დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 სექტემბერი

კოსმოსი - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 2 სექტემბერია, ორშაბათი. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
შესანიშნავი დღეა მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობებისთვის, სეირნობისთვის სუფთა ჰაერზე, მაგრამ არახელსაყრელი – აქტიური, ექსტრემალური სპორტული სახეობებისთვის. სიმშვიდის, მოდუნების, ჭეშმარიტი ფასეულობების დროა. გამოიყენეთ ის საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობების გამტკიცებისთვის. დრო დაუთმეთ ბავშვებს.
ვერძი: დღეს ზედმეტად ჯიუტი ხართ, ნებისმიერ წვრილმანშიც კი ამჟღავნებთ ამას. თქვენთან კამათში გამარჯვებასა და თქვენი სიჯიუტის დაძლევას ვერავინ შეძლებს. და პრინციპში, ეს არცაა საჭირო. ერთ–ორ დღეში ამის მიზეზი თავადაც წვრილმანად და სასაცილოდ მოგეჩვენებათ. თუმცა, ამის გამო შეიძლება სრულიად იოლად და დამსახურებულად მოგეწებოთ შარიანის, უაზრო მოკამათის იარლიყი.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2023
რომელი პროფესია შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: ერთმანეთის მიყოლებით გაჩნდება სურვილი, რომ გარშემომყოფების თვალში განამტკიცოთ და გააუმჯობესოთ საკუთარი იმიჯი. ნამდვილად გექნებათ შანსი, რომ საკუთარ თავს უკეთესი რეკომენდაცია გაუწიოთ ხელმძღვანელობის თვალში. ასევე გექნებათ შესაძლებლობა, მომგებიანად წარმოაჩინოთ თავი საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან.
ტყუპი: თქვენი წარმატების გარანტი – ეს თანამიმდევრულობაა, საქმეებში თანდათანობით წინ წაწევა. თქვენი გონება მკაფიოდ და სწრაფად იმუშავებს და საქმეც ბევრი გექნებათ. ურთიერთობებში იმპულსურობის ნაცვლად იმდენად დიდ გონივრულობას ამჟღავნებთ, რომ გარშემომყოფებს გააკვირვებთ კიდეც. საქმეებში ეს დიდ სარგებელს მოგიტანთ, სასიყვარულო ურთიერთობებში კი, რა გითხრათ – თქვენმა პარტნიორმა, შესაძლოა, მოწყენილობისგან მთქნარებაც კი დაიწყოს.
კირჩხიბი: დღეს აუცილებელი გახდება, რომ თქვენს ფინანსებში გაერკვეთ. აჯობებს, თუ ამ საქმეს სამომავლოდ არ გადადებთ იმიტომ, რომ ეს დრო საუკეთესოა ამ საქმიანობისთვის. კარგი იქნება, თუ დააწყობთ უახლოესი მომავლის ძირითად გეგმებს და განსაკუთრებულ ყურადღებას შემოსავლებსა და ხარჯებს დაუთმობთ. ასეთ შემთხვევაში ამ გეგმების წარმატების შანსი ძალზე მაღალი იქნება.
თავისუფლება - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2020
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს უმართლებს მოწიფულობისას
ლომი: დღეს მოგინდებათ, რომ ყველაფერში ლოგიკა და ფარული აზრი დაინახოთ, მაგრამ სამწუხაროა, რომ გარშემომყოფები თქვენს განწყობას არ გაიზიარებენ. არაუშავს, სანერვიულო არაფერია, მშვიდად მიხედეთ თქვენს საქმეებს და ყველაფერი შესანიშნავად იქნება. განსაკუთრებით წარმატებული იქნებით იმ საქმეებში, რომლებიც თანამიმდევრულობასა და ლოგიკურობას მოითხოვს, ამიტომ არ ღირს ზედმეტი ემოციების „დახარჯვა“ სხვა რამეებზე.
ქალწული: რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო, თქვენ მაინც დიდ კედელს აღმართავთ საკუთარ თავსა და ირგვლივ არსებულ სინამდვილეს შორის. დაე, შეიშალოს სამყარო, ყველა ჭკუიდან გადავიდეს – თქვენ, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც საკუთარ საქმეებში იქნებით ჩაფლული. არაფერი ღირს, მთელი სამყაროც კი, რომ თქვენს საქმეებს მოსწყდეთ. ერთადერთი, შეიძლება (სულ ცოტა ხნით) მის უცნაურობებსა და ნაკლოვანებებზე საუბარი...
სასწორი: დღეს გექნებათ შანსი, რომ ნებისმიერი შოუს ორგანიზება მოაწყოთ. საკითხი ისაა, თუ რა სახის შოუ იქნება ეს – ლამაზი სანახაობა უამრავი მაყურებლით თუ ბანალური ოჯახური სცენა ჭურჭლის მტვრევითა და მაღალ ტონში ლაპარაკით. ნებისმიერ შემთხვევაში დღეს თქვენი არტისტული ბუნება და ნიჭი ზენიტში იქნება. ისღა დაგრჩენიათ, რომ ის რამე „სიმპათიური“ ღონისძიებისთვის გამოიყენოთ.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2022
ზოდიაქოს ამ სამი ნიშნის წარმომადგენელი ქალები მამაკაცების გარეშე ვერ ძლებენ
მორიელი: დღეს თქვენს დღის წესრიგში ორგანიზაციასა და დისციპლინასთან დაკავშირებული საკითხები იდგება. ის, რაც არ ეწერება დადგენილ ნორმებსა და წესებში, თქვენთვის მიუღებელი გახდება. ეცადეთ, რომ ეს ძლიერ გაღიზიანებაში არ გადაიზარდოს. და თუ არ გინდათ, რომ „დიდი მორალისტის“ იარლიყი მოგეწებოთ, ნუ ეცდებით გარშემომყოფებისთვის მორალის წაკითხვას – დაუთმეთ ეს, მაგალითად, ლაფონტენს, მას უფრო კარგად გამოსდიოდა...
მშვილდოსანი: კარგი დღე გელოდებათ, მაღალია შემოქმედებითი პოტენციალი, გაჩნდება მრავალი შესანიშნავი იდეა. მზად ხართ შრომისთვის. ადამიანები გვერდში დაგიდებიან. კარგი იქნება, თუ გამონახავთ დროს და რამე სახის ერთობლივ მეგობრულ ღონისძიებას მოაწყობთ, წახვალთ სადმე, ისაუბრებთ საინტერესო თემებზე. ასეთ შემთხვევაში მეგობრული ატმოსფერო და პოზიტიური ემოციები გარანტირებული გაქვთ.
თხის რქა: ამ დღეს თქვენთვის კატეგორიულად „უკუნაჩვენებია“ ნებისმიერი ურთიერთობა ხელმძღვანელობასთან. თუ უფროსი მაინც მოინდომებს თქვენთან შეხვედრას და „წითელ ხალიჩაზე“ გამოგიძახებთ, ან ტელეფონით ეცდება თქვენთან დაკავშირებას, ყველანაირად ეცადეთ, რომ ეს თავიდან აირიდოთ – მოიფიქრეთ მიზეზი (მოულოდნელი შაკიკი, ავადმყოფი ბებია... წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ ეს საუბარი ხმამაღალ კამათში გადაიზარდოს და ბოლოს გათავისუფლებასაც არაფერი დააკლდება.
ადამიანის სილუეტი - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2020
ადამიანის ბიოველზე ძალადობა: გათვალვა, ჯადო, წყევლა – გავლენის ძალა, თავდაცვის ხერხები
მერწყული: დღეს თქვენ წინაშე ორი კითხვა დადგება: „ვინ არის დამნაშავე“ და „რა გავაკეთო“. თუ მეორე კითხვაზე პასუხის პოვნის შანსი ნაკლებია, პირველზე – დამნაშავეთა პოვნის საკითხში ბადალი არ გეყოლებათ. ფიქრი სამართლიანობაზე, იმაზე, თუ ვინ როგორ უნდა მოიქცეს, საკუთარ გეგმებს დაგავიწყებთ. იქნებ, სჯობს, თავი დაანებოთ დამნაშავეების ძებნას და საკუთარ საქმეებს მიხედოთ?
თევზები: არის რისკი იმისა, რომ მთელი დღე სხვისი პრობლემებისა და საკითხების გადაჭრაში გაატაროთ. ამის გამო საკუთარი საქმეები და გეგმები შეიძლება მეორე პლანზე გადავიდეს. სამაგიეროდ, ამას თავისი პლუსიც აქვს – სხვების დახმარების წყალობით გეძლევათ შესაძლებლობა, რომ ახალი მეგობრები და მოკავშირეები შეიძინოთ, რაც, აშკარად ცუდი არაა.
ყველა ახალი ამბავი
0