https://sputnik-georgia.com/20240817/maia-buwasvilma-maimunis-yavilis-safrtxeebze-isaubra-289496332.html
მაია ბუწაშვილმა მაიმუნის ყვავილის საფრთხეებზე ისაუბრა: ვინ შედის რისკ-ჯგუფში
მაია ბუწაშვილმა მაიმუნის ყვავილის საფრთხეებზე ისაუბრა: ვინ შედის რისკ-ჯგუფში
Sputnik საქართველო
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში ვირუსის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. 17.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-17T17:30+0400
2024-08-17T17:30+0400
2024-08-17T17:30+0400
საქართველო
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
მაიმუნის ყვავილი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0b/250588153_0:178:3010:1871_1920x0_80_0_0_3fcbfd718144a643c325ce6187028397.jpg
თბილისი, 17 აგვისტო - Sputnik. მაიმუნის ყვავილი შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებსა და ორსულებში, განაცხადა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა.მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა აფრიკაში „მაიმუნის ყვავილის“ (mpox) ეპიდემია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში საერთაშირისო მნიშვნელობის მქონე საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა. ამ ინფექციური დაავადების აფეთქების გამო დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის აფრიკულმა ცენტრებმა ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში ვირუსის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.მაიმუნის ყვავილი არის ვირუსული ინფექცია, რომელიც შეიძლება გადაეცეს ადამიანიდან ადამიანზე, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, ინფიცირება შეიძლება მოხდეს გარემოს საგნებისა და ზედაპირების მეშვეობით, რომლებსაც ინფიცირებული ადამიანი შეეხო.ტიპიური სიმპტომებია გამონაყარი კანზე ან ლორწოვანი გარსების დაზიანება, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს ორიდან ოთხ კვირამდე და ამას თან ახლავს ცხელება, თავის ტკივილი, კუნთებისა და ზურგის ტკივილი, სისუსტე და ლიმფური კვანძების გადიდება.მაიმუნის ყვავილი ადამიანებში პირველად 1970 წელს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გამოვლინდა.მაიმუნის ყვავილი: მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება>>2022 წლის ივლისში მაიმუნის ყვავილის აფეთქების გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რადგან ის სწრაფად გავრცელდა სქესობრივი გზით იმ ქვეყნებში, სადაც ვირუსი მანამდე არ ფიქსირდებოდა.2023 წლის მაისში მას შემდეგ რაც დაავადების შემთხვევების მდგრადი შემცირება დაფიქსირდა, საგანგებო სიტუაცია მოიხსნა. მაგრამ ამის შემდეგ შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.უკვე 2024 წელს შემთხვევების რაოდენობა გაცდა გასული წლის მაჩვენებლებს - 15,6 ათასზე მეტი შემთხვევა და 537 გარდაცვალება, ნათქვამია ჯანმოს განცხადებაში.ჯანმოს 12 აგვისტოს ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის იანვრიდან 2024 წლის ივნისამდე პერიოდში დაფიქსირდა მაიმუნის ყვავილის 99.176 ინფიცირების შემთხვევა და 208 გარდაცვალება (აქედან 141 აფრიკაში).16 აგვისტოს mpox ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა პაკისტანში დადასტურდა. პაკისტანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ქვეყანაში 3 აგვისტოს დაბრუნდა.გარდა ამისა, ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა ავსტრალიაში ფიქსირდება. ავსტრალიის უდიდეს შტატის, ახალი სამხრეთ უელსის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში რეგიონში ინფექციის 90-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.დაავადება სწრაფად ევროპაშიც ვრცელდება - 15 აგვისტოს მაიმუნის ახალი შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა შვედეთში დაფიქსირდა.ამასთან, ევროპის ქვეყნებში უკვე ორი წელია მძვინვარებს დაავადების ძველი ვერსია, რომელიც ყველაზე ნაკლებად საშიშია ადამიანებისთვის. ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ 2022 წლიდან მაიმუნების ყვავილის ვირუსის გავრცელების დასაწყისიდან სამეფოში დაფიქსირდა ინფიცირების 8.104 შემთხვევა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპის ქვეყნებს შორის. შემთხვევათა რაოდენობით ესპანეთს მოსდევს საფრანგეთი (4272) და დიდი ბრიტანეთი (3866).ამავე დროს, გუშინ ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტომ (UKHSA) განაცხადა, რომ სამეფოს ხელისუფლება ემზადება ქვეყანაში ახალი შტამის შესაძლო გამოვლენისა და გავრცელებისთვის. ასეთი მომზადება მოიცავს სწრაფი ტესტირების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროტოკოლების შემუშავებას ინფიცირებული ადამიანების უსაფრთხო მკურნალობისთვის და ინფექციის გავრცელების პრევენციას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0b/250588153_140:0:2871:2048_1920x0_80_0_0_90c558fff843ab865b024eb18c69b5fd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, მაიმუნის ყვავილი, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, მაიმუნის ყვავილი, ახალი ამბები
მაია ბუწაშვილმა მაიმუნის ყვავილის საფრთხეებზე ისაუბრა: ვინ შედის რისკ-ჯგუფში
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში ვირუსის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
თბილისი, 17 აგვისტო - Sputnik. მაიმუნის ყვავილი შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებსა და ორსულებში, განაცხადა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა აფრიკაში „მაიმუნის ყვავილის“ (mpox) ეპიდემია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში საერთაშირისო მნიშვნელობის მქონე საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა. ამ ინფექციური დაავადების აფეთქების გამო დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის აფრიკულმა ცენტრებმა ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში ვირუსის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
„დაავადება შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში (იმუნიტეტის დაქვეითება ამა თუ იმ მიზეზის გამო - რედ.), - აღნიშნა ბუწაშვილმა.
მაიმუნის ყვავილი არის ვირუსული ინფექცია, რომელიც შეიძლება გადაეცეს ადამიანიდან ადამიანზე, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, ინფიცირება შეიძლება მოხდეს გარემოს საგნებისა და ზედაპირების მეშვეობით, რომლებსაც ინფიცირებული ადამიანი შეეხო.
ტიპიური სიმპტომებია გამონაყარი კანზე ან ლორწოვანი გარსების დაზიანება, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს ორიდან ოთხ კვირამდე და ამას თან ახლავს ცხელება, თავის ტკივილი, კუნთებისა და ზურგის ტკივილი, სისუსტე და ლიმფური კვანძების გადიდება.
მაიმუნის ყვავილი ადამიანებში პირველად 1970 წელს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გამოვლინდა.
2022 წლის ივლისში მაიმუნის ყვავილის აფეთქების გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რადგან ის სწრაფად გავრცელდა სქესობრივი გზით იმ ქვეყნებში, სადაც ვირუსი მანამდე არ ფიქსირდებოდა.
2023 წლის მაისში მას შემდეგ რაც დაავადების შემთხვევების მდგრადი შემცირება დაფიქსირდა, საგანგებო სიტუაცია მოიხსნა. მაგრამ ამის შემდეგ შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
უკვე 2024 წელს შემთხვევების რაოდენობა გაცდა გასული წლის მაჩვენებლებს - 15,6 ათასზე მეტი შემთხვევა და 537 გარდაცვალება, ნათქვამია ჯანმოს განცხადებაში.
ჯანმოს 12 აგვისტოს ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის იანვრიდან 2024 წლის ივნისამდე პერიოდში დაფიქსირდა მაიმუნის ყვავილის 99.176 ინფიცირების შემთხვევა და 208 გარდაცვალება (აქედან 141 აფრიკაში).
16 აგვისტოს mpox ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა პაკისტანში დადასტურდა. პაკისტანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ქვეყანაში 3 აგვისტოს დაბრუნდა.
გარდა ამისა, ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა ავსტრალიაში ფიქსირდება. ავსტრალიის უდიდეს შტატის, ახალი სამხრეთ უელსის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში რეგიონში ინფექციის 90-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
დაავადება სწრაფად ევროპაშიც ვრცელდება - 15 აგვისტოს მაიმუნის ახალი შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა შვედეთში დაფიქსირდა.
ამასთან, ევროპის ქვეყნებში უკვე ორი წელია მძვინვარებს დაავადების ძველი ვერსია, რომელიც ყველაზე ნაკლებად საშიშია ადამიანებისთვის. ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ 2022 წლიდან მაიმუნების ყვავილის ვირუსის გავრცელების დასაწყისიდან სამეფოში დაფიქსირდა ინფიცირების 8.104 შემთხვევა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპის ქვეყნებს შორის. შემთხვევათა რაოდენობით ესპანეთს მოსდევს საფრანგეთი (4272) და დიდი ბრიტანეთი (3866).
ამავე დროს, გუშინ ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტომ (UKHSA) განაცხადა, რომ სამეფოს ხელისუფლება ემზადება ქვეყანაში ახალი შტამის შესაძლო გამოვლენისა და გავრცელებისთვის. ასეთი მომზადება მოიცავს სწრაფი ტესტირების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროტოკოლების შემუშავებას ინფიცირებული ადამიანების უსაფრთხო მკურნალობისთვის და ინფექციის გავრცელების პრევენციას.