https://sputnik-georgia.com/20240929/samashvelo-operaciebistvis-gankutvnili-samive-vertmpreni-saqartveloshia-290113460.html
სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი სამივე ვერტმფრენი საქართველოშია
სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი სამივე ვერტმფრენი საქართველოშია
Sputnik საქართველო
საქართველოში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები ასრულებენ როგორც საზღვრის დაცვის ფუნქციას, ასევე მონაწილეობენ სამაშველო ოპერაციებში. 29.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-29T16:53+0400
2024-09-29T16:53+0400
2024-09-29T16:53+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
გერმანია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/0c/286807581_0:84:1600:984_1920x0_80_0_0_be76a8f25cdf3fb3b2849f16424f63bb.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას თანამედროვე, ახალი, ევროპული ტიპის მესამე H145 ვერტმფრენი შეემატა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან ხელშეკრულება სამი H145-ის მარკის ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით 2022 წლის 19 დეკემბერს გაფორმდა. სამივე ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმებოდა.თანამედროვე ევროპული ტიპის H145 ვერტმფრენი ფრანგული კომპანია Airbus Helicopters ერთ-ერთი უახლესი მოდელია. ახალი ბორტები სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. აქვს ორი ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას.სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა და ბორტ-ტექნიკოსებმა თეორიული და პრაქტიკული მომზადება გერმანიაში, Airbus Helicopters-ის სასწავლო აკადემიაში გაიარეს. ახალი ბორტი გერმანიიდან საქართველოში სწორედ სასაზღვრო პოლიციის გადამზადებულმა მფრინავებმა ჩამოიყვანეს.შვეულმფრენების ჯამურმა ღირებულებამ 26,5 მილიონ ევრო შეადგინა.იმის შესახებ, რომ საქართველო ფრანგული კომპანია Airbus Helicopters-სგან H145-ის მარკის სამი ახალი შვეულმფრენის შეძენას აპირებს, 2022 წელს გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც 29 ივლისს გუდაურის მთებში პარაპლანისტის გადარჩენის ოპერაციის დროს შსს-ს ერთ-ერთი ვერტმფრენი ჩამოვარდა. იმ დღეს ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/0c/286807581_90:0:1511:1066_1920x0_80_0_0_f3c81427e2c6610865c7fbd5c7434d02.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , გერმანია , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , გერმანია , საზოგადოება, ახალი ამბები
სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი სამივე ვერტმფრენი საქართველოშია
საქართველოში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები ასრულებენ როგორც საზღვრის დაცვის ფუნქციას, ასევე მონაწილეობენ სამაშველო ოპერაციებში.
თბილისი, 28 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას თანამედროვე, ახალი, ევროპული ტიპის მესამე H145 ვერტმფრენი შეემატა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან ხელშეკრულება სამი H145-ის მარკის ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით 2022 წლის 19 დეკემბერს გაფორმდა. სამივე ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმებოდა.
თანამედროვე ევროპული ტიპის H145 ვერტმფრენი ფრანგული კომპანია Airbus Helicopters ერთ-ერთი უახლესი მოდელია. ახალი ბორტები სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. აქვს ორი ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას.
„H145 ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია", - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა და ბორტ-ტექნიკოსებმა თეორიული და პრაქტიკული მომზადება გერმანიაში, Airbus Helicopters-ის სასწავლო აკადემიაში გაიარეს. ახალი ბორტი გერმანიიდან საქართველოში სწორედ სასაზღვრო პოლიციის გადამზადებულმა მფრინავებმა ჩამოიყვანეს.
შვეულმფრენების ჯამურმა ღირებულებამ 26,5 მილიონ ევრო შეადგინა.
იმის შესახებ, რომ საქართველო ფრანგული კომპანია Airbus Helicopters-სგან H145-ის მარკის სამი ახალი შვეულმფრენის შეძენას აპირებს, 2022 წელს გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც 29 ივლისს გუდაურის მთებში პარაპლანისტის გადარჩენის ოპერაციის დროს შსს-ს ერთ-ერთი ვერტმფრენი ჩამოვარდა. იმ დღეს ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.