https://sputnik-georgia.com/20240909/premieri-enjeoebs-ar-sheuzliat-pretenzia-hqondet-archevnebis-obieqturad-dakvirvebaze-289818680.html
პრემიერი: ადგილობრივ „ენჯეოებს" არ შეუძლიათ პრეტენზია ჰქონდეთ ობიექტურ დაკვირვებაზე
პრემიერი: ადგილობრივ „ენჯეოებს" არ შეუძლიათ პრეტენზია ჰქონდეთ ობიექტურ დაკვირვებაზე
Sputnik საქართველო
წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებს დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა დააკვირდება. 09.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-09T18:58+0400
2024-09-09T18:58+0400
2024-09-09T18:58+0400
საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
სადამკვირვებლო მისიები
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/07/288896401_0:123:1179:786_1920x0_80_0_0_99f96de6e32863f421b5a3c4bbabb290.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის კარი ღიაა და მათ აქვთ ყველა შესაძლებლობა განახორციელონ თავიანთი საქმიანობა საქართველოში, რაც შეეხება რიგ ადგილობრივ ორგანიზაციებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ წინასაარჩევნო აგიტაციაში, არ შეუძლიათ პრეტენზია ჰქონდეთ არჩევნების ობიექტურ დაკვირვებაზე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ახალი ტექნოლოგიებითა და სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება. პრემიერის თქმით, მათ შორის აქტიურობს „საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ (IRI). აღნიშნულმა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა უკვე გაიარეს რეგისტრაცია ცესკოში.„მათი დამკვირვებლებისთვის ჩვენი ოფისების კარი არის ღია. მიდიან ნებისმიერ რეგიონში, სვამენ კითხვებს, იღებენ ინფორმაციას, სრული თანამშრომლობა გვაქვს უცხოელ პარტნიორებთან არჩევნებზე დაკვირვების მიმართულებით", - განაცხადა კობახიძემ.რაც შეეხება კონკრეტულ ორგანიზაციებს, მათ შორის „სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ (ISFED), „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და რამდენიმე ძირითად ორგანიზაციას, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ობიექტურად აკვირდებიან არჩევნებს, პრემიერის თქმით, ისინი უშუალოდ მონაწილეობენ წინასაარჩევნო აგიტაციაში. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ISFED-ი არის ორგანიზაცია, რომელმაც ოთხი წლის წინ, ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე გააყალბა პარალელური ხმის დათვლის შედეგები. 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლის შემდეგ ცესკომ განაცხადა, რომ პროპორციულ არჩევნებში მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,22% მიიღო (პარტიული სიების მიხედვით), ხოლო ISFED-ის მონაცემებით – 45,8%. ოპოზიციამ მაშინვე განაცხადა, რომ ციფრების შეუსაბამობა არჩევნების შედეგების გაყალბებაზე მიუთითებს.„პირდაპირ გააყალბა. ხელისგულზე იდო ეს ყველაფერი. ძალიან მარტივად ჩანდა. მეორე დღეს პირადად გავაკეთე Excel-ის ცხრილი, სადაც გამოჩნდა, რომ ბათილი ბიულეტენები ჰქონდათ მითვლილი. ხელისგულზე იდო ყველაფერი იმავე წამს და ჩვენ ხუთი კვირა დაგვჭირდა, რომ მათ ეს გადაცდომა ეღიარებინათ", - განაცხადა პრემიერმა. მისი თქმით, სინამდვილეში ეს იყო გაყალბება და ამიტომ არ აღიარებდნენ.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/07/288896401_100:0:1148:786_1920x0_80_0_0_ed93af692f04f1097b4769750a35c20d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, სადამკვირვებლო მისიები, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, სადამკვირვებლო მისიები, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პრემიერი: ადგილობრივ „ენჯეოებს" არ შეუძლიათ პრეტენზია ჰქონდეთ ობიექტურ დაკვირვებაზე
წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებს დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა დააკვირდება.
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის კარი ღიაა და მათ აქვთ ყველა შესაძლებლობა განახორციელონ თავიანთი საქმიანობა საქართველოში, რაც შეეხება რიგ ადგილობრივ ორგანიზაციებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ წინასაარჩევნო აგიტაციაში, არ შეუძლიათ პრეტენზია ჰქონდეთ არჩევნების ობიექტურ დაკვირვებაზე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ახალი ტექნოლოგიებითა და სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება.
„მთავარი შემფასებელი ქართველი ხალხია, მეორეც, ჩვენ მოვიწვიეთ საერთაშორისო მისიები საქართველოში, თუ არ ვცდები, ჯერ კიდევ თებერვალ-მარტში მოვიწვიეთ ეუთო/ოდირის და სხვადასხვა საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიები. ყველა მიმართულებით გვაქვს გაგზავნილი მოწვევა. უცხოელ დამკვირვებლებს სრული შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი საქმიანობა განახორციელონ საქართველოში", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, მათ შორის აქტიურობს „საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ (IRI). აღნიშნულმა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა უკვე გაიარეს რეგისტრაცია ცესკოში.
„მათი დამკვირვებლებისთვის ჩვენი ოფისების კარი არის ღია. მიდიან ნებისმიერ რეგიონში, სვამენ კითხვებს, იღებენ ინფორმაციას, სრული თანამშრომლობა გვაქვს უცხოელ პარტნიორებთან არჩევნებზე დაკვირვების მიმართულებით", - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება კონკრეტულ ორგანიზაციებს, მათ შორის „სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ (ISFED), „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და რამდენიმე ძირითად ორგანიზაციას, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ობიექტურად აკვირდებიან არჩევნებს, პრემიერის თქმით, ისინი უშუალოდ მონაწილეობენ წინასაარჩევნო აგიტაციაში.
„ისინი პირდაპირი ფორმით მონაწილეობენ წინასაარჩევნო აგიტაციაში, პირდაპირ ასახელებენ საარჩევნო სუბიექტებს და ასეთ დროს როგორ შეიძლება, მათ განახორციელონ ობიექტური დაკვირვება?- განაცხადა კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ISFED-ი არის ორგანიზაცია, რომელმაც ოთხი წლის წინ, ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე გააყალბა პარალელური ხმის დათვლის შედეგები.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლის შემდეგ ცესკომ განაცხადა, რომ პროპორციულ არჩევნებში მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,22% მიიღო (პარტიული სიების მიხედვით), ხოლო ISFED-ის მონაცემებით – 45,8%. ოპოზიციამ მაშინვე განაცხადა, რომ ციფრების შეუსაბამობა არჩევნების შედეგების გაყალბებაზე მიუთითებს.
„პირდაპირ გააყალბა. ხელისგულზე იდო ეს ყველაფერი. ძალიან მარტივად ჩანდა. მეორე დღეს პირადად გავაკეთე Excel-ის ცხრილი, სადაც გამოჩნდა, რომ ბათილი ბიულეტენები ჰქონდათ მითვლილი. ხელისგულზე იდო ყველაფერი იმავე წამს და ჩვენ ხუთი კვირა დაგვჭირდა, რომ მათ ეს გადაცდომა ეღიარებინათ", - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, სინამდვილეში ეს იყო გაყალბება და ამიტომ არ აღიარებდნენ.
„რომ ყოფილიყო შეცდომა და ობიექტურები ყოფილიყვნენ, მეორე დღესვე დადებდნენ აღიარებით ჩვენებას, მაგრამ ხუთი კვირა არ აღიარეს სწორედ იმის გამო, რომ ეს იყო არა შეცდომა, არამედ გაყალბება“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.