https://sputnik-georgia.com/20240925/dris-astroprognozi-zodiaqos-nisnebistvis-25-seqtemberi-290027062.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 სექტემბერი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 სექტემბერი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები. 25.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-25T00:15+0400
2024-09-25T00:15+0400
2024-09-25T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0e/289453738_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_eff2cec091e5c839b1f0513928d857d0.jpg
დღეს 2024 წლის 25 სექტემბერია, ოთხშაბათი. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.კარგი დღეა გადაუჭრელ საკითხებში სიცხადის შესატანად. თუ შეძლებთ გრძნობების გაკონტროლებას, გაქვთ შანსი, რომ ნებისმიერი პრობლემის არსს ჩაწვდეთ. თუმცა, სიფრთხილე გმართებთ, რადგან ეს დღე მგზნებარე ვნებებითაა სავსე. გამოიყენეთ ეს დრო და პოზიტიურ გრძნობებს გასაქანი მიეცით, ნეგატიური კი მაქსიმალურად გააკონტროლეთ.ვერძი: მზად ხართ, ყველას ყველაფერი პირში მიახალოთ. და სათქმელიც გაქვთ – მეტად გამძაფრებულია უნარი, რომ უმცირესი ნაკლოვანებებიც კი შენიშნოთ. პირდაპირობა, ერთი მხრივ, დაგეხმარებათ რაღაც პრობლემების გადაწყვეტაში, თუმცა, მეორე მხრივ, ამან ახალი პრობლემების პროვოცირება შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტების სახით. ეს რომ არ მოხდეს, აჯობებს, თუ ურთიერთობებს მინიმუმამდე დაიყვანთ და გადაერთვებით სხვა საქმეებზე.კურო: თქვენს ყურადღებაზე, წინდახედულობასა და უნდობლობაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. რაც არ უნდა გააკეთოთ, ისე მოეკიდეთ ამ საქმეს, თითქოს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს აწერდეთ ხელს, სადაც თითოეულ სიტყვას უნდა დააკვირდეთ. თუ ყველაფერი წესრიგშია, ძალიან კარგი. თუ ვერ შეამჩნევთ ჩასაფრებულ საფრთხეს, ძალიან ცუდი იქნება, რადგან ამას ვიღაც საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს.ტყუპი: შესაძლოა, კრიტიკის ობიექტი გახდეთ და უფრო მეტიც, თქვენი უფლებები შელახონ. არაა გამორიცხული, რომ ჩათრეული აღმოჩნდეთ სადავო საკითხებში, რაც, სავარაუდოდ, ფულთან ან ქონებასთან იქნება დაკავშირებული, თუმცა ასევე შესაძლებელია კონფლიქტები სამუშაოზე და სხვა დაპირისპირებები ირგვლივ მყოფებთან. ეცადეთ, პრობლემებს თავი აარიდოთ, გამოიჩინეთ დიპლომატიურობა და საქმის გარჩევები სხვა დროისთვის გადადოთ.კირჩხიბი: დღეს მკაცრი, მაგრამ სამართლიანი იქნებით, ყოველ შემთხვევაში, თავად ასე მოგეჩვენებათ. ენერგიულად შეუდგებით საქმიანობას და თუ სხვებში ენთუზიაზმს ვერ დაინახავთ, ამას ლამის საბოტაჟად აღიქვამთ. გარშემომყოფებს კი გაუჭირდებათ თქვენს მბრძანებლურ ტონთან შეგუება. თუ გსურთ საჭირო შედეგების მიღება, ირგვლივ მყოფებთან დამოკიდებულება უნდა შეცვალოთ. უსაყვედურეთ, მაგრამ განცალკევებით, გუნდში კი შეაქეთ.ლომი: ის დღეა, როდესაც შეგიძლიათ იგრძნოთ ჰარმონია და წონასწორობა გარშემომყოფებთან, სამყაროსთან და საკუთარ თავთან. მშვენივრად ააწყობთ კონტაქტს ირგვლივ მყოფებთან. უფრო მოსმენისთვის ხართ განწყობილი, ვიდრე ლაპარაკისთვის, გრძნობთ თანამოსაუბრის განცდებს. სწორედ ამიტომ კარგი დღეა იმისთვის, რომ გულღიად დაილაპარაკოთ, გაარჩიოთ სადავო საკითხები, ითხოვოთ პატიება, გამოუტყდეთ ვინმეს სიყვარულში.ქალწული: არის შანსი, რომ მკვეთრად შეცვალოთ საკუთარი მოსაზრება ვინმეზე ან რამეზე. ეს, შესაძლოა, მიღებულმა ახალმა ინფორმაციამ განაპირობოს, ან თქვენმა ლოგიკურმა განსჯამ, ასევე რამე მოვლენამ, რომელმაც გეზი მოულოდნელად სრულიად საპირისპიროდ შეიცვალა. ასეა თუ ისე, მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ ხანდახან ჩვენი აზრები, თეორიები, იდეები იცვლება და სრულიად განსხვავებულ სახეს იძენს.სასწორი: დღეს ისე, როგორც არასდროს, პედანტური და ყურადღებიანი იქნებით. თქვენს მახვილ მზერას არაფერი გამოეპარება. შესანიშნავი შესაძლებლობები გაქვთ იმ საქმეებში, რომლებიც თქვენგან ყურადღების სრულ კონცენტრირებას მოითხოვს. ოღონდ გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა– იმდენად იქნებით საკუთარ აზრებში ჩაძირული, რომ იქიდან თავის დაღწევა რთული იქნება.მორიელი: უნდა გათავისუფლდეთ ძველისა და მოყირჭებულისგან, რათა ადგილი ახლისთვის გამოათავისუფლოთ. ეს სახლის მოწესრიგებით დაიწყეთ, გადაყარეთ უსარგებლო ნივთები უკანმოუხედავად. როდესაც ამას გააკეთებთ, საოცარ შვებას იგრძნობთ. მაგრამ ეს მხოლოდ ნივთების გადაყრას არ გულისხმობს– უნდა გათავისუფლდეთ ნეგატიური ფიქრებისგან – დანაშაულის შეგრძნების, განუხორციელებელ გეგმებზე ფიქრისგან და სხვა.მშვილდოსანი: დღეს ადამიანებთან ურთიერთობებში ბევრი რამ გაგაღიზიანებთ, რაც კამათში გამოვლინდება. არაა გამორიცხული, რომ რაღაც საკითხის ბოლომდე გამორკვევა მოიწადინოთ და უსასრულო კითხვებითა და გარჩევებით ნებისმიერი გამოიყვანოთ წყობილებიდან. ექსპერტები გირჩევენ, ყურადღება იმ საქმეებზე გადაიტანოთ, სადაც თვითონ წყვეტთ ყველაფერს, სადაც თავდაჯერებული ხართ და კარგი შედეგების მიღება შეგიძლიათ.თხის რქა:: დღეს არ ღირს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება და სერიოზული ნაბიჯების გადადგმა, რადგან დიდია შეცდომების დაშვების ალბათობა. შესაძლოა, რამე საკითხში არასაკმარისი ან ცრუ ინფორმაცია გქონდეთ. ამასთან, სიმტკიცე გაკლიათ, წვრილმანებშიც კი შეიძლება იმერყეოთ. ამიტომ დღეს აჯობებს არა მოქმედება, არამედ მომავალი მოქმედებების დაგეგმვა, ასევე არასაკმარისი ინფორმაციის მოძიება და დამუშავება.მერწყული: თქვენში სხვების გაკრიტიკების სურვილი გაჩნდება, მაგრამ ამას უნდა გაუძალიანდეთ. ხართ დეტალებისადმი ძალზე ყურადღებიანი და უმცირეს შეცდომასაც ამჩნევთ. კრიტიკული იქნებით საკუთარი თავის მიმართაც. მთელი დღე რომ არარსებული ნაკლოვანებების გამოსწორებაში არ გაატაროთ, შეწყვიტეთ ყველაფერზე „მიკროსკოპით“ დაკვირვება, შეეგუეთ იმ აზრს, რომ ყველაფერი სრულყოფილი არ იქნება და დატკბით ცხოვრებით.თევზები: შესაძლოა, რაღაც ახალი და საინტერესო გაიგოთ. ეს ინფორმაცია შეიძლება დადებითიც იყოს და უარყოფითიც. განწყობა გაქვთ, რომ ურთიერთობების ცენტრში იყოთ და არა მხოლოდ ილაპარაკოთ, არამედ ყურადღებით მოუსმინოთ კიდეც. სასურველია, უფრო ისმინოთ, ვიდრე ილაპარაკოთ. ამ რჩევას თუ მიჰყვებით, არაა გამორიცხული, ვინმეს საიდუმლო გაიგოთ, ან გეგმები, იდეები, ან, უბრალოდ, განსჯისთვის კარგი საკვები მიიღოთ.
https://sputnik-georgia.com/20230506/zodiaqos-nisnebis-vendeta-277406541.html
https://sputnik-georgia.com/20180718/zodiaqos-yvelaze-araprognozirebadi-da-originaluri-niSnebi-241270654.html
https://sputnik-georgia.com/20180627/medlis-ori-mxare-zodiaqos-niSnebis-daxasiaTeba-241013735.html
https://sputnik-georgia.com/20221219/wirveuli-orsulebi-zodiaqos-nisnit-273164429.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0e/289453738_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_6eb952a29e41f86499a90760fc30d317.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
დღეს 2024 წლის 25 სექტემბერია, ოთხშაბათი. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
კარგი დღეა გადაუჭრელ საკითხებში სიცხადის შესატანად. თუ შეძლებთ გრძნობების გაკონტროლებას, გაქვთ შანსი, რომ ნებისმიერი პრობლემის არსს ჩაწვდეთ. თუმცა, სიფრთხილე გმართებთ, რადგან ეს დღე მგზნებარე ვნებებითაა სავსე. გამოიყენეთ ეს დრო და პოზიტიურ გრძნობებს გასაქანი მიეცით, ნეგატიური კი მაქსიმალურად გააკონტროლეთ.
ვერძი: მზად ხართ, ყველას ყველაფერი პირში მიახალოთ. და სათქმელიც გაქვთ – მეტად გამძაფრებულია უნარი, რომ უმცირესი ნაკლოვანებებიც კი შენიშნოთ. პირდაპირობა, ერთი მხრივ, დაგეხმარებათ რაღაც პრობლემების გადაწყვეტაში, თუმცა, მეორე მხრივ, ამან ახალი პრობლემების პროვოცირება შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტების სახით. ეს რომ არ მოხდეს, აჯობებს, თუ ურთიერთობებს მინიმუმამდე დაიყვანთ და გადაერთვებით სხვა საქმეებზე.
კურო: თქვენს ყურადღებაზე, წინდახედულობასა და უნდობლობაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. რაც არ უნდა გააკეთოთ, ისე მოეკიდეთ ამ საქმეს, თითქოს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს აწერდეთ ხელს, სადაც თითოეულ სიტყვას უნდა დააკვირდეთ. თუ ყველაფერი წესრიგშია, ძალიან კარგი. თუ ვერ შეამჩნევთ ჩასაფრებულ საფრთხეს, ძალიან ცუდი იქნება, რადგან ამას ვიღაც საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს.
ტყუპი: შესაძლოა, კრიტიკის ობიექტი გახდეთ და უფრო მეტიც, თქვენი უფლებები შელახონ. არაა გამორიცხული, რომ ჩათრეული აღმოჩნდეთ სადავო საკითხებში, რაც, სავარაუდოდ, ფულთან ან ქონებასთან იქნება დაკავშირებული, თუმცა ასევე შესაძლებელია კონფლიქტები სამუშაოზე და სხვა დაპირისპირებები ირგვლივ მყოფებთან. ეცადეთ, პრობლემებს თავი აარიდოთ, გამოიჩინეთ დიპლომატიურობა და საქმის გარჩევები სხვა დროისთვის გადადოთ.
კირჩხიბი: დღეს მკაცრი, მაგრამ სამართლიანი იქნებით, ყოველ შემთხვევაში, თავად ასე მოგეჩვენებათ. ენერგიულად შეუდგებით საქმიანობას და თუ სხვებში ენთუზიაზმს ვერ დაინახავთ, ამას ლამის საბოტაჟად აღიქვამთ. გარშემომყოფებს კი გაუჭირდებათ თქვენს მბრძანებლურ ტონთან შეგუება. თუ გსურთ საჭირო შედეგების მიღება, ირგვლივ მყოფებთან დამოკიდებულება უნდა შეცვალოთ. უსაყვედურეთ, მაგრამ განცალკევებით, გუნდში კი შეაქეთ.
ლომი: ის დღეა, როდესაც შეგიძლიათ იგრძნოთ ჰარმონია და წონასწორობა გარშემომყოფებთან, სამყაროსთან და საკუთარ თავთან. მშვენივრად ააწყობთ კონტაქტს ირგვლივ მყოფებთან. უფრო მოსმენისთვის ხართ განწყობილი, ვიდრე ლაპარაკისთვის, გრძნობთ თანამოსაუბრის განცდებს. სწორედ ამიტომ კარგი დღეა იმისთვის, რომ გულღიად დაილაპარაკოთ, გაარჩიოთ სადავო საკითხები, ითხოვოთ პატიება, გამოუტყდეთ ვინმეს სიყვარულში.
ქალწული: არის შანსი, რომ მკვეთრად შეცვალოთ საკუთარი მოსაზრება ვინმეზე ან რამეზე. ეს, შესაძლოა, მიღებულმა ახალმა ინფორმაციამ განაპირობოს, ან თქვენმა ლოგიკურმა განსჯამ, ასევე რამე მოვლენამ, რომელმაც გეზი მოულოდნელად სრულიად საპირისპიროდ შეიცვალა. ასეა თუ ისე, მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ ხანდახან ჩვენი აზრები, თეორიები, იდეები იცვლება და სრულიად განსხვავებულ სახეს იძენს.
სასწორი: დღეს ისე, როგორც არასდროს, პედანტური და ყურადღებიანი იქნებით. თქვენს მახვილ მზერას არაფერი გამოეპარება. შესანიშნავი შესაძლებლობები გაქვთ იმ საქმეებში, რომლებიც თქვენგან ყურადღების სრულ კონცენტრირებას მოითხოვს. ოღონდ გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა– იმდენად იქნებით საკუთარ აზრებში ჩაძირული, რომ იქიდან თავის დაღწევა რთული იქნება.
მორიელი: უნდა გათავისუფლდეთ ძველისა და მოყირჭებულისგან, რათა ადგილი ახლისთვის გამოათავისუფლოთ. ეს სახლის მოწესრიგებით დაიწყეთ, გადაყარეთ უსარგებლო ნივთები უკანმოუხედავად. როდესაც ამას გააკეთებთ, საოცარ შვებას იგრძნობთ. მაგრამ ეს მხოლოდ ნივთების გადაყრას არ გულისხმობს– უნდა გათავისუფლდეთ ნეგატიური ფიქრებისგან – დანაშაულის შეგრძნების, განუხორციელებელ გეგმებზე ფიქრისგან და სხვა.
მშვილდოსანი: დღეს ადამიანებთან ურთიერთობებში ბევრი რამ გაგაღიზიანებთ, რაც კამათში გამოვლინდება. არაა გამორიცხული, რომ რაღაც საკითხის ბოლომდე გამორკვევა მოიწადინოთ და უსასრულო კითხვებითა და გარჩევებით ნებისმიერი გამოიყვანოთ წყობილებიდან. ექსპერტები გირჩევენ, ყურადღება იმ საქმეებზე გადაიტანოთ, სადაც თვითონ წყვეტთ ყველაფერს, სადაც თავდაჯერებული ხართ და კარგი შედეგების მიღება შეგიძლიათ.
თხის რქა:: დღეს არ ღირს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება და სერიოზული ნაბიჯების გადადგმა, რადგან დიდია შეცდომების დაშვების ალბათობა. შესაძლოა, რამე საკითხში არასაკმარისი ან ცრუ ინფორმაცია გქონდეთ. ამასთან, სიმტკიცე გაკლიათ, წვრილმანებშიც კი შეიძლება იმერყეოთ. ამიტომ დღეს აჯობებს არა მოქმედება, არამედ მომავალი მოქმედებების დაგეგმვა, ასევე არასაკმარისი ინფორმაციის მოძიება და დამუშავება.
მერწყული: თქვენში სხვების გაკრიტიკების სურვილი გაჩნდება, მაგრამ ამას უნდა გაუძალიანდეთ. ხართ დეტალებისადმი ძალზე ყურადღებიანი და უმცირეს შეცდომასაც ამჩნევთ. კრიტიკული იქნებით საკუთარი თავის მიმართაც. მთელი დღე რომ არარსებული ნაკლოვანებების გამოსწორებაში არ გაატაროთ, შეწყვიტეთ ყველაფერზე „მიკროსკოპით“ დაკვირვება, შეეგუეთ იმ აზრს, რომ ყველაფერი სრულყოფილი არ იქნება და დატკბით ცხოვრებით.
თევზები: შესაძლოა, რაღაც ახალი და საინტერესო გაიგოთ. ეს ინფორმაცია შეიძლება დადებითიც იყოს და უარყოფითიც. განწყობა გაქვთ, რომ ურთიერთობების ცენტრში იყოთ და არა მხოლოდ ილაპარაკოთ, არამედ ყურადღებით მოუსმინოთ კიდეც. სასურველია, უფრო ისმინოთ, ვიდრე ილაპარაკოთ. ამ რჩევას თუ მიჰყვებით, არაა გამორიცხული, ვინმეს საიდუმლო გაიგოთ, ან გეგმები, იდეები, ან, უბრალოდ, განსჯისთვის კარგი საკვები მიიღოთ.