https://sputnik-georgia.com/20241023/yulevshi-navtobgadamamushavebeli-qarxana-ashendeba-290491678.html
ყველაზე დიდი კერძო ინვესტიცია: საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აშენდება
ყველაზე დიდი კერძო ინვესტიცია: საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აშენდება
Sputnik საქართველო
ქარხანა მუშაობას მომავალი წლის პირველი კვარტლის ბოლოს, მარტში დაიწყებს 23.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-23T11:00+0400
2024-10-23T11:00+0400
2024-10-23T11:00+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/16/290486377_0:136:2049:1288_1920x0_80_0_0_cc58809881ebf01abfda10d901719949.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა გახდა ყველაზე მსხვილი კერძო საინვესტიციო პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.ქარხნის მშენებლობა კომპანიის საკუთრებაში არსებული 600 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთზე ექვს ეტაპად განხორციელდება. პირველი ფაზის ფარგლებში აშენდება ქარხნის ძირითადი ინფრასტრუქტურა და იგი ამუშავდება. დარჩენილი ეტაპების ფარგლებში აშენდება დამხმარე ნაგებობები, რეზერვუარები, გაიხსნება მეორე სარკინიგზო ხაზი.ქარხანას კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი“ აშენებს.საწარმო ფუნქციონირებას მომავალი წლის მარტში დაიწყებს და პირველ ეტაპზე წლიურად 1,2 მილიონი ტონა ნედლ ნავთობს გადაამუშავებს.2026 წლის ბოლოსთვის საწარმოს სიმძლავრე კიდევ 2,8 მლნ ტონით გაიზრდება 4 მილიონ ტონას მიაღწევს.2028 წლის ბოლოსთვის საწარმოში სრულად იქნება დანერგილი ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტების მაღალტექნოლოგიური გადამუშავება.პირველ ეტაპზე ქარხანა აწარმოებს ლიგროინს, დიზელს და მაზუთს, მეორე ეტაპზე წარმოების მოცულობა 3 მილიონ ტონამდე გაიზრდება.შემდეგ ეტაპებზე ქარხნის პროდუქციას დაემატება გაზის ზეთი და ბიტუმი. მომავალში კი ქარხანაში ასევე იწარმოება ბენზინი, საავიაციო და დიზელის საწვავი.ქარხნის განვითარების ბოლო ეტაპზე „ბლექ სი პეტროლიუმი“ შეძლებს არა მხოლოდ მთლიანად ჩაანაცვლოს იმპორტი და დაფაროს საქართველოს ბაზრის საჭიროებები ევრო-5 -ის სტანდარტის ბენზინზე, არამედ დიზელზე, საავიაციო საწვავზე, ბიტუმზე, თხევად გაზზე და გოგირდის მჟავაზე. კომპანია გეგმავს პროდუქციის ექსპორტს ევროპულ და მსოფლიო ბაზრებზე.პირველ ეტაპზე ქარხანაში დასაქმებულთა რაოდენობა 443 იქნება, ხოლო დასკვნით ეტაპზე - 717.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/16/290486377_81:0:1890:1357_1920x0_80_0_0_2afb942601657fff80cb6244bede3eab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ყველაზე დიდი კერძო ინვესტიცია: საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აშენდება
ქარხანა მუშაობას მომავალი წლის პირველი კვარტლის ბოლოს, მარტში დაიწყებს
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა გახდა ყველაზე მსხვილი კერძო საინვესტიციო პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ქარხნის მშენებლობა კომპანიის საკუთრებაში არსებული 600 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთზე ექვს ეტაპად განხორციელდება. პირველი ფაზის ფარგლებში აშენდება ქარხნის ძირითადი ინფრასტრუქტურა და იგი ამუშავდება. დარჩენილი ეტაპების ფარგლებში აშენდება დამხმარე ნაგებობები, რეზერვუარები, გაიხსნება მეორე სარკინიგზო ხაზი.
„ეს არის ყველაზე მსხვილი კერძო საინვესტიციო პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და ის უმნიშვნელოვანესი შენაძენი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, მშენებლობის პირველი ეტაპის ბიუჯეტი 110 მილიონ დოლარს, მთლიანი პროექტის საინვესტიციო მოცულობა კი 700 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს”, -განაცხადა კობახიძემ.
ქარხანას კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი“ აშენებს.
საწარმო ფუნქციონირებას მომავალი წლის მარტში დაიწყებს და პირველ ეტაპზე წლიურად 1,2 მილიონი ტონა ნედლ ნავთობს გადაამუშავებს.
2026 წლის ბოლოსთვის საწარმოს სიმძლავრე კიდევ 2,8 მლნ ტონით გაიზრდება 4 მილიონ ტონას მიაღწევს.
2028 წლის ბოლოსთვის საწარმოში სრულად იქნება დანერგილი ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტების მაღალტექნოლოგიური გადამუშავება.
პირველ ეტაპზე ქარხანა აწარმოებს ლიგროინს, დიზელს და მაზუთს, მეორე ეტაპზე წარმოების მოცულობა 3 მილიონ ტონამდე გაიზრდება.
შემდეგ ეტაპებზე ქარხნის პროდუქციას დაემატება გაზის ზეთი და ბიტუმი. მომავალში კი ქარხანაში ასევე იწარმოება ბენზინი, საავიაციო და დიზელის საწვავი.
ქარხნის განვითარების ბოლო ეტაპზე „ბლექ სი პეტროლიუმი“ შეძლებს არა მხოლოდ მთლიანად ჩაანაცვლოს იმპორტი და დაფაროს საქართველოს ბაზრის საჭიროებები ევრო-5 -ის სტანდარტის ბენზინზე, არამედ დიზელზე, საავიაციო საწვავზე, ბიტუმზე, თხევად გაზზე და გოგირდის მჟავაზე. კომპანია გეგმავს პროდუქციის ექსპორტს ევროპულ და მსოფლიო ბაზრებზე.
პირველ ეტაპზე ქარხანაში დასაქმებულთა რაოდენობა 443 იქნება, ხოლო დასკვნით ეტაპზე - 717.