https://sputnik-georgia.com/20241023/65-devnil-ojaxs-tbilisshi-bina-gadaeca-290492606.html
65 დევნილმა ოჯახმა თბილისში ბინები მიიღო
65 დევნილმა ოჯახმა თბილისში ბინები მიიღო
Sputnik საქართველო
დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა ქვეყნის ხუთ ქალაქში მიმდინარეობს. 23.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-23T18:13+0400
2024-10-23T18:13+0400
2024-10-23T18:25+0400
საქართველო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24847/48/248474803_0:295:3000:1983_1920x0_80_0_0_059867aeeca647d439de64a7361becae.jpg
თბილისი, 23 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში 65 დევნილმა ოჯახმა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები მიიღო, იუწყება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.თბილისში, ვიქტორ კუპრაძის ქუჩაზე მდებარე კორპუსში ბინები დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით კერძო სამშენებლო კომპანიისგან შეისყიდა.აღნიშნულ ოჯახებს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები და ბინის გასაღები ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გადასცა და მათ ახალმოსახლეობა მიულოცა.დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს ხუთ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში, სადაც დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები შენდება. ამ ეტაპზე თბილისში 11 კორპუსი შენდება, სადაც ბინა 2.400 ოჯახს გადაეცემა.პროექტის ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საცხოვრებელ ფართს ჯამში, 13 ათას დევნილ ოჯახს გადასცემს. აქედან 7 ათასზე მეტ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში, გარემონტებული ბინები გადაეცემა, ხოლო 6 ათასამდე ოჯახი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლება. ორივე პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით 900 მლნ ლარს შეადგენს.იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას. ქვეყანაში დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24847/48/248474803_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_6b1e331f84c33538062c13b4375304d2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
65 დევნილმა ოჯახმა თბილისში ბინები მიიღო
18:13 23.10.2024 (განახლებულია: 18:25 23.10.2024) დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა ქვეყნის ხუთ ქალაქში მიმდინარეობს.
თბილისი, 23 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში 65 დევნილმა ოჯახმა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები მიიღო, იუწყება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
თბილისში, ვიქტორ კუპრაძის ქუჩაზე მდებარე კორპუსში ბინები დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით კერძო სამშენებლო კომპანიისგან შეისყიდა.
აღნიშნულ ოჯახებს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები და ბინის გასაღები ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გადასცა და მათ ახალმოსახლეობა მიულოცა.
დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს ხუთ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში, სადაც დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები შენდება. ამ ეტაპზე თბილისში 11 კორპუსი შენდება, სადაც ბინა 2.400 ოჯახს გადაეცემა.
პროექტის ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საცხოვრებელ ფართს ჯამში, 13 ათას დევნილ ოჯახს გადასცემს. აქედან 7 ათასზე მეტ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში, გარემონტებული ბინები გადაეცემა, ხოლო 6 ათასამდე ოჯახი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლება. ორივე პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით 900 მლნ ლარს შეადგენს.
იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას. ქვეყანაში დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.