https://sputnik-georgia.com/20241025/saqartvelos-moqalaqeebis-deportacia-evrokavshiris-qveynebidan-290526067.html
საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ევროკავშირის ქვეყნებიდან - ბოლო მონაცემები
საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ევროკავშირის ქვეყნებიდან - ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თავად კონკრეტულ პირს ეკისრება. 25.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-25T10:38+0400
2024-10-25T10:38+0400
2024-10-25T10:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
საზოგადოება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23716/46/237164683_0:94:2000:1219_1920x0_80_0_0_09eb672642b951a290968a13e88066a3.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. 2024 წლის წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 3.274 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა, აქედან 13 პირის მიღებაზე საქართველომ რეადმისიის შესახებ შეთანხმების ფარგლებში უარი განაცხადა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.დეპორტირებულთაგან 1.942 მამაკაცია და 536 ქალი. ყველაზე მეტი მოქალაქის დეპორტაცია (2.064 ადამიანი) განხორციელდა გერმანიიდან. შემდეგ მოდის საფრანგეთი (472), საბერძნეთი (159), შვეიცარია (110), პოლონეთი (73), იტალია (72) და ესპანეთი (47).შსს-ს ცნობით, იმ 13 პირის დეპორტაცია, რომელთა მიღებაზე საქართველოს ხელისუფლებამ რეადმისიის შეთანხმების ფარგლებში უარი თქვა, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, უნგრეთიდან, რუმინეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან და საბერძნეთიდან იგეგმებოდა.ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ქვეყნის მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში ხორციელდება.საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, დაიცვან ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის წესები, რადგან მათი დარღვევა უვიზო რეჟიმს საფრთხეს უქმნის.ქვეყანამ გაატარა რიგი ზომები იმისთვის, რათა არ დაუშვას სხვა ქვეყნებში არალეგალური მიგრაცია. კერძოდ, გაამკაცრა კანონმდებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დამრღვევთა წინააღმდეგ, მაგალითად, რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თავად კონკრეტულ პირს ეკისრება.ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლის პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23716/46/237164683_124:0:1876:1314_1920x0_80_0_0_1eb027aaf2bc78bfab31a5831e295f74.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , საზოგადოება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , საზოგადოება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ევროკავშირის ქვეყნებიდან - ბოლო მონაცემები
რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თავად კონკრეტულ პირს ეკისრება.
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. 2024 წლის წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 3.274 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა, აქედან 13 პირის მიღებაზე საქართველომ რეადმისიის შესახებ შეთანხმების ფარგლებში უარი განაცხადა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
დეპორტირებულთაგან 1.942 მამაკაცია და 536 ქალი. ყველაზე მეტი მოქალაქის დეპორტაცია (2.064 ადამიანი) განხორციელდა გერმანიიდან. შემდეგ მოდის საფრანგეთი (472), საბერძნეთი (159), შვეიცარია (110), პოლონეთი (73), იტალია (72) და ესპანეთი (47).
შსს-ს ცნობით, იმ 13 პირის დეპორტაცია, რომელთა მიღებაზე საქართველოს ხელისუფლებამ რეადმისიის შეთანხმების ფარგლებში უარი თქვა, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, უნგრეთიდან, რუმინეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან და საბერძნეთიდან იგეგმებოდა.
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.
საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ქვეყნის მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში ხორციელდება.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, დაიცვან ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის წესები, რადგან მათი დარღვევა უვიზო რეჟიმს საფრთხეს უქმნის.
ქვეყანამ გაატარა რიგი ზომები იმისთვის, რათა არ დაუშვას სხვა ქვეყნებში არალეგალური მიგრაცია. კერძოდ, გაამკაცრა კანონმდებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დამრღვევთა წინააღმდეგ, მაგალითად, რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თავად კონკრეტულ პირს ეკისრება.
ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლის პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.