https://sputnik-georgia.com/20240816/cxaize-warmoadgens-tu-ara-afrikasi-gavrcelebuli-maimunis-yvavili-safrtxes-saqartvelostvis-289475940.html
ჩხაიძე: წარმოადგენს თუ არა აფრიკაში გავრცელებული მაიმუნის ყვავილი საფრთხეს საქართველოსთვის
ჩხაიძე: წარმოადგენს თუ არა აფრიკაში გავრცელებული მაიმუნის ყვავილი საფრთხეს საქართველოსთვის
Sputnik საქართველო
მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევები ორი წლის წინ დაფიქსირდა და იმ დროიდან ეპიდვითარება არსებითად არ შეცვლილა, განაცხადა ექიმმა. 16.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-16T10:47+0400
2024-08-16T10:47+0400
2024-08-16T10:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
მაიმუნის ყვავილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/13/268667655_0:194:3130:1955_1920x0_80_0_0_f45c3729b5627f4f22b93f3a7c08be44.jpg
თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. მაიმუნის ყვავილი ჯერჯერობით არ გაცილებულა აფრიკის ფარგლებს, ამიტომ ჯანმოს ზომები უფრო პროფილაქტიკურია, ვიდრე რეალურ საფრთხეს ასახავს დანარჩენი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, განაცხადა იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა აფრიკაში „მაიმუნის ყვავილის“ (mpox) ეპიდემია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში საერთაშირისო მნიშვნელობის მქონე საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა. ამ ინფექციური დაავადების აფეთქების გამო დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის აფრიკულმა ცენტრებმა ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.მისი თქმით, მაიმუნის ყვავილზე საუბარი 2023 წელსაც იყო, როდესაც პირველად დაფიქსირდა მისი შემთხვევები, მაგრამ დღევანდელი პრობლემა, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, რადიკალურად არ განსხვავდება იმ მდგომარეობისგან, რომელიც იყო 2 წლის წინ.„აქ საგანგაშო და სანერვიულო საქართველოს მოსახლეობას ნამდვილად არაფერი არ აქვს,“ - აცხადებს ჩხაიძე.თავის მხრივ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგემ მაია ზალდასტანიშვილმა ისაუბრა მაიმუნის ყვავილისთვის დამახასიათებელ სიმპტომებზე, მათ შორის არის მაღალი სიცხე და უცნაური გამონაყარი.მისი თქმით, შესაძლოა მთელი ოჯახიც დაინფიცირდეს, ამიტომ დაავადების გამოვლენისთანავე აუცილებელია დისტანცირება და მაქსიმალური თავდაცვა.ადამიანებში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა 1970 წელს კონგოში დაფიქსირდა.2022 წლის ივლისში მაიმუნის ყვავილის აფეთქების გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რადგან ის სწრაფად გავრცელდა სქესობრივი გზით იმ ქვეყნებში, სადაც ვირუსი მანამდე არ ფიქსირდებოდა.2023 წლის მაისში მას შემდეგ რაც დაავადების შემთხვევების მდგრადი შემცირება დაფიქსირდა, საგანგებო სიტუაცია მოიხსნა. მაგრამ ამის შემდეგ შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.უკვე 2024 წელს შემთხვევების რაოდენობა გაცდა გასული წლის მაჩვენებლებს - 15,6 ათასზე მეტი შემთხვევა და 537 გარდაცვალება, ნათქვამია ჯანმოს განცხადებაში.ჯანმოს 12 აგვისტოს ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის იანვრიდან 2024 წლის ივნისამდე პერიოდში დაფიქსირდა მაიმუნის ყვავილის 99.176 ინფიცირების შემთხვევა და 208 გარდაცვალება (აქედან 141 აფრიკაში).Monkeypox (მაიმუნის ყვავილი) იშვიათი ზოონოზური ვირუსული ინფექციაა, რომლის სიმპტომებიც ძალიან ჰგავს ჩვეულებრივი ყვავილის სიმპტომებს. მაიმუნის ყვავილის ვირუსი ადამიანს ავადმყოფის ინფიცირებით დაზიანებულ კერებთან, ბიოლოგიურ სითხეებთან და ვირუსით დაბინძურებულ ქსოვილებთან (მაგალითად, ლოგინის თეთრეული) მჭიდრო კონტაქტითა და ასევე ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა. საინკუბაციო პერიოდი 6-13 დღეს მოიცავს, თუმცა შესაძლოა 5-21 დღემდე გაგრძელდეს. მაიმუნის ყვავილის ეპიდემიის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1%-დან 10%-მდე მერყეობს.მაიმუნის ყვავილს ახასიათებს გრიპის მაგვარი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება.1-3 დღეში სახეზე ჩნდება გამონაყარი, რომელიც მთელ სხეულზე ვრცელდება და თანდათანობით სითხიან ბუშტუკებს აჩენს. ამ ტიპის გამონაყარი გარკვეული პერიოდის შემდეგ ქრება და მის ადგილზე წარმოიქმნება ნაწიბურები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება.დიაგნოსტიკა ხდება PCR–ტესტირების მეთოდით. გადამტანად გვევლინებიან მღრღნელები და პრიმატები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/13/268667655_257:0:2988:2048_1920x0_80_0_0_7140f94886e2e96e0873f1f7df04dac2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, მაიმუნის ყვავილი
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, მაიმუნის ყვავილი
ჩხაიძე: წარმოადგენს თუ არა აფრიკაში გავრცელებული მაიმუნის ყვავილი საფრთხეს საქართველოსთვის
მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევები ორი წლის წინ დაფიქსირდა და იმ დროიდან ეპიდვითარება არსებითად არ შეცვლილა, განაცხადა ექიმმა.
თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. მაიმუნის ყვავილი ჯერჯერობით არ გაცილებულა აფრიკის ფარგლებს, ამიტომ ჯანმოს ზომები უფრო პროფილაქტიკურია, ვიდრე რეალურ საფრთხეს ასახავს დანარჩენი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, განაცხადა იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა აფრიკაში „მაიმუნის ყვავილის“ (mpox) ეპიდემია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში საერთაშირისო მნიშვნელობის მქონე საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა. ამ ინფექციური დაავადების აფეთქების გამო დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის აფრიკულმა ცენტრებმა ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.
„მაიმუნის ყვავილი ჯერჯერობით არ გაცილებულა აფრიკის ფარგლებს, ამიტომ ჯანმოს ეს გადაწყვეტილება, უფრო მეტად, პრევენციულია მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნებისთვის, ვიდრე რეალურ საშიშროებას ასახავს, თუნდაც საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის უბრალოდ ნიშანი იმისა, რომ მსოფლიოს გარკვეულ რეგიონში ასეთი სერიოზული პრობლემა გამოჩნდა“, - განაცხადა ჩხაიძემ.
მისი თქმით, მაიმუნის ყვავილზე საუბარი 2023 წელსაც იყო, როდესაც პირველად დაფიქსირდა მისი შემთხვევები, მაგრამ დღევანდელი პრობლემა, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, რადიკალურად არ განსხვავდება იმ მდგომარეობისგან, რომელიც იყო 2 წლის წინ.
„აქ საგანგაშო და სანერვიულო საქართველოს მოსახლეობას ნამდვილად არაფერი არ აქვს,“ - აცხადებს ჩხაიძე.
თავის მხრივ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგემ მაია ზალდასტანიშვილმა ისაუბრა მაიმუნის ყვავილისთვის დამახასიათებელ სიმპტომებზე, მათ შორის არის მაღალი სიცხე და უცნაური გამონაყარი.
„დამახასიათებელი სიმპტომი არის მაღალი ცხელება და ძალიან უცნაური გამონაყარი, რომელიც ფიქსირდება ხელის გულებსა და ფეხის გულებზე. გადამდებია, ეს არის ზოონოზური ინფექცია, ძირითადად გადამდებია ცხოველებისგან და ასევე - დაბინძურებული ცხოველის, ან ადამიანის სითხე, ყველანაირი გამონაყოფი - ეს იქნება ნერწყვი, სპერმა, შარდი და ა.შ. ძირითადად, გადადის ძალიან მჭიდრო კონტაქტით“, - აცხადებს ზალდასტანიშვილი.
მისი თქმით, შესაძლოა მთელი ოჯახიც დაინფიცირდეს, ამიტომ დაავადების გამოვლენისთანავე აუცილებელია დისტანცირება და მაქსიმალური თავდაცვა.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა ევროპაში, კერძოდ კი შვედეთში დაფიქსირდა. ადამიანებში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა 1970 წელს კონგოში დაფიქსირდა.
2022 წლის ივლისში მაიმუნის ყვავილის აფეთქების გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რადგან ის სწრაფად გავრცელდა სქესობრივი გზით იმ ქვეყნებში, სადაც ვირუსი მანამდე არ ფიქსირდებოდა.
2023 წლის მაისში მას შემდეგ რაც დაავადების შემთხვევების მდგრადი შემცირება დაფიქსირდა, საგანგებო სიტუაცია მოიხსნა. მაგრამ ამის შემდეგ შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
უკვე 2024 წელს შემთხვევების რაოდენობა გაცდა გასული წლის მაჩვენებლებს - 15,6 ათასზე მეტი შემთხვევა და 537 გარდაცვალება, ნათქვამია ჯანმოს განცხადებაში.
ჯანმოს 12 აგვისტოს ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის იანვრიდან 2024 წლის ივნისამდე პერიოდში დაფიქსირდა მაიმუნის ყვავილის 99.176 ინფიცირების შემთხვევა და 208 გარდაცვალება (აქედან 141 აფრიკაში).
Monkeypox (მაიმუნის ყვავილი) იშვიათი ზოონოზური ვირუსული ინფექციაა, რომლის სიმპტომებიც ძალიან ჰგავს ჩვეულებრივი ყვავილის სიმპტომებს. მაიმუნის ყვავილის ვირუსი ადამიანს ავადმყოფის ინფიცირებით დაზიანებულ კერებთან, ბიოლოგიურ სითხეებთან და ვირუსით დაბინძურებულ ქსოვილებთან (მაგალითად, ლოგინის თეთრეული) მჭიდრო კონტაქტითა და ასევე ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა. საინკუბაციო პერიოდი 6-13 დღეს მოიცავს, თუმცა შესაძლოა 5-21 დღემდე გაგრძელდეს. მაიმუნის ყვავილის ეპიდემიის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1%-დან 10%-მდე მერყეობს.
მაიმუნის ყვავილს ახასიათებს გრიპის მაგვარი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება.1-3 დღეში სახეზე ჩნდება გამონაყარი, რომელიც მთელ სხეულზე ვრცელდება და თანდათანობით სითხიან ბუშტუკებს აჩენს. ამ ტიპის გამონაყარი გარკვეული პერიოდის შემდეგ ქრება და მის ადგილზე წარმოიქმნება ნაწიბურები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება.
დიაგნოსტიკა ხდება PCR–ტესტირების მეთოდით. გადამტანად გვევლინებიან მღრღნელები და პრიმატები.