https://sputnik-georgia.com/20241024/ra-siaxleebs-danergavs-mtavroba-jandacvis-sistemasi-detalebi-290525754.html
რა სიახლეების დანერგვას გეგმავს საქართველოს მთავრობა ჯანდაცვის სისტემაში - დეტალები
რა სიახლეების დანერგვას გეგმავს საქართველოს მთავრობა ჯანდაცვის სისტემაში - დეტალები
Sputnik საქართველო
ახალი სისტემა მედპერსონალის შრომის და კლინიკების ანაზღაურების უფრო სამართლიან პირობებს ქმნის, განაცხადა პრემიერმა 24.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-24T22:11+0400
2024-10-24T22:11+0400
2024-10-24T22:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262037748_0:0:3241:1824_1920x0_80_0_0_801864c4b2be04d2b73196d2bc452d8b.jpg
თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს მთავრობა აპირებს გააუმჯობესოს პაციენტების წვდომა სამედიცინო სერვისებთან - DRG სისტემაში (Diagnostic Related Group) დაინერგება თანაგადახდის სისტემა, რომლის საშუალებით პაციენტი ისარგებლებს VIP-მომსახურებით კლინიკებში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გაუსვლელად, განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 2022 წლის 1 ნოემბრიდან შემოიღო კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც იანგარიშება მკურნალობის საბაზისო ტარიფები. საუბარია საერთაშორისო სისტემაზე DRG (Diagnostic Related Group).პრემიერის თქმით, პაციენტი სრული ოდენობის ფარგლებში მიიღებს პროგრამულ დაფინანსებას, ხოლო დამატებით ის საკუთარი არჩევანით იკისრებს მხოლოდ ე.წ. VIP მომსახურების საფასურის გადახდას, რაც შეიძლება გულისხმობდეს აყვანილ ექიმს, ექთანს, არჩეულ პალატას, სახარჯ მასალას და ა. შ.პრემიერის თქმით, ეს მიდგომა ერთის მხრივ, დადებით გავლენას იქონიებს პაციენტის ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგან ათასობით მოქალაქეს აღარ მოუწევს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლა მხოლოდ იმის გამო, რომ სურვილი აქვს, განსხვავებული სამედიცინო მომსახურება მიიღოს.მეორე მხრივ, ეს უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ წვდომას საჭირო სამედიცინო მანიპულაციების საკუთარი სურვილის შესაბამისად შერჩეული ექიმის, ექთნის მონაწილეობით, ან სასურველი სახარჯი მასალის გამოყენებით განხორციელებაზე.როგორც კობახიძემ აღნიშნა, ასეთი სისტემა მედპერსონალის შრომის და კლინიკების ანაზღაურების უფრო სამართლიან პირობებს ქმნის.მთავრობის მეთაურის თქმით, თანაგადახდის პირობებო, მათ შორის თითოეულ მომსახურებაზე შეთავაზების ლიმიტი, მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება.მთავრობის მეთაურის განმარტებით, სხვადასხვა მიმართულებით თანაგადახდის საშუალება წლის ბოლოდან იქნება შესაძლებელი.როგორც შემდგომში ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, პაციენტები თანაგადახდის სისტემით სარგებლობას სამშობიაროებშიც შეძლებენ.რა არის DRG?DRG–სისტემა (Diagnostic Related Group) ინგლისურიდან ითარგმნება როგორც „დიაგნოსტიკურად დაკავშირებული ჯგუფები". ესაა სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ფასწარმოქმნის სისტემა, რომელიც მკურნალობის ცალკეული შემთხვევისთვის გარკვეულ, ფიქსირებულ თანხაში გამოიხატება.თუ აქამდე საქართველოში არსებული კლინიკები, ვთქვათ, აპენდიციტის ოპერაციისთვის სხვადასხვა ფასს სთავაზობდნენ პაციენტებს, ახალი სისტემის დანერგვის შემდეგ აღნიშნული ოპერაციის საფასური ყველა საავადმყოფოში ერთნაირი ხდება. ჯანდაცვის სამინისტრო ახალი სისტემის დანერგვას მკაცრად გააკონტროლებს და კლინიკებს არ ექნებათ პაციენტებისთვის დამატებითი თანხების მოთხოვნის მოტივაცია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262037748_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_ae21384c51f0726cc80bb5cc2f69bd7b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს მთავრობა
რა სიახლეების დანერგვას გეგმავს საქართველოს მთავრობა ჯანდაცვის სისტემაში - დეტალები
ახალი სისტემა მედპერსონალის შრომის და კლინიკების ანაზღაურების უფრო სამართლიან პირობებს ქმნის, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს მთავრობა აპირებს გააუმჯობესოს პაციენტების წვდომა სამედიცინო სერვისებთან - DRG სისტემაში (Diagnostic Related Group) დაინერგება თანაგადახდის სისტემა, რომლის საშუალებით პაციენტი ისარგებლებს VIP-მომსახურებით კლინიკებში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გაუსვლელად, განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 2022 წლის 1 ნოემბრიდან შემოიღო კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც იანგარიშება მკურნალობის საბაზისო ტარიფები. საუბარია საერთაშორისო სისტემაზე DRG (Diagnostic Related Group).
„პაციენტს ექნება არჩევანის შესაძლებლობა, განაგრძოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული, სტანდარტულად მაღალი ხარისხის მომსახურებით სარგებლობა ან ისარგებლოს ე.წ. თანაგადახდის ახალი მექანიზმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის გარეშე“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, პაციენტი სრული ოდენობის ფარგლებში მიიღებს პროგრამულ დაფინანსებას, ხოლო დამატებით ის საკუთარი არჩევანით იკისრებს მხოლოდ ე.წ. VIP მომსახურების საფასურის გადახდას, რაც შეიძლება გულისხმობდეს აყვანილ ექიმს, ექთანს, არჩეულ პალატას, სახარჯ მასალას და ა. შ.
პრემიერის თქმით, ეს მიდგომა ერთის მხრივ, დადებით გავლენას იქონიებს პაციენტის ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგან ათასობით მოქალაქეს აღარ მოუწევს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლა მხოლოდ იმის გამო, რომ სურვილი აქვს, განსხვავებული სამედიცინო მომსახურება მიიღოს.
მეორე მხრივ, ეს უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ წვდომას საჭირო სამედიცინო მანიპულაციების საკუთარი სურვილის შესაბამისად შერჩეული ექიმის, ექთნის მონაწილეობით, ან სასურველი სახარჯი მასალის გამოყენებით განხორციელებაზე.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ასეთი სისტემა მედპერსონალის შრომის და კლინიკების ანაზღაურების უფრო სამართლიან პირობებს ქმნის.
მთავრობის მეთაურის თქმით, თანაგადახდის პირობებო, მათ შორის თითოეულ მომსახურებაზე შეთავაზების ლიმიტი, მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება.
„დადგენილების მიხედვით, მინისტრის ბრძანებით დადგინდება მომსახურებაზე თანაგადახდის პირობები, მათ შორის, თითოეული სახის მომსახურებაზე შეთავაზების ლიმიტები“, - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, სხვადასხვა მიმართულებით თანაგადახდის საშუალება წლის ბოლოდან იქნება შესაძლებელი.
როგორც შემდგომში ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, პაციენტები თანაგადახდის სისტემით სარგებლობას სამშობიაროებშიც შეძლებენ.
DRG–სისტემა (Diagnostic Related Group) ინგლისურიდან ითარგმნება როგორც „დიაგნოსტიკურად დაკავშირებული ჯგუფები". ესაა სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ფასწარმოქმნის სისტემა, რომელიც მკურნალობის ცალკეული შემთხვევისთვის გარკვეულ, ფიქსირებულ თანხაში გამოიხატება.
თუ აქამდე საქართველოში არსებული კლინიკები, ვთქვათ, აპენდიციტის ოპერაციისთვის სხვადასხვა ფასს სთავაზობდნენ პაციენტებს, ახალი სისტემის დანერგვის შემდეგ აღნიშნული ოპერაციის საფასური ყველა საავადმყოფოში ერთნაირი ხდება. ჯანდაცვის სამინისტრო ახალი სისტემის დანერგვას მკაცრად გააკონტროლებს და კლინიკებს არ ექნებათ პაციენტებისთვის დამატებითი თანხების მოთხოვნის მოტივაცია.