https://sputnik-georgia.com/20240720/saqartvelosi-saxelmwifo-gadatrialebis-saqmes-izieben-sasamartlosi-mowme-gamoikitxa-289100708.html
საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების საქმეს იძიებენ - სასამართლოში მოწმე გამოიკითხა
საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების საქმეს იძიებენ - სასამართლოში მოწმე გამოიკითხა
Sputnik საქართველო
2023 წლის 18 სექტემბერს სუსმა გაავრცელა განცხადება, რომ 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში ქვეყანაში მზადდებოდა არეულობა სახელმწიფო გადატრიალების მიზნით 20.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-20T16:02+0400
2024-07-20T16:02+0400
2024-07-20T16:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_2d914442f43ebdfc2b12ab970f4eb5f8.jpg
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის მონაწილეობით, ერთი წლის წინ სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში უკრაინაში მებრძოლი ლაშა ჭიღლაძე გამოიკითხა, განაცხადა მისმა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ.საქმეს ადევს გრიფი „საიდუმლო“ - ადვოკატებსა და თავად ჭიღლაძეზე გაუთქმელობის ხელწერილი ვრცელდება.სსკ-ის 315 მუხლი გულისხმობს შეთქმულებას ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად.ადვოკატის თქმით, გამოკითხვა უკავშირდება ჭიღლაძის მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2023 წლის 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია მოსალოდნელ არეულობებზე 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დროს სუსში არ დაუკონკრეტებიათ, როდის დაიწყო გამოძიება.აღინიშნა, რომ საქართველოში სამოქალაქო არეულობა უცხო ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.არც იოცნებონ გადატრიალებაზე - გომელაური ოპოზიციის გეგმებზე >>სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში სამოქალაქო არეულობის ორგანიზებას, როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა ჯგუფი ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მიზნით გეგმავდა. უწყების ცნობით, გეგმის ერთ-ერთი ავტორია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე.გეგმის განსახორციელებლად ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში იყო ქართული წარმომავლობის პირები, მათ შორის, სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი, ასევე ექს-პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი მამუკა მამულაშვილი, რომელიც უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის" მეთაურია.„ევრომაიდანი", აფეთქება და სროლა: ვინ და როგორ გეგმავს გადატრიალების მოწყობას საქართველოში>>სუსის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არეულობების ორგანიზატორები აპირებდნენ ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობას, ერთ-ერთი კარვის დანაღმვას და აფეთქების განხორციელებას, რის შედეგად დაიღუპებოდნენ როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე სამართალდამცველები.ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებდნენ, რომ მოხდებოდა უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნიდა შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_c1ef6e675a16df03c1b80e6efaa2c9b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების საქმეს იძიებენ - სასამართლოში მოწმე გამოიკითხა
2023 წლის 18 სექტემბერს სუსმა გაავრცელა განცხადება, რომ 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში ქვეყანაში მზადდებოდა არეულობა სახელმწიფო გადატრიალების მიზნით
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის მონაწილეობით, ერთი წლის წინ სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში უკრაინაში მებრძოლი ლაშა ჭიღლაძე გამოიკითხა, განაცხადა მისმა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ.
საქმეს ადევს გრიფი „საიდუმლო“ - ადვოკატებსა და თავად ჭიღლაძეზე გაუთქმელობის ხელწერილი ვრცელდება.
„საქმე სახელმწიფო გადატრიალების 315-ე მუხლით ერთი წლის წინ აღიძრა, საქმეს გრიფით „საიდუმლო“ ადევს, ლაშა ჭიღლაძე ახლა დაიბარეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ტყეშელაძემ.
სსკ-ის 315 მუხლი გულისხმობს შეთქმულებას ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად.
ადვოკატის თქმით, გამოკითხვა უკავშირდება ჭიღლაძის მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2023 წლის 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია მოსალოდნელ არეულობებზე 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დროს სუსში არ დაუკონკრეტებიათ, როდის დაიწყო გამოძიება.
აღინიშნა, რომ საქართველოში სამოქალაქო არეულობა უცხო ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში სამოქალაქო არეულობის ორგანიზებას, როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა ჯგუფი ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მიზნით გეგმავდა. უწყების ცნობით, გეგმის ერთ-ერთი ავტორია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე.
გეგმის განსახორციელებლად ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში იყო ქართული წარმომავლობის პირები, მათ შორის, სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი, ასევე ექს-პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი მამუკა მამულაშვილი, რომელიც უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის" მეთაურია.
სუსის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არეულობების ორგანიზატორები აპირებდნენ ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობას, ერთ-ერთი კარვის დანაღმვას და აფეთქების განხორციელებას, რის შედეგად დაიღუპებოდნენ როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე სამართალდამცველები.
ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებდნენ, რომ მოხდებოდა უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნიდა შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.