https://sputnik-georgia.com/20240822/politologi-qartuli-ocneba-damajereblad-moigebs-arcevnebs-mxolod-erti-pirobit-289547528.html
პოლიტოლოგი: „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს არჩევნებს მხოლოდ ერთი პირობით
პოლიტოლოგი: „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს არჩევნებს მხოლოდ ერთი პირობით
Sputnik საქართველო
„ქართულმა ოცნებამ“ პროვოკაციებს უნდა ელოდოს ოპოზიციისგან უცხოელი ლობისტების მხარდაჭერით, განაცხადა მამრაძემ 22.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-22T13:03+0400
2024-08-22T13:03+0400
2024-08-22T13:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ქართული ოცნება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/11/289037223_10:0:721:400_1920x0_80_0_0_97418ab0fb91905ebc780b8fb9302301.jpg
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. მმართველ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შეუძლია მოიპოვოს სულ მცირე საპარლამენტო უმრავლესობა მომავალ არჩევნებზე, მაგრამ ამისათვის ის არ უნდა წამოეგოს პროვოკაციებს, რომლებიც ოპოზიციის მხრიდან არის მოსალოდნელი, განაცხადა პოლიტოლოგმა პეტრე მამრაძემ Sputnik-საქართველოსთან ინტერვიუში.პირველად საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პარტიული სიებით და ელექტრონული ხმის მიცემის სისტემით ჩატარდება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური მთვლელი მანქანა. ასეთი ტექნოლოგიები ემსახურება პროცედურის გამარტივებას, ადამიანური შეცდომების მინიმიზაციას, საიმედოობის მაღალ დონეს, დათვლის სიზუსტეს და წინასწარი შედეგების მოკლე დროში გამოცხადებას. პარლამენტში მოხვდებიან პარტიები, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.ოპოზიციას კი საქმე ისე აეწყო, რომ 5 პროცენტიან ბარიერს ცალ-ცალკე ვერ გადალახავენ, ამიტომ აქტიურად ერთიანდებიან და სხვადასხვა კონფიგურაციებს ქმნიან. მან თვალსაჩინოებისთვის პარტია „ევროპული საქართველოს“ მაგალითი მოიყვანა.მაგალითად, „ევროპული საქართველო“, რომელმაც ჩერგოლეიშვილი და ბოკერია გააძევა, ახლა სააკაშვილს დაუბრუნდა, რადგან სხვა შანსი არ აქვთ და ეს ძალიან კარგად იციან“, - განაცხადა მამრაძემ. თქვა .ბოკერია იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი საქართველოში და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის ერთ-ერთი ორგანიზატორი. სხვა პოლიტიკოსებთან ერთად დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“ და სათავეში ჩაუდგა ჯერ კიდევ 1999 წელს დარეგისტრირებულ „ევროპულ საქართველოს“. ერთი კვირის წინ, თანამებრძოლებთან უთანხმოების შემდეგ, ბოკერიამ და მისმა მეუღლემ პარტია „ფედერალისტები“ დააარსეს.„ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში დასავლეთი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს - პოლიტოლოგი>რაც შეეხება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ პროვოკაციებს, ისინი, პოლიტოლოგ პეტრე მამრაძის თქმით, მოსალოდნელია უცხოელი ლობისტების მხარდაჭერით.მაგალითის სახით მამრაძემ მოიყვანა „დემოკრატიის ფესტივალი“, რომელიც საქართველოს სამ ქალაქში არასამთავრობო ორგანიზაცია „აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა“ (EECMD) „პარტიების და დემოკრატიის დანიის ინსტიტუტის“ (DIPD) მხარდაჭერით გამართა.DIPD არის პარტიების საზოგადოება დანიის პარლამენტში, რომელიც მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან დემოკრატიული საზოგადოებების განვითარების მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად, განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიებისა და მრავალპარტიული სისტემების განვითარებაზე განვითარებად ქვეყნებში.„დემოკრატიის ფესტივალმა", რომლის ფარგლებშიც ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოპოზიციური პარტიების პავილიონებისთვის იყო გამოყოფილი - ღონისძიებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", „ლელოს“, „ახალის" და სხვა პარტიების ლიდერები მონაწილეობდნენ - საქართველოს ხელისუფლების უკიდურესად ნეგატიური რეაქცია გამოიწვია.„დემოკრატიის ფესტივალი“ უბრალოდ ლამაზი სიტყვებია, სინამდვილეში კი ოპოზიცია საარჩევნო კამპანიას სხვა სახელმწიფოს დაფინანსებით ატარებს, განაცხადეს „ქართულ ოცნებაში“.ბოლო გამოკითხვებით, პარლამენტში მოხვედრის შანსი 2-5 პარტიას აქვს. „ქართული ოცნება“ ლიდერობას დიდი უპირატესობით ინარჩუნებს, მეორე ადგილზე კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.საპარლამენტო არჩევნებისაპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.ძალთა გადანაწილებასაპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალო პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/11/289037223_99:0:632:400_1920x0_80_0_0_79fb5854aa927c06755b1027b5998ac1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია
პოლიტოლოგი: „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს არჩევნებს მხოლოდ ერთი პირობით
„ქართულმა ოცნებამ“ პროვოკაციებს უნდა ელოდოს ოპოზიციისგან უცხოელი ლობისტების მხარდაჭერით, განაცხადა მამრაძემ
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. მმართველ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შეუძლია მოიპოვოს სულ მცირე საპარლამენტო უმრავლესობა მომავალ არჩევნებზე, მაგრამ ამისათვის ის არ უნდა წამოეგოს პროვოკაციებს, რომლებიც ოპოზიციის მხრიდან არის მოსალოდნელი, განაცხადა პოლიტოლოგმა პეტრე მამრაძემ Sputnik-საქართველოსთან ინტერვიუში.
პირველად საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პარტიული სიებით და ელექტრონული ხმის მიცემის სისტემით ჩატარდება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური მთვლელი მანქანა. ასეთი ტექნოლოგიები ემსახურება პროცედურის გამარტივებას, ადამიანური შეცდომების მინიმიზაციას, საიმედოობის მაღალ დონეს, დათვლის სიზუსტეს და წინასწარი შედეგების მოკლე დროში გამოცხადებას. პარლამენტში მოხვდებიან პარტიები, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
„თუ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მოახერხებს „ქართული ოცნების“ მორიგ პროვოკაციებში ჩათრევას, ის კი ყოველდღე რაღაცას მოაწყობს, მაშინ „ოცნება“, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, საპარლამენტო უმრავლესობას მაინც მიიღებს“, - განაცხადა მამრაძემ.
ოპოზიციას კი საქმე ისე აეწყო, რომ 5 პროცენტიან ბარიერს ცალ-ცალკე ვერ გადალახავენ, ამიტომ აქტიურად ერთიანდებიან და სხვადასხვა კონფიგურაციებს ქმნიან. მან თვალსაჩინოებისთვის პარტია „ევროპული საქართველოს“ მაგალითი მოიყვანა.
მაგალითად, „ევროპული საქართველო“, რომელმაც ჩერგოლეიშვილი და ბოკერია გააძევა, ახლა სააკაშვილს დაუბრუნდა, რადგან სხვა შანსი არ აქვთ და ეს ძალიან კარგად იციან“, - განაცხადა მამრაძემ. თქვა .
ბოკერია იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი საქართველოში და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის ერთ-ერთი ორგანიზატორი. სხვა პოლიტიკოსებთან ერთად დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“ და სათავეში ჩაუდგა ჯერ კიდევ 1999 წელს დარეგისტრირებულ „ევროპულ საქართველოს“. ერთი კვირის წინ, თანამებრძოლებთან უთანხმოების შემდეგ, ბოკერიამ და მისმა მეუღლემ პარტია „ფედერალისტები“ დააარსეს.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ პროვოკაციებს, ისინი, პოლიტოლოგ პეტრე მამრაძის თქმით, მოსალოდნელია უცხოელი ლობისტების მხარდაჭერით.
მაგალითის სახით მამრაძემ მოიყვანა „დემოკრატიის ფესტივალი“, რომელიც საქართველოს სამ ქალაქში არასამთავრობო ორგანიზაცია „აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა“ (EECMD) „პარტიების და დემოკრატიის დანიის ინსტიტუტის“ (DIPD) მხარდაჭერით გამართა.
DIPD არის პარტიების საზოგადოება დანიის პარლამენტში, რომელიც მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან დემოკრატიული საზოგადოებების განვითარების მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად, განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიებისა და მრავალპარტიული სისტემების განვითარებაზე განვითარებად ქვეყნებში.
„დემოკრატიის ფესტივალმა", რომლის ფარგლებშიც ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოპოზიციური პარტიების პავილიონებისთვის იყო გამოყოფილი - ღონისძიებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", „ლელოს“, „ახალის" და სხვა პარტიების ლიდერები მონაწილეობდნენ - საქართველოს ხელისუფლების უკიდურესად ნეგატიური რეაქცია გამოიწვია.
„დემოკრატიის ფესტივალი“ უბრალოდ ლამაზი სიტყვებია, სინამდვილეში კი ოპოზიცია საარჩევნო კამპანიას სხვა სახელმწიფოს დაფინანსებით ატარებს, განაცხადეს „ქართულ ოცნებაში“.
ბოლო გამოკითხვებით, პარლამენტში მოხვედრის შანსი 2-5 პარტიას აქვს. „ქართული ოცნება“ ლიდერობას დიდი უპირატესობით ინარჩუნებს, მეორე ადგილზე კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.
ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.
არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.
საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალო პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".
28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.
მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.