https://sputnik-georgia.com/20240910/es-moskidvaa-opozicia-sagrantopondis-sheqmnis-winaagmdegia-289825218.html
ეს მოსყიდვაა: ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის შექმნაზე
ეს მოსყიდვაა: ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის შექმნაზე
Sputnik საქართველო
მთავრობის ინიციატივა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გაგრძელებაა, აცხადებს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი 10.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-10T13:00+0400
2024-09-10T13:00+0400
2024-09-10T13:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს მთავრობა
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/05/288283237_62:135:960:640_1920x0_80_0_0_b791421230ecff2f0ea1806714a0d90d.jpg
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის შექმნა არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმებისკენ გადადგმული ბრწყინვალე ნაბიჯია, ოღონდ ამჯერად მათი მოსყიდვის გზით, განაცხადა პარტია „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.საქართველოს მთავრობა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდს შექმნის, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ორგანიზაციები, რომლებიც ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურებიან, „სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი ორად მეტ დაფინანსებას მიიღებენ, ვიდრე უცხოური დონორებისგან იღებდნენ.“მისი თქმით, სჯობს ხელისუფლებამ კახელი მეღვინეების სუბსიდირება მოახდინოს, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციების.როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე აღნიშნავს, მთავრობის ინიციატივა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გაგრძელებაა.მისი თქმით, ერთი მხრივ, ეს კანონი შემზღუდველ ეფექტს ატარებს და კონსტიტუციასთან შეუსაბამოა, მეორე მხრივ კი ხელს უწყობს ამ ორგანიზაციების სტიგმატიზაციას. ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის ასეთი განცხადება მხოლოდ „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაძლიერებას ემსახურება და სურს წაახალისოს ის ორგანიზაციები, მათ შორის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", რომლებმაც უარი განაცხადეს სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციაზე.„ღირსებაზე როდესაც ვლაპარაკობთ და ვამბობთ, რომ ჩვენ არ დავრეგისტრირდით, რადგან ღირსების შემლახველია ამ რეესტრში რეგისტრაცია, ამის სანაცვლო ვერ იქნება ვერანაირი ფონდი, რომელიც რაიმე დაფინანსებას მისცემს საზოგადოებას“, – განაცხადა ქურდოვანიძემ.ქურდოვანიძის განცხადებით, ხელისუფლება არასდროს მისცემს დაფინანსებას კრიტიკულ ორგანიზაციებს, რომლებიც მისი მაკონტროლებლები არიან.ოპოზიციონერი დეპუტატის, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, კობახიძემ თავისი ინიციატივით პირდაპირ აღიარა, რომ ხელისუფლება არ მოითმენს კრიტიკას და არ სურს ქვეყანაში მიუკერძოებელი არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა.მისი თქმით, მათ სურთ არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების მიერ კონტროლირებად უწყებებად აქციონ, როგორიცაა პროკურატურა, ანტიკორუფციული ბიურო ან ძალოვანი სტრუქტურები.არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალააა“, რეესტრში დარეგისტრირებასა და ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. პარლამენტმა სკანდალური კანონი ქვეყანაში მასობრივი პროტესტისა და დასავლეთის მკაცრი კრიტიკის მიუხედავად მიიღო.ოფიციალური მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალებაა დღეს საქართველოში, რომლებიც წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, არ არსებობს.როგორც გასულ კვირაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა განაცხადა, უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი ორგანიზაციების რეესტრში რეგისტრაციაზე განაცხადი უცხოური დაფინანსების მქონე 476-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ და მედიასაშუალებამ გააკეთა - რეესტრში ნებაყოფლობითი რეგისტრაციის ვადა 2 სექტემბერს ამოიწურა.როგორც მან აღნიშნა, საქართველოში რეგისტრირებულია 30 ათასზე მეტი არაკომერციული ორგანიზაცია, მათ რიცხვში შედიან ფაქტობრივად არამოქმედი ორგანიზაციებიც, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც შექმნილია სახელმწიფო უწყებების მიერ და დამოუკიდებლად საქმიანობენ, სპორტული ფედერაციები და ა. შ., რომლებზეც ახალი კანონი არ ვრცელდება.რეზონანსული კანონი ძალაში ივნისის დასაწყისში შევიდა, რის შემდეგაც იუსტიციის სამინისტროს მიეცა გარკვეული დრო შეექმნა კანონის განსახორციელებლად მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. შეიქმნა სპეციალური რეესტრი და იუსტიციის სახლის თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა.ორგანიზაციები, რომლებზეც ვრცელდება სკანდალური კანონი, მაგრამ უარი განაცხადეს რეგისტრაციის გავლაზე, დაჯარიმდებიან 25 ათასი ლარით. ასეთი ორგანიზაციების გამოსავლენად იუსტიციის სამინისტრო მონიტორინგს ჩაატარებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/05/288283237_162:135:835:640_1920x0_80_0_0_7db19e6f344be51be118565f6de7c6e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს მთავრობა , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს მთავრობა , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ახალი ამბები
ეს მოსყიდვაა: ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის შექმნაზე
მთავრობის ინიციატივა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გაგრძელებაა, აცხადებს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის შექმნა არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმებისკენ გადადგმული ბრწყინვალე ნაბიჯია, ოღონდ ამჯერად მათი მოსყიდვის გზით, განაცხადა პარტია „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.
საქართველოს მთავრობა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდს შექმნის, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ორგანიზაციები, რომლებიც ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურებიან, „სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი ორად მეტ დაფინანსებას მიიღებენ, ვიდრე უცხოური დონორებისგან იღებდნენ.“
„არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც გრანტს მთავრობა უხდის, სამთავრობო ორგანიზაციები არიან. ანუ თავისი შინაარსით არასამთავრობო ვერ იქნება. ეს არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმებისკენ გადადგმული ბრწყინვალე ნაბიჯია, ოღონდ ამჯერად მათი მოსყიდვის გზით. „ქართული ოცნების“ არასამთავრობო ორგანიზაციები აქამდეც არსებობდა, მაგრამ ახლა ეს არის მოსყიდვის გზა მათი გაუქმების მიზნით", - განაცხადა ხვიჩიამ.
მისი თქმით, სჯობს ხელისუფლებამ კახელი მეღვინეების სუბსიდირება მოახდინოს, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციების.
როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე აღნიშნავს, მთავრობის ინიციატივა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გაგრძელებაა.
„რაც შეეხება ამ ინიციატივას, ჩვენი შეფასებით ეს არის „რუსული კანონის“ გაგრძელება. „რუსული კანონის“ მთავარი მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის შეფერხება, მათი სტიგმატიზება და, საბოლოოდ, ასეთი ორგანიზაციებისა და მათი საქმიანობის დასრულება ამ ქვეყანაში", - განაცხადა ქურდოვანიძემ.
მისი თქმით, ერთი მხრივ, ეს კანონი შემზღუდველ ეფექტს ატარებს და კონსტიტუციასთან შეუსაბამოა, მეორე მხრივ კი ხელს უწყობს ამ ორგანიზაციების სტიგმატიზაციას.
ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის ასეთი განცხადება მხოლოდ „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაძლიერებას ემსახურება და სურს წაახალისოს ის ორგანიზაციები, მათ შორის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", რომლებმაც უარი განაცხადეს სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციაზე.
„ღირსებაზე როდესაც ვლაპარაკობთ და ვამბობთ, რომ ჩვენ არ დავრეგისტრირდით, რადგან ღირსების შემლახველია ამ რეესტრში რეგისტრაცია, ამის სანაცვლო ვერ იქნება ვერანაირი ფონდი, რომელიც რაიმე დაფინანსებას მისცემს საზოგადოებას“, – განაცხადა ქურდოვანიძემ.
ქურდოვანიძის განცხადებით, ხელისუფლება არასდროს მისცემს დაფინანსებას კრიტიკულ ორგანიზაციებს, რომლებიც მისი მაკონტროლებლები არიან.
ოპოზიციონერი დეპუტატის, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, კობახიძემ თავისი ინიციატივით პირდაპირ აღიარა, რომ ხელისუფლება არ მოითმენს კრიტიკას და არ სურს ქვეყანაში მიუკერძოებელი არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა.
„ისინი ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მიუკერძოებლები კი არ უნდა იყვნენ, არამედ სურთ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსონ, რათა სამთავრობო ორგანიზაციებად აქციონ", - განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, მათ სურთ არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების მიერ კონტროლირებად უწყებებად აქციონ, როგორიცაა პროკურატურა, ანტიკორუფციული ბიურო ან ძალოვანი სტრუქტურები.
არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალააა“, რეესტრში დარეგისტრირებასა და ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. პარლამენტმა სკანდალური კანონი ქვეყანაში მასობრივი პროტესტისა და დასავლეთის მკაცრი კრიტიკის მიუხედავად მიიღო.
ოფიციალური მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალებაა დღეს საქართველოში, რომლებიც წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, არ არსებობს.
როგორც გასულ კვირაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა განაცხადა, უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი ორგანიზაციების რეესტრში რეგისტრაციაზე განაცხადი უცხოური დაფინანსების მქონე 476-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ და მედიასაშუალებამ გააკეთა - რეესტრში ნებაყოფლობითი რეგისტრაციის ვადა 2 სექტემბერს ამოიწურა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოში რეგისტრირებულია 30 ათასზე მეტი არაკომერციული ორგანიზაცია, მათ რიცხვში შედიან ფაქტობრივად არამოქმედი ორგანიზაციებიც, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც შექმნილია სახელმწიფო უწყებების მიერ და დამოუკიდებლად საქმიანობენ, სპორტული ფედერაციები და ა. შ., რომლებზეც ახალი კანონი არ ვრცელდება.
რეზონანსული კანონი ძალაში ივნისის დასაწყისში შევიდა, რის შემდეგაც იუსტიციის სამინისტროს მიეცა გარკვეული დრო შეექმნა კანონის განსახორციელებლად მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. შეიქმნა სპეციალური რეესტრი და იუსტიციის სახლის თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა.
ორგანიზაციები, რომლებზეც ვრცელდება სკანდალური კანონი, მაგრამ უარი განაცხადეს რეგისტრაციის გავლაზე, დაჯარიმდებიან 25 ათასი ლარით. ასეთი ორგანიზაციების გამოსავლენად იუსტიციის სამინისტრო მონიტორინგს ჩაატარებს.