https://sputnik-georgia.com/20240807/saqartvelos-moqalaqeebis-deportacia-evrokavshiris-qveynebidan-289362210.html
საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ევროკავშირის ქვეყნებიდან - მონაცემები განახლდა
საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ევროკავშირის ქვეყნებიდან - მონაცემები განახლდა
Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ქვეყნის მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში ხორციელდება. 07.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-07T14:27+0400
2024-08-07T14:27+0400
2024-08-07T14:27+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1d/259994994_0:0:3035:1708_1920x0_80_0_0_5523983b799243c996aba1349cd2a4a4.jpg
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. 2024 წლის წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 2.124 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა, აქედან რვა პირის მიღებაზე საქართველომ რეადმისიის შესახებ შეთანხმების ფარგლებში უარი განაცხადა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.დეპორტირებულთაგან 1.253 მამაკაცია და 352 ქალი. ყველაზე მეტი მოქალაქის დეპორტაცია (1.367 ადამიანი) განხორციელდა გერმანიიდან. შემდეგ მოდის საფრანგეთი (299), საბერძნეთი (91), შვეიცარია (68), პოლონეთი (50), იტალია (43) და ესპანეთი (29).შსს-ს ცნობით, იმ რვა პირის დეპორტაცია, რომელთა მიღებაზე საქართველოს ხელისუფლებამ რეადმისიის შეთანხმების ფარგლებში უარი თქვა, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, უნგრეთიდან, რუმინეთიდან და საბერძნეთიდან იგეგმებოდა.ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ქვეყნის მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში ხორციელდება.საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, დაიცვან ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის წესები, რადგან მათი დარღვევა უვიზო რეჟიმს საფრთხეს უქმნის.ქვეყანამ გაატარა რიგი ზომები იმისთვის, რათა არ დაუშვას სხვა ქვეყნებში არალეგალური მიგრაცია. კერძოდ, გაამკაცრა კანონმდებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დამრღვევთა წინააღმდეგ, მაგალითად, რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თავად კონკრეტულ პირს ეკისრება.ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლის პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1d/259994994_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_3ad3ac76d006deccfc3be1055af3d35c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ევროკავშირის ქვეყნებიდან - მონაცემები განახლდა
საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ქვეყნის მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში ხორციელდება.
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. 2024 წლის წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 2.124 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა, აქედან რვა პირის მიღებაზე საქართველომ რეადმისიის შესახებ შეთანხმების ფარგლებში უარი განაცხადა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
დეპორტირებულთაგან 1.253 მამაკაცია და 352 ქალი. ყველაზე მეტი მოქალაქის დეპორტაცია (1.367 ადამიანი) განხორციელდა გერმანიიდან. შემდეგ მოდის საფრანგეთი (299), საბერძნეთი (91), შვეიცარია (68), პოლონეთი (50), იტალია (43) და ესპანეთი (29).
შსს-ს ცნობით, იმ რვა პირის დეპორტაცია, რომელთა მიღებაზე საქართველოს ხელისუფლებამ რეადმისიის შეთანხმების ფარგლებში უარი თქვა, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, უნგრეთიდან, რუმინეთიდან და საბერძნეთიდან იგეგმებოდა.
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.
საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ქვეყნის მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში ხორციელდება.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, დაიცვან ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის წესები, რადგან მათი დარღვევა უვიზო რეჟიმს საფრთხეს უქმნის.
ქვეყანამ გაატარა რიგი ზომები იმისთვის, რათა არ დაუშვას სხვა ქვეყნებში არალეგალური მიგრაცია. კერძოდ, გაამკაცრა კანონმდებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დამრღვევთა წინააღმდეგ, მაგალითად, რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თავად კონკრეტულ პირს ეკისრება.
ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლის პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.