https://sputnik-georgia.com/20240913/kaxa-kalazem-ass-is-senators-mteri-uwoda-289881311.html
კახა კალაძემ აშშ-ის სენატორს მტერი უწოდა
კახა კალაძემ აშშ-ის სენატორს მტერი უწოდა
Sputnik საქართველო
ჯიმ რიშმა განაცხადა, რომ ოქტომბერში ქართველ ხალხს შესაძლებლობა ექნება, რომ „თაღლითები მოაშორონ და საკუთარ ხელში აიღონ მომავალი”. 13.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-13T17:23+0400
2024-09-13T17:23+0400
2024-09-13T17:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
აშშ
კახა კალაძე
ქართული ოცნება
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286042771_0:52:1280:773_1920x0_80_0_0_30a713d70f84c14c00bd44eafc661a97.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ აშშ-ის სენატორი ჯიმ რიშის მკვეთრი განცხადება საქართველოს ხელისუფლების შესახებ ქვეყნის შეურაცხყოფად და ქართველი ხალხის მიმართ უტიფარ დამოკიდებულებად შეაფასა და მას მტერი უწოდა.რიშის თქმით, ოქტომბერში ქართველ ხალხს შესაძლებლობა ექნება, რომ „თაღლითები მოაშორონ და საკუთარ ხელში აიღონ მომავალი”. ეს განცხადება მან გააკეთა 12 სექტემბერს სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც განიხილებოდა საქართველოში მიმდინარე მოვლენები „გამჭვირვალობის“ კანონის მიღების შემდეგ.მისი თქმით, „ვინც ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს უდიერად მოეპყრობა და ამ ტიპის განცხადებებს გააკეთებს, ყველა არის მტერი“.სენატის მოსმენის თემა იყო „კანონები არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ და დემოკრატიული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტები“. სხდომაზე განიხილეს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ვითარება, ისაუბრეს ამ ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების უფლებების შეზღუდვებზე.როგორც სენატორმა ბენ კარდინმა განაცხადა, რომ ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ქვეყანა, რომელიც უფრო მეტად დემოკრატიულად ან ნაწილობრივ თავისუფლად მიიჩნეოდა, იღებენ კანონებს არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ და იყენებენ მათ როგორც რეპრესიების ინსტრუმენტს.ეს მოსყიდვაა: ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის შექმნაზე>>მის მერე სიტყვა მიეცა რესპუბლიკელ სენატორ ჯიმ რიშს, რომელსაც წარსულში არაერთხელ გაუკრიტიკებია საქართველო ხელისუფლება. მისი თქმით, ის იმედგაცრუებულია საქართველოში დემოკრატიის რეგრესით, რომ მთავრობამ მიიღო „გამჭვირვალობის“ კანონი, მიუხედავად ევროკავშირის გაფრთხილებებისა, რომ ეს ევროინტეგრაციის პროცესს შეაჩერებდა.სიტყვების შემდეგ რომ ოქტომბერში ქართველ ხალხს შესაძლებლობა ექნება, რომ „თაღლითები მოაშორონ და საკუთარ ხელში აიღონ მომავალი”, მან დაამატა: „ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, ვილოცებთ თქვენთვის და იმედია ეს იმუშავებს“.სენატში საქართველოს სახელით მომხსენებელი იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური, რომელსაც „ქართულ ოცნებაში“ უწოდებენ უცხოური აგენტის მკაფიო მაგალითს, რომელიც მხოლოდ უცხოეთიდან მიღებულ დაკვეთებს ასრულებს.ამერიკელი სენატორების წინაშე გამოსვლისას გიგაურმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ხელისუფლება არ ამბობს, რომ დასავლეთი ცუდია, მაგრამ ავრცელებენ ისეთ ინფორმაციას, რომ ადამიანებს კითხვები გაუჩნდეს.მისი თქმით, ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ ლიბერალური ჯგუფები ებრძვიან ოჯახურ ღირებულებებს და ეროვნულ ინტერესებს, რომ ყველა სამოქალაქო ორგანიზაცია მხოლოდ ლგბტ თემის უფლებების დაცვითაა დაკავებული და ლგბტ პროპაგანდას ეწევა.კობახიძე: არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნებთ საგრანტო პროგრამას >>დემოკრატი სენატორის, ჯინ შაჰინის კითხვაზე, დაიწყო თუ არა საქართველოს მთავრობამ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დევნა, რომლებმაც უცხოური ძალის გამტარებელი ინტერესების ორგანიზაციების რეესტრში რეგისტრაციაზე უარი განაცხადეს, გიგაურმა უპასუხა, რომ მთავრობას მონიტორინგისთვის რამდენიმე კვირა აქვს დარჩენილი.„ჩვენი ჩვენი ქვეყნის პატრიოტები ვართ, ამიტომ სამოქალაქო ორგანიზაციების 95% არ დარეგისტრირებულა. ხელისუფლებას მონიტორინგის დასაწყებად და შემდეგ კანონით გათვალისწინებული ჯარიმების გამოსაწერად რამდენიმე კვირა აქვს. ჩვენ მზად ვართ წინააღმდეგობისთვის“, - განაცხადა გიგაურმა.არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალაა“, რეესტრში დარეგისტრირებასა და ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. პარლამენტმა სკანდალური კანონი ქვეყანაში მასობრივი პროტესტისა და დასავლეთის მკაცრი კრიტიკის მიუხედავად მიიღო.უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი ორგანიზაციების რეესტრში რეგისტრაციაზე განაცხადი უცხოური დაფინანსების მქონე 476-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ და მედიასაშუალებამ გააკეთა - რეესტრში ნებაყოფლობითი რეგისტრაციის ვადა 2 სექტემბერს ამოიწურა.ოფიციალური მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალებაა დღეს საქართველოში, რომლებიც წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, არ არსებობს.საქართველოში რეგისტრირებულია 30 ათასზე მეტი არაკომერციული ორგანიზაცია, მათ რიცხვში შედიან ფაქტობრივად არამოქმედი ორგანიზაციებიც, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც შექმნილია სახელმწიფო უწყებების მიერ და დამოუკიდებლად საქმიანობენ, სპორტული ფედერაციები და ა. შ., რომლებზეც ახალი კანონი არ ვრცელდება.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286042771_97:0:1236:854_1920x0_80_0_0_a386af6684d4b7ad01d8d0b82a3c3d27.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, აშშ , კახა კალაძე , ქართული ოცნება , საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, აშშ , კახა კალაძე , ქართული ოცნება , საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კახა კალაძემ აშშ-ის სენატორს მტერი უწოდა
ჯიმ რიშმა განაცხადა, რომ ოქტომბერში ქართველ ხალხს შესაძლებლობა ექნება, რომ „თაღლითები მოაშორონ და საკუთარ ხელში აიღონ მომავალი”.
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ აშშ-ის სენატორი ჯიმ რიშის მკვეთრი განცხადება საქართველოს ხელისუფლების შესახებ ქვეყნის შეურაცხყოფად და ქართველი ხალხის მიმართ უტიფარ დამოკიდებულებად შეაფასა და მას მტერი უწოდა.
რიშის თქმით, ოქტომბერში ქართველ ხალხს შესაძლებლობა ექნება, რომ „თაღლითები მოაშორონ და საკუთარ ხელში აიღონ მომავალი”. ეს განცხადება მან გააკეთა 12 სექტემბერს სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც განიხილებოდა საქართველოში მიმდინარე მოვლენები „გამჭვირვალობის“ კანონის მიღების შემდეგ.
„რაც შეეხება მათ, ვინც ამ სიტყვებით მოიხსენიებს საქართველოს, ისინი არიან თაღლითები. რა მნიშვნელობა აქვს, სენატორი იყოს, ვინც არ უნდა იყოს. ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩემს ქვეყანას, ამერიკელი იქნება, ევროპელი, რუსი თუ ჩინელი, ჩემთვის ყველა მტერია“, - განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.
მისი თქმით, „ვინც ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს უდიერად მოეპყრობა და ამ ტიპის განცხადებებს გააკეთებს, ყველა არის მტერი“.
სენატის მოსმენის თემა იყო „კანონები არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ და დემოკრატიული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტები“. სხდომაზე განიხილეს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ვითარება, ისაუბრეს ამ ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების უფლებების შეზღუდვებზე.
როგორც სენატორმა ბენ კარდინმა განაცხადა, რომ ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ქვეყანა, რომელიც უფრო მეტად დემოკრატიულად ან ნაწილობრივ თავისუფლად მიიჩნეოდა, იღებენ კანონებს არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ და იყენებენ მათ როგორც რეპრესიების ინსტრუმენტს.
„ძალიან შესაშფოთებელია, რომ დემოკრატიები საქართველოდან ინდოეთამდე, თურქეთამდე თავიანთ სამართლებრივ სისტემებს იყენებენ ჟურნალისტების, ოპოზიციური პოლიტიკოსების, უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ“, - განაცხადა დემოკრატმა კარდინმა, სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მის მერე სიტყვა მიეცა რესპუბლიკელ სენატორ ჯიმ რიშს, რომელსაც წარსულში არაერთხელ გაუკრიტიკებია საქართველო ხელისუფლება. მისი თქმით, ის იმედგაცრუებულია საქართველოში დემოკრატიის რეგრესით, რომ მთავრობამ მიიღო „გამჭვირვალობის“ კანონი, მიუხედავად ევროკავშირის გაფრთხილებებისა, რომ ეს ევროინტეგრაციის პროცესს შეაჩერებდა.
სიტყვების შემდეგ რომ ოქტომბერში ქართველ ხალხს შესაძლებლობა ექნება, რომ „თაღლითები მოაშორონ და საკუთარ ხელში აიღონ მომავალი”, მან დაამატა: „ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, ვილოცებთ თქვენთვის და იმედია ეს იმუშავებს“.
სენატში საქართველოს სახელით მომხსენებელი იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური, რომელსაც „ქართულ ოცნებაში“ უწოდებენ უცხოური აგენტის მკაფიო მაგალითს, რომელიც მხოლოდ უცხოეთიდან მიღებულ დაკვეთებს ასრულებს.
ამერიკელი სენატორების წინაშე გამოსვლისას გიგაურმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ხელისუფლება არ ამბობს, რომ დასავლეთი ცუდია, მაგრამ ავრცელებენ ისეთ ინფორმაციას, რომ ადამიანებს კითხვები გაუჩნდეს.
მისი თქმით, ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ ლიბერალური ჯგუფები ებრძვიან ოჯახურ ღირებულებებს და ეროვნულ ინტერესებს, რომ ყველა სამოქალაქო ორგანიზაცია მხოლოდ ლგბტ თემის უფლებების დაცვითაა დაკავებული და ლგბტ პროპაგანდას ეწევა.
დემოკრატი სენატორის, ჯინ შაჰინის კითხვაზე, დაიწყო თუ არა საქართველოს მთავრობამ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დევნა, რომლებმაც უცხოური ძალის გამტარებელი ინტერესების ორგანიზაციების რეესტრში რეგისტრაციაზე უარი განაცხადეს, გიგაურმა უპასუხა, რომ მთავრობას მონიტორინგისთვის რამდენიმე კვირა აქვს დარჩენილი.
„ჩვენი ჩვენი ქვეყნის პატრიოტები ვართ, ამიტომ სამოქალაქო ორგანიზაციების 95% არ დარეგისტრირებულა. ხელისუფლებას მონიტორინგის დასაწყებად და შემდეგ კანონით გათვალისწინებული ჯარიმების გამოსაწერად რამდენიმე კვირა აქვს. ჩვენ მზად ვართ წინააღმდეგობისთვის“, - განაცხადა გიგაურმა.
არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალაა“, რეესტრში დარეგისტრირებასა და ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. პარლამენტმა სკანდალური კანონი ქვეყანაში მასობრივი პროტესტისა და დასავლეთის მკაცრი კრიტიკის მიუხედავად მიიღო.
უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი ორგანიზაციების რეესტრში რეგისტრაციაზე განაცხადი უცხოური დაფინანსების მქონე 476-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ და მედიასაშუალებამ გააკეთა - რეესტრში ნებაყოფლობითი რეგისტრაციის ვადა 2 სექტემბერს ამოიწურა.
ოფიციალური მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალებაა დღეს საქართველოში, რომლებიც წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, არ არსებობს.
საქართველოში რეგისტრირებულია 30 ათასზე მეტი არაკომერციული ორგანიზაცია, მათ რიცხვში შედიან ფაქტობრივად არამოქმედი ორგანიზაციებიც, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც შექმნილია სახელმწიფო უწყებების მიერ და დამოუკიდებლად საქმიანობენ, სპორტული ფედერაციები და ა. შ., რომლებზეც ახალი კანონი არ ვრცელდება.