https://sputnik-georgia.com/20240721/amnistiastan-dakavsirebuli-yvela-sakitxi-semodgomaze-iqneba-ganxiluli-matikasvili-289105104.html
ამნისტიასთან დაკავშირებული ყველა საკითხი შემოდგომაზე იქნება განხილული - მათიკაშვილი
ამნისტიასთან დაკავშირებული ყველა საკითხი შემოდგომაზე იქნება განხილული - მათიკაშვილი
Sputnik საქართველო
პროექტის მეორე მოსმენა გაიმართება საშემოდგომო სესიაზე, რომელიც სექტემბერში გაიხსნება. 21.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-21T10:00+0400
2024-07-21T10:00+0400
2024-07-21T10:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოცნება
ადამიანის უფლებები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1b/288655818_0:106:2049:1258_1920x0_80_0_0_13eda7db8b915a7d36ae57ba5d49c75c.jpg
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. ამნისტიასთან დაკავშირებული ყველა წინადადება იქნება განხილული პარლამენტში მეორე მოსმენის დროს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა.საქართველოს პარლამენტმა 19 ივლისს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“. საქართველოს სახალხო დამცველმა დეპუტატებს უკვე მიმართა ამნისტიის პროექტის გაფართოების თხოვნით, რათა მასში შევიდეს უვადოდ მსჯავრდებულებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირების საკითხი, ასევე გაითვალისწინონ რისკები ოჯახური ძალადობისთვის მსჯავრდებულთა გათავისუფლებისას.მისი თქმით, პროექტის მეორე მოსმენა გაიმართება საშემოდგომო სესიაზე, რომელიც სექტემბერში გაიხსნება.საქართველოს სახალხო დამცველი ამნისტიის პროექტის გაუმჯობესების წინადადებით გამოვიდა>>„საშემოდგომო სესიაზე, დოკუმენტის მეორედ განხილვამდე, ამ საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს შეუძლია საკუთარი შეხედულება, მოსაზრება გააცნოს და შესთავაზოს პარლამენტს. ამაზე მსჯელობა კიდევ იქნება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.დეპუტატის თქმით, ახლა მთავარია არ იქნას დაშვებული სპეკულაციები ამ თემაზე.„როდესაც ასეთ დოკუმენტთან გვაქვს საქმე, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ჰუმანური მიზნებით მზადდება, სპეკულაციებიც მალევე ვლინდება, რადგან ცალკეულ ძალებს სურთ საკუთარი პოლიტიკური თუ სხვა ინტერესიდან გამომდინარე ეს რესურსი გამოიყენონ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანია მინიმუმამდე შეამციროს უსაფრთხოების რისკები.„თავისთავად ვემხრობით ამნისტიის აუცილებლობას და განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ ყველა მუხლი შერჩეულია იმგვარად, რომ არ დაემუქროს საფრთხე საზოგადოებრივ მართლწესრიგს და ის რისკები, რომლებიც ამნისტიის შემდგომ შეიძლება არსებობდეს, იყოს მინიმუმამდე დაყვანილი“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.რას ითვალისწინებს პროექტიპროექტის თანახმად, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ნაწილი უპირობოდ გათავისუფლდება, ნაწილს კი მათი ქმედებებისგან დაზარალებულთა თანხმობა დასჭირდება.გათავისუფლების გარდა, ამნისტია 1/2, 1/4 და 1/6-ით პატიმრობის ვადის შემცირებას და ასევე პირობითი სასჯელის ერთი წლის ვადით შემცირებას ითვალისწინებს. ინიციატორების თქმით, 1/6-ით პატიმრობის შემცირება სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლით იგეგმება.ამნისტია არ შეეხება პირებს, რომლებიც მსჯავრდებულები არიან ისეთი დანაშაულებებისთვის, როგორიც არის მკვლელობა, ნარკორეალიზაცია, სქესობრივი დანაშაული, ყაჩაღობა, ტერორიზმი, კორუფციული და თანამდებობრივი დანაშაული, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირი და ა.შ.პროექტის მიღების შემდეგ ციხეს დაახლოებით ათასი პატიმარი დატოვებს, სულ კი ამნისტია 5 ათასამდე ადამიანს შეეხება.კანონპროექტის მიღების მიზნებიამნისტიის მიზანი 28 ივნისს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განმარტა. კერძოდ, კანონპროექტის მიზანია პატიმართა რაოდენობის შემცირება ოპტიმალურ ევროპულ დონემდე.2011 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში 24.114 პატიმარი იმყოფებოდა, თუმცა, 2012 წელს ამნისტიის გამოცხადების შემდეგ მათი რაოდენობა 9.093 ადამიანამდე შემცირდა და 2014 წლის პიკის შემდეგ - 10.372 ადამიანი - მომდევნო წლებში 9,8 ათასამდე ნარჩუნდებოდა.2024 წლის 1 ივნისის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში 10.241 ადამიანია, რაც ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1b/288655818_114:0:1933:1364_1920x0_80_0_0_7ba8e17afa83202f1d841c7109c7c2c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება , ადამიანის უფლებები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება , ადამიანის უფლებები საქართველოში
ამნისტიასთან დაკავშირებული ყველა საკითხი შემოდგომაზე იქნება განხილული - მათიკაშვილი
პროექტის მეორე მოსმენა გაიმართება საშემოდგომო სესიაზე, რომელიც სექტემბერში გაიხსნება.
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. ამნისტიასთან დაკავშირებული ყველა წინადადება იქნება განხილული პარლამენტში მეორე მოსმენის დროს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა 19 ივლისს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“. საქართველოს სახალხო დამცველმა დეპუტატებს უკვე მიმართა ამნისტიის პროექტის გაფართოების თხოვნით, რათა მასში შევიდეს უვადოდ მსჯავრდებულებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირების საკითხი, ასევე გაითვალისწინონ რისკები ოჯახური ძალადობისთვის მსჯავრდებულთა გათავისუფლებისას.
„მეორე მოსმენა არის მუხლობრივი განხილვა და ამ პრინციპების შიგნით, ყველა ის მნიშვნელოვანი წინადადება, რომელიც დასაბუთებული, არგუმენტირებული და საკითხთან ახლოს იქნება, ცხადია, ვერ დარჩება მხედველობის მიღმა და ამ საკითხებზე ვიმსჯელებთ“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, პროექტის მეორე მოსმენა გაიმართება საშემოდგომო სესიაზე, რომელიც სექტემბერში გაიხსნება.
„საშემოდგომო სესიაზე, დოკუმენტის მეორედ განხილვამდე, ამ საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს შეუძლია საკუთარი შეხედულება, მოსაზრება გააცნოს და შესთავაზოს პარლამენტს. ამაზე მსჯელობა კიდევ იქნება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
დეპუტატის თქმით, ახლა მთავარია არ იქნას დაშვებული სპეკულაციები ამ თემაზე.
„როდესაც ასეთ დოკუმენტთან გვაქვს საქმე, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ჰუმანური მიზნებით მზადდება, სპეკულაციებიც მალევე ვლინდება, რადგან ცალკეულ ძალებს სურთ საკუთარი პოლიტიკური თუ სხვა ინტერესიდან გამომდინარე ეს რესურსი გამოიყენონ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანია მინიმუმამდე შეამციროს უსაფრთხოების რისკები.
„თავისთავად ვემხრობით ამნისტიის აუცილებლობას და განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ ყველა მუხლი შერჩეულია იმგვარად, რომ არ დაემუქროს საფრთხე საზოგადოებრივ მართლწესრიგს და ის რისკები, რომლებიც ამნისტიის შემდგომ შეიძლება არსებობდეს, იყოს მინიმუმამდე დაყვანილი“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
რას ითვალისწინებს პროექტი
პროექტის თანახმად, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ნაწილი უპირობოდ გათავისუფლდება, ნაწილს კი მათი ქმედებებისგან დაზარალებულთა თანხმობა დასჭირდება.
გათავისუფლების გარდა, ამნისტია 1/2, 1/4 და 1/6-ით პატიმრობის ვადის შემცირებას და ასევე პირობითი სასჯელის ერთი წლის ვადით შემცირებას ითვალისწინებს. ინიციატორების თქმით, 1/6-ით პატიმრობის შემცირება სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლით იგეგმება.
ამნისტია არ შეეხება პირებს, რომლებიც მსჯავრდებულები არიან ისეთი დანაშაულებებისთვის, როგორიც არის მკვლელობა, ნარკორეალიზაცია, სქესობრივი დანაშაული, ყაჩაღობა, ტერორიზმი, კორუფციული და თანამდებობრივი დანაშაული, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირი და ა.შ.
პროექტის მიღების შემდეგ ციხეს დაახლოებით ათასი პატიმარი დატოვებს, სულ კი ამნისტია 5 ათასამდე ადამიანს შეეხება.
კანონპროექტის მიღების მიზნები
ამნისტიის მიზანი 28 ივნისს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განმარტა. კერძოდ, კანონპროექტის მიზანია პატიმართა რაოდენობის შემცირება ოპტიმალურ ევროპულ დონემდე.
2011 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში 24.114 პატიმარი იმყოფებოდა, თუმცა, 2012 წელს ამნისტიის გამოცხადების შემდეგ მათი რაოდენობა 9.093 ადამიანამდე შემცირდა და 2014 წლის პიკის შემდეგ - 10.372 ადამიანი - მომდევნო წლებში 9,8 ათასამდე ნარჩუნდებოდა.
2024 წლის 1 ივნისის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში 10.241 ადამიანია, რაც ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.