებიხართ, რომ უარის თქმა ლომის ნებისმიერ თხოვნაზე რთულია. ის 100 პროცენტით დარწმუნებულია, რომ უარს არ ეტყვიან. ის თითქოს აჯადოებს ადამიანებს, ადუნებს მათ სიფხიზლეს და იღებს სასურველს.
ამ ყველაფერს უარყოფითი ასპექტიც აქვს. თუ ლომი გაღიზიანებულია, შესაძლოა, გულში არა კეთილი, არამედ ბოროტი ისურვოს და ეს შემდეგ ახდეს, თუმცა თვითონ უკვე დავიწყებული ექნება ცხელ გულზე ნანატრი. მაგრამ როდესაც მან იცის თავისი უნარების შესახებ, მაშინ უფრო ადვილია მისი გაკონტროლება. ასე არავის მიაყენებს ზიანს.
ადამიანის სილუეტი - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2020
ადამიანის ბიოველზე ძალადობა: გათვალვა, ჯადო, წყევლა – გავლენის ძალა, თავდაცვის ხერხები
მორიელი
მთელი მისი ცხოვრება შემთხვევითობების მონაცვლეობაა. აღმოჩნდა საჭირო ადგილზე, საჭირო დროს. შეხვდა საჭირო ადამიანს. მიდიოდა და თავისი ოცნების მამაკაცი დაინახა. ასეთ მომენტებს, პრაქტიკულად, ნებისმიერი მორიელი გაიხსენებს.
ასეთი უცნაური თანხვედრები სხვა არაფერია, თუ არა ბედისწერის მინიშნებები. სამყარო მორიელს გზას უჩვენებს და გზიდან გადახვევის საშუალებას არ აძლევს.
ზოდიქოს ეს ნიშნანი ყველაზე მისტიკურ ნიშნად მიიჩნევა. მას თვითონ ბედი იცავს, აძლევს ენერგიას და ამოუცნობის შეცნობაში ეხმარება.
მორიელები ხანდახან გრძნობენ თავიანთ განსაკუთრებულ უნარებს, მაგრამ ამას კარგად ვერ ხსნიან. მხოლოდ გრძნობენ, რომ სხვებისგან განსხვავდებიან. მათ ადამიანები ენდობიან, ჰყავთ თაყვანისმცემლები, ისინი იკავებენ ხელმძღვანელ თანამდებობებს.
მორიელი – ტემპერამენტიანი, ქარიზმატული, ვნებიანი, ეჭვიანი – ზოგადი დახასიათება>>
მორიელს დაბადებიდან აქვს ჭარბი ენერგეტიკული პოტენციალი და ის უხილავად მოქმედებს ცხოვრების ყველა ასპექტზე. მთავარია, მან იგრძნოს თავისი ენერგია, ისწავლოს მისი მართვა და მაშინ მწვერვალების დაპყრობაც არ გაუჭირდება.
მერწყული
ასტროლოგები ვარაუდობენ, რომ მერწყული ყველაზე ძლიერი ჯადოქარია ზოდიაქოს ნიშნებს შორის, თუმცა ამ ნიშნის წარმომადგენლებმა შეიძლება ვერც გაიგონ, რომ ასეთი მაგიური უნარები აქვთ.
მერწყულმა ქვეცნობიერის დონეზე შეიძლება მომავალი დაინახოს და მოვლენები წინასწარ განჭვრიტოს. აუცილებლად მოუსმინეთ მას, როცა იტყვის „გული რაღაცას მიგრძნობს".
მათი სიტყვები ძალიან ხშირად არის წინასწარმეტყველური. მათ შინაგან ხმას არ სძინავს და მთავარია, ამ ხმას მოუსმინონ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2018
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აქვთ ძლიერი ენერგეტიკა
თუ მერწყულს რამე ძალიან უნდა, მისი სურვილი, დიდი ალბათობით, ახდება. გარკვეული პრაქტიკის გამოყენებით მას თავისი მომავლის მოდელირება შეუძლია. უცოდინრობის შემთხვევაში ისინი უსარგებლო რაღაცებზე ხარჯავენ თავიანთ ნიჭს და ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან მომენტებს ხელიდან უშვებენ.
ყველა ახალი ამბავი
0