https://sputnik-georgia.com/20241017/gamwvirvalobis-kanonis-winaarmdeg-strasburgis-sasamartlosi-sarceli-seaqvt-290407881.html
„ენჯეოებს“ „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეაქვთ
„ენჯეოებს“ „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეაქვთ
Sputnik საქართველო
ხელისუფლება ამბობს, რომ კანონის საწინააღმდეგო კომპანია არასამთავრობო ორგანიზაციების საზღვარგარეთიდან დაფინანსების რეალური მიზნების დამალვას ემსახურება. 17.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-17T19:55+0400
2024-10-17T19:55+0400
2024-10-17T19:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
ადამიანის უფლებები საქართველოში
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1c/288132158_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_73c73ba1c984d83ea21262e9d8f39640.jpg
თბილისი, 17 ოქტომბერი - Sputnik. არასამთავრო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს - ათობით არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის სახელით.ივნისში ძალაში შესული კანონის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალააა“, უნდა დარეგისტრირდნენ უცხოური ძალების ინტერესების შელშემწყობი ორგანიზაციების რეესტრში და შეავსონ ყოველწლიური ფინანსური დეკლარაცია.როგორც საია-ში აღნიშნეს, აღნიშნული კანონი არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შეზღუდვას ისახავს მიზნად, არამედ ყველა მოქალაქის ერთმანეთისგან გათიშვასა და კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება.ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი 16-მა მედია ორგანიზაციამ, სამოქალაქო საზოგადოების 120-მა ორგანიზაციამ და 4-მა ფიზიკურმა პირმა შეიტანა.მოსარჩელეების თქმით, რეზონანსული კანონი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვს მუხლს არღვევს.ეს მუხლებია: შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლება (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი), დისკრიმინაცია (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლებები (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (მე-18 მუხლის).საკონსტიტუციო სასამართლომ არ შეაჩერა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედება>>განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელში ადრე შეიტანეს სარჩელი, „საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე უარს ამბობს“.ივლისში პრეზიდენტმა და 38-მა დეპუტატმა 122-ზე მეტ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ და მედიაორგანიზაციასთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა და მოითხოვა კანონის ნორმების ამოქმედების დროებითი შეჩერება. მათი მტკიცებით, აღნიშნული კანონი საქართველოს მეგობრებსა და მტრებს ერთ მწკრივში აყენებს, აწებებს იარლიყებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.9 ოქტომბერს სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე უარი თქვა კანონის ნორმების ამოქმედების შეჩერებაზე, რადგან მოსარჩელეების შეშფოთება უსაფუძვლოდ მიიჩნია.მოსარჩელეები ამ კანონს რუსულს უწოდებენ, ხოლო ამ კანონის მოთხოვნებს - ადამიანის უფლებების წინააღმდეგ ბრძოლის „რუსულ მეთოდებს“. ხელისუფლება ამბობს, რომ კანონის საწინააღმდეგო მთელი კომპანია - ეს არის ერთი დიდი ტყუილი, რომელიც ამ ორგანიზაციების საზღვარგარეთიდან დაფინანსების რეალური მიზნების დამალვას ემსახურება.რეზონანსული კანონისაქართველოს ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის სურვილით გაამართლა. კანონის მოწინააღმდეგეთა მტკიცებით, იგი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და არის დაბრკოლება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე.როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი. უფრო მეტიც, იგივე კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელს, საფრანგეთს ავსტრალიას, ევროკავშირში კი იგი განხილვის სტადიაშია.მმართველ პარტიაში დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) და „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ მიერ გამოყოფილი ფინანსები ხვდებიან ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე საქართველოში, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები მართავენ.რეზონანსული კანონი, მიუხედავად მასობრივი საპროტესტო აქციებისა და დასავლეთის კრიტიკისა, ძალაში 3 ივნისს შევიდა. ის უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1c/288132158_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_a2104894f9240d02a88e64ab2482c04c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ადამიანის უფლებები საქართველოში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
ახალი ამბები, საქართველო, ადამიანის უფლებები საქართველოში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
„ენჯეოებს“ „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეაქვთ
ხელისუფლება ამბობს, რომ კანონის საწინააღმდეგო კომპანია არასამთავრობო ორგანიზაციების საზღვარგარეთიდან დაფინანსების რეალური მიზნების დამალვას ემსახურება.
თბილისი, 17 ოქტომბერი - Sputnik. არასამთავრო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს - ათობით არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის სახელით.
ივნისში ძალაში შესული კანონის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალააა“, უნდა დარეგისტრირდნენ უცხოური ძალების ინტერესების შელშემწყობი ორგანიზაციების რეესტრში და შეავსონ ყოველწლიური ფინანსური დეკლარაცია.
„ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ“, - ნათქვამია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
როგორც საია-ში აღნიშნეს, აღნიშნული კანონი არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შეზღუდვას ისახავს მიზნად, არამედ ყველა მოქალაქის ერთმანეთისგან გათიშვასა და კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი 16-მა მედია ორგანიზაციამ, სამოქალაქო საზოგადოების 120-მა ორგანიზაციამ და 4-მა ფიზიკურმა პირმა შეიტანა.
მოსარჩელეების თქმით, რეზონანსული კანონი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვს მუხლს არღვევს.
ეს მუხლებია: შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლება (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი), დისკრიმინაცია (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლებები (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (მე-18 მუხლის).
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელში ადრე შეიტანეს სარჩელი, „საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე უარს ამბობს“.
ივლისში პრეზიდენტმა და 38-მა დეპუტატმა 122-ზე მეტ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ და მედიაორგანიზაციასთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა და მოითხოვა კანონის ნორმების ამოქმედების დროებითი შეჩერება. მათი მტკიცებით, აღნიშნული კანონი საქართველოს მეგობრებსა და მტრებს ერთ მწკრივში აყენებს, აწებებს იარლიყებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
9 ოქტომბერს სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე უარი თქვა კანონის ნორმების ამოქმედების შეჩერებაზე, რადგან მოსარჩელეების შეშფოთება უსაფუძვლოდ მიიჩნია.
მოსარჩელეები ამ კანონს რუსულს უწოდებენ, ხოლო ამ კანონის მოთხოვნებს - ადამიანის უფლებების წინააღმდეგ ბრძოლის „რუსულ მეთოდებს“. ხელისუფლება ამბობს, რომ კანონის საწინააღმდეგო მთელი კომპანია - ეს არის ერთი დიდი ტყუილი, რომელიც ამ ორგანიზაციების საზღვარგარეთიდან დაფინანსების რეალური მიზნების დამალვას ემსახურება.
საქართველოს ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის სურვილით გაამართლა. კანონის მოწინააღმდეგეთა მტკიცებით, იგი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და არის დაბრკოლება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი. უფრო მეტიც, იგივე კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელს, საფრანგეთს ავსტრალიას, ევროკავშირში კი იგი განხილვის სტადიაშია.
მმართველ პარტიაში დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) და „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ მიერ გამოყოფილი ფინანსები ხვდებიან ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე საქართველოში, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები მართავენ.
რეზონანსული კანონი, მიუხედავად მასობრივი საპროტესტო აქციებისა და დასავლეთის კრიტიკისა, ძალაში 3 ივნისს შევიდა. ის უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.