დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 21 ივლისი

CC BY 2.0 / Lizbeth*King / quinceკომში ყვავილობისას
კომში ყვავილობისას - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 21 ივლისია, კვირა. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
შეცდომების დაშვების დიდი რისკია. ადამიანები იმოქმედებენ აქტიურად და ამავე დროს, დაუფიქრებლად. თუნდაც ფიქრობდეთ, რომ ყევლაფერს აკონტროლებთ, ჯობს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მაინც გადადოთ. დღეს ძალზე ადვილია, სასურველი რეალობად მიიღოთ. ზოგადად, არ ღირს საპასუხისმგებლო ნაბიჯების გადადგმა, ძვირად ღირებული რამის ყიდვა.
ვერძი: დღე საკმაოდ მშვიდად ჩაივლის, მაგრამ ეს მოჩვენებითი სიმშვიდე იქნება. სინამდვილეში, უბრალოდ, გაგიჩნდებათ სურვილი, რომ პრობლემებზე – ფინანსური იქნება თუ ურთიერთობებთან დაკავშირებული – დროებით თვალები დახუჭოთ. ხანდახან თვალის დახუჭვის ასეთი პოლიტიკა სასარგებლოა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ პრობლემები არსად ქრება და მათი გადაწყვეტა, დღეს თუ არა ხვალ, მაინც მოგიწევთ.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
ზოდიაქოს ნიშნების იდეალური წყვილები
კურო: თქვენში ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები დაუპირისპირდება ერთმანეთს. ერთი მხრივ, გაგიჩნდებათ სურვილი, რომ იყოთ თავშეკავებული და მეორე მხრივ, ნაკლებსავარაუდოა, ეს გამოგივიდეთ. თუ არ გინდათ, რომ თქვენმა ემოციებმა ერთიანად ამოხეთქოს, არ ღირს მათი მიჩქმალვა. აჯობებს, თუ ადამიანს პირდაპირ, მაშინვე ეტყვით სათქმელს, ვიდრე სიტუაციის გამოსწორებასა და „კვალის დაფარვას“ შეეცდებით.
.ტყუპი: გექნებათ განწყობა, რომ დინებას გაჰყვეთ და არანაირი ყურადღება არ მიაქციოთ პრობლემებსა და გაუგებრობებს. განზე დგომის სურვილი შეიძლება გაჩნდეს იმ საქმეებიდანაც, რომლებიც დაუყოვნებლივ ჩარევას საჭიროებს. ასეთ მდგომარეობაში შეიძლება იყოთ საღამომდე და შემდეგ აღმოაჩინოთ, რომ პრობლემები თავისით არ გადაჭრილა და არსად გამქრალა და ისინი მაინც თქვენი გადასაწყვეტია.
კირჩხიბი: დღეს გაგიჭირდებათ ემოციებისა და სურვილების შეკავება. თავის ქვიშაში ჩარგვა და საკუთარი მისწრაფებების დამალვა არ გამოვა – გრძნობები დაჟინებით შეგახსენებთ თავს და გარეთ გამოსვლას შეეცდება. ყველაზე საუკეთესო, რაც შეიძლება ექსპერტებმა გირჩიონ, ესაა იპოვოთ საკუთარი გრძნობებისთვის რამე უსაფრთხო „მეხამრიდი“, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება „აფეთქდეთ“.
დიეტა  - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
ზოდიაქოს ნიშნები და დიეტა – როგორ იკლებენ წონაში სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები
ლომი: დღეს თქვენში ერთმანეთს საოცრად შეეხამება რომანტიკულობა და პრაქტიკულობა, ანგარიშიანობა. როგორც არ უნდა დაცურავდეთ ღრუბლებში, თქვენი ტვინის სადღაც სიღრმეში ყურადღებიანი „ბუღალტერი“ იჯდება დიდი „საკანცელარიო საანგარიშოთი“. და ეს „ბუღალტერი“ არ მოგცემთ უფლებას, ოცნებებს აყოლილებმა რამე დიდი სისულელე ჩაიდინოთ.
ქალწული: შესანიშნავი შანსი გაქვთ, შინაგანი სამყარო გაამდიდროთ და მასში მრავალფეროვნება შეიტანოთ. თავისუფალი დრო საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობებს დაუთმეთ. ეს ძალზე სასარგებლო იქნება, რადგან აქტიური მოქმედებების განწყობა არ გაქვთ. საქმეები თქვენში აპათიას გააჩენს. და ასეთ დროს საუკეთესო საშუალება საინტერესო ადამიანებთან საუბრებია.
სასწორი: დღეს მოსალოდნელია, რომ საკუთარ თავში ჩაღრმავების სურვილი მწვავედ მოგეძალოთ. ფიქრები და საქმეები უიმედო ვერდიქტს დაუბრუნდება: „სხვანაირად უნდა გამეკეთებინა“ ან „თვითონ ვარ დამნაშავე“. ეცადეთ, ძალიან არ გაგიტაცოთ ამგვარმა თვითგვემამ. საკმარისია მხოლოდ დასკვნების გამოტანა სამომავლოდ, რათა ამ თემას უკვე აღარ დაუბრუნდეთ.
მძღოლი საჭესთან - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2019
ზოდიაქოს ნიშნები საჭესთან: როგორი მძღოლი ხართ?
მორიელი: დღეს თქვენში აქტიური თეორეტიკოსი გაიღვიძებს, თუმცა, პრაქტიკოსის გაღვიძებას, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებთ. რისკავთ, რომ მთელი დღე გაატაროთ მსჯელობაში, რა, როგორ და რა თანმიმდევრობით უნდა გააკეთოთ საქმეები. ასეთი ფიქრები მთელი დღე არ მოგცილდებათ და თან ყველა საოცრადკარგი იდეა იქნება. სამწუხაროა,მაგრამ თუნდაც რომელიმეს განხორციელება დღეს არ უწერია.
მშვილდოსანი: საკმაოდ ბევრი გაუგებრობა გელოდებათ. გარშემომყოფები, თითქოს სპეციალურად, არალოგიკურად, არათანმიმდევრულად მოიქცევიან. ამ ყველაფერს გაუმკლავდებით, შესაშურ თავშეკავებასგამოავლენთ. მაგრამ ეს დაძაბულობა თქვენში დარჩება და შემდეგ შეიძლება მოულოდნელად ამოხეთქოს. ამიტომ დაფიქრდით, იქნებ, არ ღირს ნეგატივის დაგროვება და უპრიანი იქნება „ორთქლის“ ნელ–ნელა გამოშვება?
თხის რქა: ნებისმიერი მცდელობა გარედან, რომ თავს მოგახვიონ საქმეები, რომლებიც თქვენს მოვალეობაში არ შედის, არაფერ შედეგს არ მოიტანს. საკუთარ მოვალეობებსაც მაინცდამაინც პასუხისმგებლობით არ ეკიდებით. სამაგიეროდ, თქვენში დიდი დიპლომატის ნიჭი გაიღვიძებს. აქედან გამომდინარე, სიტუაცია ვერაფერს დაგაკლებთ. დღე მშვიდად ჩაივლის. პრობლემების გადაჭრა შეგიძლიათ სამომავლოდ გადადოთ.
სასმელები ბარში - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2023
გასართობი ჰოროსკოპი: როგორი სიმთვრალე აქვთ ზოდიაქოს ნიშნებს
მერწყული: შეიძლება სახლის ახლებურად მოწყობის გრანდიოზული გეგმა გაგიჩნდეთ. იდეა რაც გინდა კარგი იყოს, მისი განხორციელება კატეგორიულად არარეკომენდებულია. დღეს ჩანაფიქრის რეალისტურობაზე ფიქრი, სავარაუდოდ, არგამოვა და „შემოქმედებითი აღმაფრენის“ დროს შეიძლება საყრდენი კედლის გადატანაც კი მოინდომოთ და ზოგადად, მშენებლობის ყველა ნორმა დაარღვიოთ.
თევზები: დღეს თქვენი ყველა აზრი და გეგმა უჩვეულო სიღრმითა და თვალსაჩინოებით იქნება გამორჩეული. და მნიშვნელობა არა აქვს, რომ ეს იდეები შეიძლება ვერც ვერასდროს განხორციელდეს. მაგრამ რა მოხდა? ოცნება ხანდახან სასარგებლოა. ეს დღე ბევრ ბედნიერ წუთს აჩუქებს მათ, ვინც შემოქმედებითი ფანტაზიის ნაკლებობას არ უჩივის. და ზოგადად, დღე ამ ნიშნის ყველა წარმომადგენლისთვის საკმაოდკარგი იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0