ჭირვეული ორსულები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

© Pixabay / SerKuchორსული მინდორში
ორსული მინდორში - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2022
გამოწერა
ორსულობის დროს ყველაზე მშვიდი ქალებიც კი შეიძლება სულ უბრალო წვრილმანებზე გაღიზიანდნენ. ასტროლოგებმა ზოდიაქოს ექვსი ყველაზე მგრძნობიარე ნიშანი დაასახელეს, რომლებსაც ორსულობის პერიოდის გადატანა ყველაზე მეტად უჭირთ.
ყველა ქალისთვის შვილის მოლოდინის პერიოდი ერთდროულად სასიხარულოცაა და არაპროგნოზირებადიც. ჩნდება ახალი ჩვევები, იცვლება გემოვნება. რაც ადრე სასიამოვნო ჩანდა, ახლა აუტანელია, ან, პირიქით, რაც ადრე ზიზღს იწვევდა, ახლა სასიხარულოა.
ტყუპი
ორსულობის დროს ყველაზე ჭირვეული ტყუპები არიან. ბუნებით ძალზე უზრუნველებს ძალიან დიდი ხანი სჭირდებათ იმ ფაქტის გასაცნობიერებლად, რომ დედა გახდებიან. საბოლოოდ, როდესაც ჩაწვდებიან მომხდარის აზრს, წინააღმდეგობრივი გრძნობებისგან იტანჯებიან. ხშირად ვერ გაუგიათ, კონკრეტულად რა უნდათ. ამ პერიოდში ბავშვის მამას დიდი ძალისხმევის გამოჩენა სჭირდება, რომ გაიგოს, რა მოუტანს სიხარულს მის რჩეულ ქალს, მომავალ დედას.
ლომი, მშვილდოსანი, თხის რქა
ზოდიაქოს ამ ნიშნებით დაბადებული ქალები უშრეტი ენერგიითა და შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან. მათ ძალიან უჭირთ ორსულობის პერიოდში ცვლილებების მიღება. როგორც წესი, მათთვის კარიერა პირველ ადგილზეა, ამიტომ დეკრეტულ შვებულებაში, ჩვეულებრივ, ბოლო წუთს გადიან. ამასთან დაკავშირებით ისეთ საპასუხისმგებლო ნაბიჯს, როგორიც ბავშვის გაჩენაა, მხოლოდ მაშინ წყვეტენ, როცა იციან, რომ პატარის მოვლაში ნათესავები დაეხმარებიან.
დედა თავის ვაჟთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2017
საუკეთესო მშობლების ტოპ-ხუთეული ზოდიაქოს ნიშნით
თევზები, კირჩხიბი
ეს ნიშნები ძალზე სკრუპულოზური და მგრძნობიარე არიან ყველაფრის მიმართ, რაც მათ ირგვლივ ხდება ორსულობის დროს. ახალი სტატუსი მათ აიძულებს ძალზე მომთხოვნი იყვნენ მეუღლის, ნათესავების, მეგობრების მიმართ. ხანდახან ისტერიკაში ვარდებიან, რადგან ქმრის ყურადღება და მზრუნველობა არ ჰყოფნით. ქმარი კი, თავის მხრივ, დიდი მოთმინებით უნდა აღიჭურვოს, რომ გვერდით დაუდგეს თავის საყვარელ ქალს ამ რთულ პერიოდში.
ყველა ახალი ამბავი
0