https://sputnik-georgia.com/20240823/aqvs-tu-ara-saqartvelos-moqalaqeebs-imuniteti-maimunis-yvavilze-eqimis-mosazreba-289557964.html
აქვს თუ არა საქართველოს მოქალაქეებს იმუნიტეტი მაიმუნის ყვავილზე - ექიმის მოსაზრება
აქვს თუ არა საქართველოს მოქალაქეებს იმუნიტეტი მაიმუნის ყვავილზე - ექიმის მოსაზრება
Sputnik საქართველო
დღეისთვის არსებობს ოთხი ტიპის ვაქცინა, რომელიც ეფექტურია როგორც პრევენციისთვის, ისე ინფიცირების შემდგომაც, განაცხადა ექიმმა 23.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-23T10:40+0400
2024-08-23T10:40+0400
2024-08-23T10:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
მაიმუნის ყვავილი
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1d/263251849_0:120:3068:1847_1920x0_80_0_0_c14664f50f8f34c7fe9dac80b59de594.jpg
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. 1980 წლამდე დაბადებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ყვავილზე სავალდებულო წესით აცრეს, იმუნიტეტი წლების განმავლობაში შეუმცირდათ და რთული სათქმელია, რამდენად ეფექტური იქნება დღეს, განაცხადა პრეს-კონფერენციაზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.ბოლო დღეებში სულ უფრო მეტი ქვეყანა მაიმუნის ყვავილის ახალი შტამით (mpox) ინფიცირების შემთხვევების ზრდაზე საუბრობს. ინფექცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) წელს გამოავლინა. დაავადება სწრაფად ვრცელდება არა მხოლოდ აფრიკის ქვეყნებში, სადაც ის უფრო ხშირია, არამედ აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთაც - შვედეთში, პაკისტანსა და ავსტრალიაში.მისი თქმით, დღეისთვის არსებობს ოთხი ტიპის ვაქცინა, რომელიც ეფექტურია როგორც პრევენციისთვის, ისე ინფიცირების შემდგომაც.„რაც შეეხება ვაქცინას, 4 ტიპის ვაქცინაა მსოფლიოში. მიიჩნევა, რომ ეს ვაქცინა ეფექტურია როგორც დაავადების თავიდან აცილების, ასევე ინფიცირების შემთხვევაში. თუ თქვენ კონტაქტი გქონდათ ადამიანთან, რომელსაც „მაიმუნის ყვავილი“ დაუდასტურდა, ამ ვაქცინის გაკეთება სწრაფად, დაავადებისგან თავის დაცვის შესაძლებლობად მიიჩნევა“, - განაცხადა ჩხაიძემ.არის თუ არა მაიმუნის ყვავილი ისეთივე საშიში როგორც COVID-19? ჯანმოს მონაცემები>>მისი თქმით, მკურნალობა არის სიმპტომური, მაგრამ არსებობს ანტივირუსული საშუალებაც, მისი საბოლოო ეფექტურობა კვლევებით დადასტურებული არაა, მაგრამ გამოიყენება წარმატებით და ამცირებს ლეტალურ შედეგს.ყველაფერი იწყება ვირუსული ინფექციით, ციებით, საერთო სისუსტით, რესპირატორული სიმპტომებით, შემდეგ იწყება სპეციფიური გამონაყარი, ბუშტუკების შიგნით არის სითხე, მალე ეს ბუშტუკები სკდება. საშუალოდ მაიმუნის ყვავილი ორიდან ოთხ კვირამდე გრძელდება.მაიმუნის ყვავილი ადამიანებში პირველად 1970 წელს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გამოვლინდა.2022 წლის ივლისში მაიმუნის ყვავილის აფეთქების გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რადგან ის სწრაფად გავრცელდა სქესობრივი გზით იმ ქვეყნებში, სადაც ვირუსი მანამდე არ ფიქსირდებოდა.2023 წლის მაისში მას შემდეგ რაც დაავადების შემთხვევების მდგრადი შემცირება დაფიქსირდა, საგანგებო სიტუაცია მოიხსნა. მაგრამ ამის შემდეგ შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.უკვე 2024 წელს შემთხვევების რაოდენობა გაცდა გასული წლის მაჩვენებლებს - 15,6 ათასზე მეტი შემთხვევა და 537 გარდაცვალება, ნათქვამია ჯანმოს განცხადებაში.მაია ბუწაშვილმა მაიმუნის ყვავილის საფრთხეებზე ისაუბრა: ვინ შედის რისკ-ჯგუფში>>ჯანმოს 12 აგვისტოს ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის იანვრიდან 2024 წლის ივნისამდე პერიოდში დაფიქსირდა მაიმუნის ყვავილის 99.176 ინფიცირების შემთხვევა და 208 გარდაცვალება (აქედან 141 აფრიკაში).მაიმუნის ყვავილი არის ვირუსული ინფექცია, რომელიც შეიძლება გადაეცეს ადამიანიდან ადამიანზე, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, ინფიცირება შეიძლება მოხდეს გარემოს საგნებისა და ზედაპირების მეშვეობით, რომლებსაც ინფიცირებული ადამიანი შეეხო.ტიპიური სიმპტომებია გამონაყარი კანზე ან ლორწოვანი გარსების დაზიანება, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს ორიდან ოთხ კვირამდე და ამას თან ახლავს ცხელება, თავის ტკივილი, კუნთებისა და ზურგის ტკივილი, სისუსტე და ლიმფური კვანძების გადიდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1d/263251849_337:0:3068:2048_1920x0_80_0_0_e97d19725a3158d6db201096ad30d4b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, მაიმუნის ყვავილი, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, მაიმუნის ყვავილი, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში
აქვს თუ არა საქართველოს მოქალაქეებს იმუნიტეტი მაიმუნის ყვავილზე - ექიმის მოსაზრება
დღეისთვის არსებობს ოთხი ტიპის ვაქცინა, რომელიც ეფექტურია როგორც პრევენციისთვის, ისე ინფიცირების შემდგომაც, განაცხადა ექიმმა
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. 1980 წლამდე დაბადებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ყვავილზე სავალდებულო წესით აცრეს, იმუნიტეტი წლების განმავლობაში შეუმცირდათ და რთული სათქმელია, რამდენად ეფექტური იქნება დღეს, განაცხადა პრეს-კონფერენციაზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
ბოლო დღეებში სულ უფრო მეტი ქვეყანა მაიმუნის ყვავილის ახალი შტამით (mpox) ინფიცირების შემთხვევების ზრდაზე საუბრობს. ინფექცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) წელს გამოავლინა. დაავადება სწრაფად ვრცელდება არა მხოლოდ აფრიკის ქვეყნებში, სადაც ის უფრო ხშირია, არამედ აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთაც - შვედეთში, პაკისტანსა და ავსტრალიაში.
„1980 წლამდე დაბადებულს, ვისაც აქვს ყვავილზე ვაქცინა გაკეთებული, მათ დაავადების საწინააღმდეგო აქტიური იმუნიტეტი ჰქონდათ. მაგრამ დროთა განმავლობაში ეს იმუნიტეტი შემცირდა, ამ ვაქცინის დამცველობითი უნარი შემცირდა. 2022-2023 წლის აფეთქება გარკვეულწილად უკავშირდება ამ იმუნიტეტის შემცირებას და გაქრობას. საქართველოში რთული სათქმელია არის თუ არა მოსახლეობის ფენაში დარჩენილი იმუნიტეტი“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მისი თქმით, დღეისთვის არსებობს ოთხი ტიპის ვაქცინა, რომელიც ეფექტურია როგორც პრევენციისთვის, ისე ინფიცირების შემდგომაც.
„რაც შეეხება ვაქცინას, 4 ტიპის ვაქცინაა მსოფლიოში. მიიჩნევა, რომ ეს ვაქცინა ეფექტურია როგორც დაავადების თავიდან აცილების, ასევე ინფიცირების შემთხვევაში. თუ თქვენ კონტაქტი გქონდათ ადამიანთან, რომელსაც „მაიმუნის ყვავილი“ დაუდასტურდა, ამ ვაქცინის გაკეთება სწრაფად, დაავადებისგან თავის დაცვის შესაძლებლობად მიიჩნევა“, - განაცხადა ჩხაიძემ.
მისი თქმით, მკურნალობა არის სიმპტომური, მაგრამ არსებობს ანტივირუსული საშუალებაც, მისი საბოლოო ეფექტურობა კვლევებით დადასტურებული არაა, მაგრამ გამოიყენება წარმატებით და ამცირებს ლეტალურ შედეგს.
ყველაფერი იწყება ვირუსული ინფექციით, ციებით, საერთო სისუსტით, რესპირატორული სიმპტომებით, შემდეგ იწყება სპეციფიური გამონაყარი, ბუშტუკების შიგნით არის სითხე, მალე ეს ბუშტუკები სკდება. საშუალოდ მაიმუნის ყვავილი ორიდან ოთხ კვირამდე გრძელდება.
მაიმუნის ყვავილი ადამიანებში პირველად 1970 წელს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გამოვლინდა.
2022 წლის ივლისში მაიმუნის ყვავილის აფეთქების გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რადგან ის სწრაფად გავრცელდა სქესობრივი გზით იმ ქვეყნებში, სადაც ვირუსი მანამდე არ ფიქსირდებოდა.
2023 წლის მაისში მას შემდეგ რაც დაავადების შემთხვევების მდგრადი შემცირება დაფიქსირდა, საგანგებო სიტუაცია მოიხსნა. მაგრამ ამის შემდეგ შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
უკვე 2024 წელს შემთხვევების რაოდენობა გაცდა გასული წლის მაჩვენებლებს - 15,6 ათასზე მეტი შემთხვევა და 537 გარდაცვალება, ნათქვამია ჯანმოს განცხადებაში.
ჯანმოს 12 აგვისტოს ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის იანვრიდან 2024 წლის ივნისამდე პერიოდში დაფიქსირდა მაიმუნის ყვავილის 99.176 ინფიცირების შემთხვევა და 208 გარდაცვალება (აქედან 141 აფრიკაში).
მაიმუნის ყვავილი არის ვირუსული ინფექცია, რომელიც შეიძლება გადაეცეს ადამიანიდან ადამიანზე, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, ინფიცირება შეიძლება მოხდეს გარემოს საგნებისა და ზედაპირების მეშვეობით, რომლებსაც ინფიცირებული ადამიანი შეეხო.
ტიპიური სიმპტომებია გამონაყარი კანზე ან ლორწოვანი გარსების დაზიანება, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს ორიდან ოთხ კვირამდე და ამას თან ახლავს ცხელება, თავის ტკივილი, კუნთებისა და ზურგის ტკივილი, სისუსტე და ლიმფური კვანძების გადიდება.