მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

არის თუ არა მაიმუნის ყვავილი ისეთივე საშიში როგორც COVID-19? ჯანმოს მონაცემები

© photo: Sputnik / Aleksey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიჯანმოს ემბლემა
ჯანმოს ემბლემა - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2024
გამოწერა
მაიმუნის ყვავილი „გადამწყვეტი გამოწვევას“ არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, აღნიშნეს ჯანმოში
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. მაიმუნის ყვავილი (მპოქსი), რომელიც კვლავ გამოჩნდა აფრიკაში, არ არის „ახალი COVID-19“ და ჩვენ ვიცით, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, თქვა ჰანს კლუგემ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელმა.
ბოლო დღეებში სულ უფრო მეტი ქვეყანა მაიმუნის ყვავილის ახალი შტამით (mpox) ინფიცირების შემთხვევების ზრდაზე საუბრობს. ინფექცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) წელს გამოავლინა. დაავადება სწრაფად ვრცელდება არა მხოლოდ აფრიკის ქვეყნებში, სადაც ის უფრო ხშირია, არამედ აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთაც - შვედეთში, პაკისტანსა და ავსტრალიაში.
„მაიმუნის ყვავილი არ არის „ახალი COVID-19“... ჩვენ ვიცით, როგორ გავაკონტროლოთ მაიმუნის ყვავილი და ასევე რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ევროპის რეგიონში მისი გავრცელების სრულად აღმოსაფხვრელად“, - თქვა ჰანს კლუგემ.
ბიუროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ 2022 წელს ჯანმოს უკვე ჰქონდა საკმაოდ წარმატებული გამოცდილება ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ „მიზანდასახულობა და რესურსი“ საფრთხის სრულად აღმოსაფხვრელად არასაკმარისი აღმოჩნდა.
როგორც კლუგემ აღნიშნა, ჯანმო-ს მონაცემებით, ამჟამად ევროპის რეგიონში ყოველთვიურად მაიმუნის ყვავილის დაახლოებით 100 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.
კლუგემ მოუწოდა ევროპის ქვეყნებს, გამოიჩინონ სოლიდარობა აფრიკის რეგიონთან და ერთობლივი ძალისხმევით შეაჩერონ დაავადების გავრცელება მთელ მსოფლიოში.
„ჩვენ შეგვიძლია და უნდა ვებრძოლოთ მაიმუნების ყვავილს ერთად - ყველა რეგიონში და ყველა კონტინენტზე“, - თქვა კლუგემ.
მან ასევე უწოდა მაიმუნის ყვავილს „გადამწყვეტი გამოწვევა“ არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
მაიმუნის ყვავილი ადამიანებში პირველად 1970 წელს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გამოვლინდა.
2022 წლის ივლისში მაიმუნის ყვავილის აფეთქების გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რადგან ის სწრაფად გავრცელდა სქესობრივი გზით იმ ქვეყნებში, სადაც ვირუსი მანამდე არ ფიქსირდებოდა.
2023 წლის მაისში მას შემდეგ რაც დაავადების შემთხვევების მდგრადი შემცირება დაფიქსირდა, საგანგებო სიტუაცია მოიხსნა. მაგრამ ამის შემდეგ შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
უკვე 2024 წელს შემთხვევების რაოდენობა გაცდა გასული წლის მაჩვენებლებს - 15,6 ათასზე მეტი შემთხვევა და 537 გარდაცვალება, ნათქვამია ჯანმოს განცხადებაში.
მაია ბუწაშვილმა მაიმუნის ყვავილის საფრთხეებზე ისაუბრა: ვინ შედის რისკ-ჯგუფში>>
ჯანმოს 12 აგვისტოს ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის იანვრიდან 2024 წლის ივნისამდე პერიოდში დაფიქსირდა მაიმუნის ყვავილის 99.176 ინფიცირების შემთხვევა და 208 გარდაცვალება (აქედან 141 აფრიკაში).
მაიმუნის ყვავილი არის ვირუსული ინფექცია, რომელიც შეიძლება გადაეცეს ადამიანიდან ადამიანზე, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, ინფიცირება შეიძლება მოხდეს გარემოს საგნებისა და ზედაპირების მეშვეობით, რომლებსაც ინფიცირებული ადამიანი შეეხო.
ტიპიური სიმპტომებია გამონაყარი კანზე ან ლორწოვანი გარსების დაზიანება, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს ორიდან ოთხ კვირამდე და ამას თან ახლავს ცხელება, თავის ტკივილი, კუნთებისა და ზურგის ტკივილი, სისუსტე და ლიმფური კვანძების გადიდება.
ყველა ახალი ამბავი
0