„ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში დასავლეთი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს - პოლიტოლოგი

© photo: Sputnik / Stringerაქცია „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ
აქცია „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2024
გამოწერა
„ქართულ ოცნებას“ შეუძლია პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაც კი, თუმცა ეს რთული იქნება, მიიჩნევს პოლიტოლოგი
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. დასავლეთი არ აღიარებს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, თუ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გაიმარჯვებს, ოპოზიცია კი უცხოეთის მხარდაჭერით „მაიდანის“ მოწყობას შეეცდება, - განაცხადა პოლიტოლოგმა ვასილ კაპანაძემ Sputnik-საქართველოსთან ინტერვიუში.
პირველად საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პარტიული სიებით და ელექტრონული ხმის მიცემის სისტემით ჩატარდება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური მთვლელი მანქანა. ასეთი ტექნოლოგიები ემსახურება პროცედურის გამარტივებას, ადამიანური შეცდომების მინიმიზაციას, საიმედოობის მაღალ დონეს, დათვლის სიზუსტეს და წინასწარი შედეგების მოკლე დროში გამოცხადებას.
„დასავლეთისა წარმომადგენლების რეაქცია საქართველოში დესტრუქციული პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების სახით („ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში – რედ.) იქნება უკიდურესად ნეგატიური და, შესაბამისად, დიდი ალბათობით, დასავლეთი არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს“, - განაცხადა კაპანაძემ.
მისი თქმით, დასავლეთისა და პროდასავლური ოპოზიციის მოლოდინებით, „ქართული ოცნება“ არჩევნებს ვერ მოიგებს, რადგან თითქოსდა პრორუსული კურსს ატარებს.
„ისინი (ოპოზიციონერები - რედ.) დაიწყებენ სიტუაციის დაძაბვას, მოუწოდებენ ხალხს გამოვიდნენ ქუჩაში და თუ კარგად „კვებეს“ უცხოელმა პატრონებმა, საქართველოში მოხდება „მაიდანის“ მოწყობის მცდელობა, ხელისუფლების შეცვლის მცდელობა არაკონსტიტუციური გზით“, - განაცხადა კაპანაძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის შანსებს არჩევნებში, ექსპერტმა განაცხადა, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვა სამ პარტიას შეუძლია - ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მისი ყოფილი წევრების მიერ დაფუძნებულ „ახალს“ და პარტიას „ლელო საქართველოსთვის“.
„ქართულ ოცნებას“ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შანსი, თუმცა ეს რთული იქნება, მიიჩნევს პოლიტოლოგი.
პარლამენტში 150 ადგილიდან მინიმუმ 113-ის მიღების შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ ექნება შესაძლებლობა საკუთარი შეხედულებისამებრ შეცვალოს თუნდაც კონსტიტუცია.
„ამ ორ თვეში ვნახოთ, რა პროცესები წარიმართება, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია - იქნება თუ არა მოულოდნელი ნაბიჯები და მოულოდნელობები მმართველი პარტიისგან, მათი ოპონენტებისგან, როგორ განვითარდება სიტუაცია უკრაინაში და რუსეთის სამხრეთში. ეს ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია“, - განაცხადა კაპანაძემ.
ბოლო გამოკითხვებით, პარლამენტში მოხვედრის შანსი 2-5 პარტიას აქვს. „ქართული ოცნება“ ლიდერობას დიდი უპირატესობით ინარჩუნებს, მეორე ადგილზე კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.
ყველა ახალი ამბავი
0