https://sputnik-georgia.com/20241023/rikotis-ugeltexilze-kidev-erti-monakveti-gaixsna-290498857.html
დარჩენილია მხოლოდ 4 კმ - საქართველოს მთავარი გზის კიდევ ერთი მონაკვეთი გაიხსნა
დარჩენილია მხოლოდ 4 კმ - საქართველოს მთავარი გზის კიდევ ერთი მონაკვეთი გაიხსნა
Sputnik საქართველო
რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობის სირთულის გათვალისწინებით, ამ პროექტს თამამად შეიძლება ეწოდოს საუკუნის პროექტი, განაცხადა პრემიერმა. 23.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-23T14:13+0400
2024-10-23T14:13+0400
2024-10-23T14:13+0400
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/17/290492422_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_28f70f55fedc2f90578038747c155e1f.jpg
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. რიკოთის ავტომაგისტრალის მორიგი, 12 კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს ერთმანეთთან აკავშირებს , გახსნილია, დარჩენილია მხოლოდ 4 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.რიკოთის უღელტეხილზე გამავალი გზა აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ-დასავლეთის საგზაო დერეფნის ნაწილია. ახალი 51,6 კილომეტრის სიგრძის ოთხზოლიანი გზა 97 ხიდს და 51 გვირაბს მოიცავს, რაც მგზავრობის დროის მნიშვნელოვნად შემცირების შესაძლებლობას იძლევა.რიკოთას უღელტეხილზე მიმდინარე მშენებლობა ოთხ მონაკვეთად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევი - 11,6 კმ, ხევი-უბისა - 12,2 კმ, უბისა-შორაპანი - 13 კმ და შორაპანი-არგვეთა - 14,7 კმ.ამ დროისთვის საქართველოს მოსახლეობა და სტუმრები უკვე სარგებლობენ 49 გვირაბით და 88 ხიდით. კობახიძის თქმით, ეს მონაცემებიც მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში.„ტრანსპორტი უკვე ცალმხრივად ისარგებლებს რიკოთის ისტორიული, რეაბილიტირებული გვირაბით და მის პარალელურად აშენებული ახალი გვირაბით, რომელთა სიგრძე 2 კილომეტრამდეა და რიკოთის მონაკვეთზე ყველაზე გრძელ გვირაბებს წარმოადგენს”, -განაცხადა მან.როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბოლო 12 წლის განმავლობაში რამდენჯერმე არის გაზრდილი გზების მშენებლობის ტემპი, თუ მანამდე მთელ ქვეყანაში 68 კმ ავტომაგისტრალი იყო აშენებული, ახლა უკვე ამას დაემატა დაახლოებით 300 კმ ავტომაგისტრალი.პრემიერმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ რიკოთი ევროპული სტრატეგიული საგზაო მარშრუტის - აღმოსავლეთ-დასავლეთის საგზაო დერეფნის ნაწილია, რომლის ყოველ მონაკვეთზე მოძრაობის გახსნა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გადაადგილებას, ამცირებს დროს და მანძილს.„რიკოთის რთული რელიეფისთვის თვისობრივად ახალი გზა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია, უკვე 8 კმ-ით ამცირებს გადაადგილების მანძილს და ანახევრებს მგზავრობის დროს, ზრდის გამტარობას და სატრანზიტო ტვირთბრუნვას”, -თქვა კობახიძემ.პრემიერმა ისაუბრა სამშენებლო და საინჟინრო სამუშაოების სირთულეზეც.მისი თქმით, ახალი გზა საქართველოზე გამავალი სტრატეგიული, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის და ქვეყნის ეკონომიკას კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს.რიკოთის მშენებლობარიკოთის უღელტეხილის მონაკვეთის მშენებლობა საუკუნის პროექტია, რომელიც რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე ურთულესი საინჟინრო ნაგებობებით ხორციელდება.რიკოთის მონაკვეთი გარდამტეხი პროექტი გახდება ჩქაროსნული გზის მშენებლობაში, რადგან მისი განხორციელების შედეგად აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ჩქაროსნული გზის უკვე აშენებული მონაკვეთები ერთმანეთს შეუერთდება.რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობის სიჩქარე, რომელიც ამჟამად 60 კმ/სთ-ია, ზოგიერთ მონაკვეთზე თითქმის გაორმაგდება. ახალი გზა კი საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს დააკმაყოფილებს.რიკოტას უღელტეხილზე მონაკვეთების მშენებლობა 2,6 მილიარდ ლარამდე ჯდება. რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 93% უკვე გადაადგილდება ტრანსპორტი.აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო გზის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ წითელი ხიდიდან (აზერბაიჯანის საზღვარი) სარფამდე (თურქეთის საზღვარი) ჩასვლა რვის ნაცვლად 4-4,5 საათში იქნება შესაძლებელი.აღმოსავლეთ-დასავლეთის საფზაო დერეფანი ან ევროპის სატრანზიტო გზა E-60, არის სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანი, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).საქართველოში E-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვარზე და მთავრდება შავი ზღვის სანაპიროზე. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კმ-ია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/17/290492422_256:0:1792:1152_1920x0_80_0_0_3f04a70e1b4d33a2faa75028bd052321.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
დარჩენილია მხოლოდ 4 კმ - საქართველოს მთავარი გზის კიდევ ერთი მონაკვეთი გაიხსნა
რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობის სირთულის გათვალისწინებით, ამ პროექტს თამამად შეიძლება ეწოდოს საუკუნის პროექტი, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. რიკოთის ავტომაგისტრალის მორიგი, 12 კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს ერთმანეთთან აკავშირებს , გახსნილია, დარჩენილია მხოლოდ 4 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
რიკოთის უღელტეხილზე გამავალი გზა აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ-დასავლეთის საგზაო დერეფნის ნაწილია. ახალი 51,6 კილომეტრის სიგრძის ოთხზოლიანი გზა 97 ხიდს და 51 გვირაბს მოიცავს, რაც მგზავრობის დროის მნიშვნელოვნად შემცირების შესაძლებლობას იძლევა.
„გილოცავთ რიკოთის ავტომაგისტრალის მორიგი, 12 კმ-იანი მონაკვეთის გახსნას და ამით ჯამში, გახსნილი იქნება 4-ზოლიანი 48 კმ-იანი მონაკვეთი, დარჩენილია რიკოთის ისტორიული პროექტის მხოლოდ 4 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა”, - განაცხადა კობახიძემ.
რიკოთას უღელტეხილზე მიმდინარე მშენებლობა ოთხ მონაკვეთად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევი - 11,6 კმ, ხევი-უბისა - 12,2 კმ, უბისა-შორაპანი - 13 კმ და შორაპანი-არგვეთა - 14,7 კმ.
ამ დროისთვის საქართველოს მოსახლეობა და სტუმრები უკვე სარგებლობენ 49 გვირაბით და 88 ხიდით. კობახიძის თქმით, ეს მონაცემებიც მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში.
„ტრანსპორტი უკვე ცალმხრივად ისარგებლებს რიკოთის ისტორიული, რეაბილიტირებული გვირაბით და მის პარალელურად აშენებული ახალი გვირაბით, რომელთა სიგრძე 2 კილომეტრამდეა და რიკოთის მონაკვეთზე ყველაზე გრძელ გვირაბებს წარმოადგენს”, -განაცხადა მან.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბოლო 12 წლის განმავლობაში რამდენჯერმე არის გაზრდილი გზების მშენებლობის ტემპი, თუ მანამდე მთელ ქვეყანაში 68 კმ ავტომაგისტრალი იყო აშენებული, ახლა უკვე ამას დაემატა დაახლოებით 300 კმ ავტომაგისტრალი.
პრემიერმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ რიკოთი ევროპული სტრატეგიული საგზაო მარშრუტის - აღმოსავლეთ-დასავლეთის საგზაო დერეფნის ნაწილია, რომლის ყოველ მონაკვეთზე მოძრაობის გახსნა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გადაადგილებას, ამცირებს დროს და მანძილს.
„რიკოთის რთული რელიეფისთვის თვისობრივად ახალი გზა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია, უკვე 8 კმ-ით ამცირებს გადაადგილების მანძილს და ანახევრებს მგზავრობის დროს, ზრდის გამტარობას და სატრანზიტო ტვირთბრუნვას”, -თქვა კობახიძემ.
პრემიერმა ისაუბრა სამშენებლო და საინჟინრო სამუშაოების სირთულეზეც.
„ლიხის ქედის რთულ, მთიან რელიეფზე 4-ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც მასშტაბურ საინჟინრო გამოწვევებთან იყო დაკავშირებული, ყოველთვის კრიტიკულ და რთულ პროექტად იყო აღიარებული. ამიტომ, მას თამამად მოვიხსენიებთ, როგორც საუკუნის პროექტს, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს”, -განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ახალი გზა საქართველოზე გამავალი სტრატეგიული, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის და ქვეყნის ეკონომიკას კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს.
რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთის მშენებლობა საუკუნის პროექტია, რომელიც რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე ურთულესი საინჟინრო ნაგებობებით ხორციელდება.
რიკოთის მონაკვეთი გარდამტეხი პროექტი გახდება ჩქაროსნული გზის მშენებლობაში, რადგან მისი განხორციელების შედეგად აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ჩქაროსნული გზის უკვე აშენებული მონაკვეთები ერთმანეთს შეუერთდება.
რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობის სიჩქარე, რომელიც ამჟამად 60 კმ/სთ-ია, ზოგიერთ მონაკვეთზე თითქმის გაორმაგდება. ახალი გზა კი საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს დააკმაყოფილებს.
რიკოტას უღელტეხილზე მონაკვეთების მშენებლობა 2,6 მილიარდ ლარამდე ჯდება. რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 93% უკვე გადაადგილდება ტრანსპორტი.
აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო გზის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ წითელი ხიდიდან (აზერბაიჯანის საზღვარი) სარფამდე (თურქეთის საზღვარი) ჩასვლა რვის ნაცვლად 4-4,5 საათში იქნება შესაძლებელი.
აღმოსავლეთ-დასავლეთის საფზაო დერეფანი ან ევროპის სატრანზიტო გზა E-60, არის სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანი, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).
საქართველოში E-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვარზე და მთავრდება შავი ზღვის სანაპიროზე. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კმ-ია.