პრემიერი: არჩევნების შედეგების გამყალბებელი „ენჯეოები“ ანტისამთავრობო კამპანიას აწარმოებენ

© Government of Georgiaპრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე
პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2024
გამოწერა
საქართველოში ყველას აქვს შესაძლებლობა დააკვირდეს საარჩევნო პროცესს, განურჩევლად წარსულისა, აწმყოსა და მომავლისა, აღნიშნა პრემიერმა.
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც დღეს ოპოზიციის სასარგებლოდ მმართველი პარტიის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებენ, 2020 წლის ბოლო საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები გააყალბეს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
როგორც ადრე პრემიერმა განაცხადა, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) - ეს ის ორგანიზაციაა, რომელმაც ოთხი წლის წინ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა. ოპოზიციამ კი მათ დასკვნაზე დაყრდნობით მაშინვე განაცხადა, რომ ციფრების შეუსაბამობა არჩევნების გაყალბებაზე მიუთითებს.
„პრობლემა არის, რომ არიან ე.წ. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ აწარმოებენ საარჩევნო აგიტაციას მმართველი პარტიის წინააღმდეგ და ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ“, - განაცხადა კობახიძემ.
ამ NGO-ების ვებგვერდზე პირდაპირ წარმოებს კამპანია მმართველი პარტიის წინააღმდეგ და ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ, აღნიშნა პრემიერმა.
„ყველაფერი დევს ხელის გულზე, თან ეს არიან ის NGO-ები, რომლებმაც გააყალბეს პარალელური ხმის დათვლის შედეგები 2020 წელს“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს შელახული რეპუტაცია აქვთ.
„თუმცა დააკვირდნენ და იყონ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერი: ადგილობრივ „ენჯეოებს" არ შეუძლიათ პრეტენზია ჰქონდეთ ობიექტურ დაკვირვებაზე>>
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოში ყველას აქვს შესაძლებლობა დააკვირდეს საარჩევნო პროცესს, განურჩევლად წარსულისა, აწმყოსა და მომავლისა.
„ყველა აკვირდება არჩევნებს და აბსოლუტურად შეუფერხებელი არის ის პროცესი, რაც დაკავშირებულია დაკვირვებასთან“, - განაცხად პრემიერმა.
წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებს დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა დააკვირდება. მრავალრიცხოვანი მისიის გამოგზავნა აპირებენ ეუთო, ევროკავშირი და აშშ. 2024 წლის ოქტომბერში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა საქართველოს მიმართ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ახალი ტექნოლოგიებითა და სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ISFED-თან დაკავშირებული სკანდალი
2020 წლის დეკემბერში ISFED სკანდალში გაეხვა. ის ცესკოს პარალელურად ითვლიდა ხმებს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე, რა დროსაც სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამებს იყენებდა.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლის შემდეგ ცესკომ განაცხადა, რომ პროპორციულ არჩევნებში მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,22% მიიღო (პარტიული სიების მიხედვით), ხოლო ISFED-ის მონაცემებით – 45,8%. ოპოზიციამ მაშინვე განაცხადა, რომ ციფრების შეუსაბამობა არჩევნების შედეგების გაყალბებაზე მიუთითებს.
პაპუაშვილი: საქართველოში არჩევნების შესახებ განცხადებები კითხვებს აჩენს>>
როგორც გაირკვა, „სამართლიანმა არჩევნებმა“ დაუშვა შეცდომა, მაგრამ ეს მხოლოდ ხუთი კვირის შემდეგ აღიარა. არასამთავრობო ორგანიზაციის პარალელური დათვლის ახალი, განახლებული მონაცემები თითქმის მთლიანად დაემთხვა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედებებით. მან პარალელური ხმების დათვლის მცდარი შედეგების გამოქვეყნებას თაღლითობა და რევოლუციური სცენარის ნაწილი უწოდა, რომელსაც ოპოზიცია ამზადებდა.
მმართველმა პარტიამ ასევე განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ პრემიერის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნის შემდეგ ნეიტრალიტეტი დაკარგა.
იმავდროულად, აშშ-ის იმდროინდელმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ-ს სრული ნდობა აქვს ISFED-ის მიმართ და არასამთავრობო ორგანიზაციას უწოდა „არჩევნების მონიტორინგის უაღრესად პატივსაცემი და გამოცდილი ორგანიზაცია“.
ყველა ახალი ამბავი
0