https://sputnik-georgia.com/20241017/ucxour-agentta-reestrsi-registrirebulta-ricxvi-mosarceleta-raodenobas-awarbebs-spikeri-290409110.html
„უცხოურ აგენტთა“ რეესტრში რეგისტრირებულთა რიცხვი მოსარჩელეთა რაოდენობას აჭარბებს - სპიკერი
„უცხოურ აგენტთა“ რეესტრში რეგისტრირებულთა რიცხვი მოსარჩელეთა რაოდენობას აჭარბებს - სპიკერი
Sputnik საქართველო
130-ზე მეტმა ორგანიზაციამ „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანა გადაწყვიტა 17.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-17T20:19+0400
2024-10-17T20:19+0400
2024-10-17T20:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ადამიანის უფლებები საქართველოში
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286043496_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_19ba68af54c96f93ed2f4605d1708315.jpg
თბილისი, 17 ოქტომბერი - Sputnik. უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაციების რეესტრში რეგისტრირებულ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების რიცხვმა გადააჭარბა მოსარჩელეთა რაოდენობას, რომლებსაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ სარჩელი შეაქვთ, დაწერა სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ 16 მედია ორგანიზაციის, სამოქალაქო საზოგადოების 120 ორგანიზაციის და ოთხი ფიზიკური პირის სახელით.მისი თქმით, დამატებით 300-ზე მეტი ორგანიზაციის სარეგისტრაციო განაცხადი ჯერ ისევ დამუშავების პროცესშია.თავისი კომენტარი სარჩელთან დაკავშირებით მან დაასრულა სიტყვებით: „და, თქვენ წარმოიდგინეთ, ყოველ დილით ისევ საქართველოს ლამაზ ქალაქებსა და სოფლებში ვიღვიძებთ“.როგორც საია-ში აღნიშნეს, აღნიშნული კანონი არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შეზღუდვას ისახავს მიზნად, არამედ ყველა მოქალაქის ერთმანეთისგან გათიშვასა და კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება.მოსარჩელეების თქმით, რეზონანსული კანონი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვს მუხლს არღვევს.„ენჯეოებს“ „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეაქვთ>>ეს მუხლებია: შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლება (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი), დისკრიმინაცია (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლებები (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (მე-18 მუხლის).კანონის მოწინააღმდეგეები კანონს რუსულს უწოდებენ, ხოლო ამ კანონის მოთხოვნებს - ადამიანის უფლებების წინააღმდეგ ბრძოლის „რუსულ მეთოდებს“. ხელისუფლება ამბობს, რომ კანონის საწინააღმდეგო მთელი კომპანია - ეს არის ერთი დიდი ტყუილი, რომელიც ამ ორგანიზაციების საზღვარგარეთიდან დაფინანსების რეალური მიზნების დამალვას ემსახურება.კანონით დადგენილ ვადებში რეგისტრაციაზე განაცხადი შეტანილი აქვს 476 არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიას, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან.ივნისში ძალაში შესული კანონის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალააა“, უნდა დარეგისტრირდნენ უცხოური ძალების ინტერესების შელშემწყობი ორგანიზაციების რეესტრში და შეავსონ ყოველწლიური ფინანსური დეკლარაცია.რეზონანსული კანონისაქართველოს ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის სურვილით გაამართლა. კანონის მოწინააღმდეგეთა მტკიცებით, იგი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და არის დაბრკოლება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე.როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი. უფრო მეტიც, იგივე კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელს, საფრანგეთს ავსტრალიას, ევროკავშირში კი იგი განხილვის სტადიაშია.მმართველ პარტიაში დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) და „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ მიერ გამოყოფილი ფინანსები ხვდებიან ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე საქართველოში, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები მართავენ.რეზონანსული კანონი, მიუხედავად მასობრივი საპროტესტო აქციებისა და დასავლეთის კრიტიკისა, ძალაში 3 ივნისს შევიდა. ის უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286043496_35:0:1174:854_1920x0_80_0_0_c801bd6573fc87dd07b721fe752af033.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ადამიანის უფლებები საქართველოში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ადამიანის უფლებები საქართველოში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
„უცხოურ აგენტთა“ რეესტრში რეგისტრირებულთა რიცხვი მოსარჩელეთა რაოდენობას აჭარბებს - სპიკერი
130-ზე მეტმა ორგანიზაციამ „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანა გადაწყვიტა
თბილისი, 17 ოქტომბერი - Sputnik. უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაციების რეესტრში რეგისტრირებულ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების რიცხვმა გადააჭარბა მოსარჩელეთა რაოდენობას, რომლებსაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ სარჩელი შეაქვთ, დაწერა სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ 16 მედია ორგანიზაციის, სამოქალაქო საზოგადოების 120 ორგანიზაციის და ოთხი ფიზიკური პირის სახელით.
„გამჭვირვალობის რეესტრში დღეისთვის რეგისტრირებულ ორგანიზაციათა რიცხვმა (144 ორგანიზაცია) უკვე გადააჭარბა იმ ორგანიზაციების რიცხვს, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს ასაჩივრებენ (136 ორგანიზაცია)“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
მისი თქმით, დამატებით 300-ზე მეტი ორგანიზაციის სარეგისტრაციო განაცხადი ჯერ ისევ დამუშავების პროცესშია.
თავისი კომენტარი სარჩელთან დაკავშირებით მან დაასრულა სიტყვებით: „და, თქვენ წარმოიდგინეთ, ყოველ დილით ისევ საქართველოს ლამაზ ქალაქებსა და სოფლებში ვიღვიძებთ“.
როგორც საია-ში აღნიშნეს, აღნიშნული კანონი არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შეზღუდვას ისახავს მიზნად, არამედ ყველა მოქალაქის ერთმანეთისგან გათიშვასა და კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება.
მოსარჩელეების თქმით, რეზონანსული კანონი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვს მუხლს არღვევს.
ეს მუხლებია: შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლება (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი), დისკრიმინაცია (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლებები (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (მე-18 მუხლის).
კანონის მოწინააღმდეგეები კანონს რუსულს უწოდებენ, ხოლო ამ კანონის მოთხოვნებს - ადამიანის უფლებების წინააღმდეგ ბრძოლის „რუსულ მეთოდებს“. ხელისუფლება ამბობს, რომ კანონის საწინააღმდეგო მთელი კომპანია - ეს არის ერთი დიდი ტყუილი, რომელიც ამ ორგანიზაციების საზღვარგარეთიდან დაფინანსების რეალური მიზნების დამალვას ემსახურება.
კანონით დადგენილ ვადებში რეგისტრაციაზე განაცხადი შეტანილი აქვს 476 არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიას, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან.
ივნისში ძალაში შესული კანონის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალააა“, უნდა დარეგისტრირდნენ უცხოური ძალების ინტერესების შელშემწყობი ორგანიზაციების რეესტრში და შეავსონ ყოველწლიური ფინანსური დეკლარაცია.
საქართველოს ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის სურვილით გაამართლა. კანონის მოწინააღმდეგეთა მტკიცებით, იგი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და არის დაბრკოლება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი. უფრო მეტიც, იგივე კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელს, საფრანგეთს ავსტრალიას, ევროკავშირში კი იგი განხილვის სტადიაშია.
მმართველ პარტიაში დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) და „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ მიერ გამოყოფილი ფინანსები ხვდებიან ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე საქართველოში, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები მართავენ.
რეზონანსული კანონი, მიუხედავად მასობრივი საპროტესტო აქციებისა და დასავლეთის კრიტიკისა, ძალაში 3 ივნისს შევიდა. ის უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.