https://sputnik-georgia.com/20240816/maimunis-yvavili-msofliosi-inficirebulta-raodenoba-izrdeba-289489795.html
მაიმუნის ყვავილი: მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება
მაიმუნის ყვავილი: მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება
Sputnik საქართველო
დღეს mpox ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა პაკისტანში დადასტურდა - პაციენტი არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ქვეყანაში 3 აგვისტოს დაბრუნდა. 16.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-16T23:53+0400
2024-08-16T23:53+0400
2024-08-16T23:53+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
მაიმუნის ყვავილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/11/273147556_0:156:3087:1892_1920x0_80_0_0_4830667b48ef803c5a57fb08a2c7726f.jpg
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. მაიმუნის ყვავილი, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში პერიოდულად იფეთქებდა რიგ ქვეყნებში, დღეს მსოფლიოს მზარდ საფრთხეს უქმნის.ბოლო დღეებში სულ უფრო მეტი ქვეყანა აფიქსირებს მაიმუნის ყვავილის ახალი შტამით (mpox) ინფიცირების შემთხვევების ზრდას, რომელიც წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გამოავლინა. უფრო მეტიც, დაავადება სწრაფად ვრცელდება არა მხოლოდ აფრიკის ქვეყნებში, სადაც ის უფრო ხშირია, არამედ აფრიკის კონტინენტის გარეთაც.დღეს პაკისტანში mpox ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. პაკისტანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ქვეყანაში 3 აგვისტოს დაბრუნდა.ჩხაიძე: წარმოადგენს თუ არა აფრიკაში გავრცელებული მაიმუნის ყვავილი საფრთხეს საქართველოსთვის >>გარდა ამისა, ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა ავსტრალიაში ფიქსირდება. ავსტრალიის უდიდეს შტატის, ახალი სამხრეთ უელსის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში რეგიონში ინფექციის 90-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.დაავადება სწრაფად ევროპაშიც ვრცელდება - გუშინ მაიმუნის ახალი შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა შვედეთში დაფიქსირდა.ამასთან, ევროპის ქვეყნებში უკვე ორი წელია მძვინვარებს დაავადების ძველი ვერსია, რომელიც ყველაზე ნაკლებად საშიშია ადამიანებისთვის. ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ 2022 წლიდან მაიმუნების ყვავილის ვირუსის გავრცელების დასაწყისიდან სამეფოში დაფიქსირდა ინფიცირების 8.104 შემთხვევა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპის ქვეყნებს შორის. შემთხვევათა რაოდენობით ესპანეთს მოსდევს საფრანგეთი (4272) და დიდი ბრიტანეთი (3866).ამავე დროს, გუშინ ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტომ (UKHSA) განაცხადა, რომ სამეფოს ხელისუფლება ემზადება ქვეყანაში ახალი შტამის შესაძლო გამოვლენისა და გავრცელებისთვის. ასეთი მომზადება მოიცავს სწრაფი ტესტირების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროტოკოლების შემუშავებას ინფიცირებული ადამიანების უსაფრთხო მკურნალობისთვის და ინფექციის გავრცელების პრევენციას.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/11/273147556_177:0:2908:2048_1920x0_80_0_0_cb84fa2ce27134155a54edd32b5c0d36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, მაიმუნის ყვავილი
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, მაიმუნის ყვავილი
მაიმუნის ყვავილი: მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება
დღეს mpox ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა პაკისტანში დადასტურდა - პაციენტი არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ქვეყანაში 3 აგვისტოს დაბრუნდა.
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. მაიმუნის ყვავილი, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში პერიოდულად იფეთქებდა რიგ ქვეყნებში, დღეს მსოფლიოს მზარდ საფრთხეს უქმნის.
ბოლო დღეებში სულ უფრო მეტი ქვეყანა აფიქსირებს მაიმუნის ყვავილის ახალი შტამით (mpox) ინფიცირების შემთხვევების ზრდას, რომელიც წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გამოავლინა. უფრო მეტიც, დაავადება სწრაფად ვრცელდება არა მხოლოდ აფრიკის ქვეყნებში, სადაც ის უფრო ხშირია, არამედ აფრიკის კონტინენტის გარეთაც.
დღეს პაკისტანში mpox ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. პაკისტანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ქვეყანაში 3 აგვისტოს დაბრუნდა.
გარდა ამისა, ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა ავსტრალიაში ფიქსირდება. ავსტრალიის უდიდეს შტატის, ახალი სამხრეთ უელსის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში რეგიონში ინფექციის 90-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
დაავადება სწრაფად ევროპაშიც ვრცელდება - გუშინ მაიმუნის ახალი შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა შვედეთში დაფიქსირდა.
ამასთან, ევროპის ქვეყნებში უკვე ორი წელია მძვინვარებს დაავადების ძველი ვერსია, რომელიც ყველაზე ნაკლებად საშიშია ადამიანებისთვის. ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ 2022 წლიდან მაიმუნების ყვავილის ვირუსის გავრცელების დასაწყისიდან სამეფოში დაფიქსირდა ინფიცირების 8.104 შემთხვევა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპის ქვეყნებს შორის. შემთხვევათა რაოდენობით ესპანეთს მოსდევს საფრანგეთი (4272) და დიდი ბრიტანეთი (3866).
ამავე დროს, გუშინ ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტომ (UKHSA) განაცხადა, რომ სამეფოს ხელისუფლება ემზადება ქვეყანაში ახალი შტამის შესაძლო გამოვლენისა და გავრცელებისთვის. ასეთი მომზადება მოიცავს სწრაფი ტესტირების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროტოკოლების შემუშავებას ინფიცირებული ადამიანების უსაფრთხო მკურნალობისთვის და ინფექციის გავრცელების პრევენციას.