https://sputnik-georgia.com/20240509/arc-ki-iocnebon-gadatrialebaze-gomelauri-opoziciis-gegmebze-287834581.html
არც იოცნებონ გადატრიალებაზე - გომელაური ოპოზიციის გეგმებზე
არც იოცნებონ გადატრიალებაზე - გომელაური ოპოზიციის გეგმებზე
Sputnik საქართველო
დაიწყება გამოძიება აუდიოჩანაწერების ავთენტურობის დასადგენად, განაცხადა მინისტრმა 09.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-09T18:25+0400
2024-05-09T18:25+0400
2024-05-10T04:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252352988_0:26:1301:757_1920x0_80_0_0_cecd1290b120baa58001073104226357.jpg
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. გადატრიალებაზე არც კი იოცნებონ, საკუთარ ოფისებში გადატრიალდნენ, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ოპოზიციის გეგმების შესახებ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერზე კომენტირებისას.ქართულმა მედიამ „გამჭვირვალობის“ კანონის საწინააღმდეგო პროტესტების ფონზე განვითარებული მოვლენებით უკმაყოფილო ოპოზიციონერების საუბრის გაავრცელა. ჩანაწერები თავდაპირველად სააგენტო for.ge-მ გამოაქვეყნა. მათი ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის.მინისტრის თქმით, დაიწყება გამოძიება და დადგინდება აუდიოჩანაწერების ავთენტურობა.„სამწუხაროა, რაც მოვისმინეთ. თუ ჩვენი ქვემდებარე იქნება, ჩვენ დავიწყებთ ამ საკითხზე მოკვლევას ან თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები - გამოძიებას. ავთენტურობა დასადგენია“, - განაცხადა გომელაურმა.რაც შეეხება გუშინ შსს-ის ბრიფინგზე გავრცელებულ კადრებს, სადაც ნაჩვენებია საზღვარგარეთის ქვეყნებში აქციების დარბევა, გომელაურის თქმით, ამის ფონზე, საუბარი საქართველოში ძალის გადამეტებაზე სასაცილოა.გარდა ამისა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია პროვოკაციების მომზადების შესახებ, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციებზე უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკური ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ძალადობრივი სცენარების განვითარებისკენაა მიმართული. აქციის ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ პროტესტს მსხვერპლი მოყვება, განაცხადეს სუსში.თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამცველებზე თავდასხმის ფაქტების გამოძიებას აგრძელებს. კერძოდ, 8-9 მაისს, აქციის მიმდინარეობისას პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტზე ექვსი მომიტინგე დააკავეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252352988_128:0:1171:782_1920x0_80_0_0_72ad3c4d4be74ab7ce9f81e9520dc98e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
არც იოცნებონ გადატრიალებაზე - გომელაური ოპოზიციის გეგმებზე
18:25 09.05.2024 (განახლებულია: 04:33 10.05.2024) დაიწყება გამოძიება აუდიოჩანაწერების ავთენტურობის დასადგენად, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. გადატრიალებაზე არც კი იოცნებონ, საკუთარ ოფისებში გადატრიალდნენ, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ოპოზიციის გეგმების შესახებ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერზე კომენტირებისას.
ქართულმა მედიამ „გამჭვირვალობის“ კანონის საწინააღმდეგო პროტესტების ფონზე განვითარებული მოვლენებით უკმაყოფილო ოპოზიციონერების საუბრის გაავრცელა. ჩანაწერები თავდაპირველად სააგენტო for.ge-მ გამოაქვეყნა. მათი ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის.
„არც იოცნებონ... საუბრები, გადატრიალება, შევარდნა, გამოვარდნა... გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ საკუთარ ოფისებში თუ უნდათ და დაანებონ პარლამენტსა და სახელმწიფო უწყებების შენობებს თავი“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მინისტრის თქმით, დაიწყება გამოძიება და დადგინდება აუდიოჩანაწერების ავთენტურობა.
„სამწუხაროა, რაც მოვისმინეთ. თუ ჩვენი ქვემდებარე იქნება, ჩვენ დავიწყებთ ამ საკითხზე მოკვლევას ან თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები - გამოძიებას. ავთენტურობა დასადგენია“, - განაცხადა გომელაურმა.
რაც შეეხება გუშინ შსს-ის ბრიფინგზე გავრცელებულ კადრებს, სადაც ნაჩვენებია საზღვარგარეთის ქვეყნებში აქციების დარბევა, გომელაურის თქმით, ამის ფონზე, საუბარი საქართველოში ძალის გადამეტებაზე სასაცილოა.
„იმ ღამეს, როდესაც პარლამენტის კარებს ახალგაზრდები უტევდნენ, დაწვეს, დაამტვრიეს კამერები, ცეცხლი დაანთეს და ა.შ. ერთი პოლიციელიც არ გამოსულა, არ მომხდარიყო შეტაკება, ეს ბავშვები არ დაშავებულიყვნენ, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ. მეორე დილით ვნახეთ ელჩების, სხვა ქვეყნის წარმომადგენლების განცხადებები, რომ პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. ნამდვილად სასაცილოა!“ - განაცხადა გომელაურმა.
გარდა ამისა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია პროვოკაციების მომზადების შესახებ, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციებზე უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკური ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ძალადობრივი სცენარების განვითარებისკენაა მიმართული. აქციის ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ პროტესტს მსხვერპლი მოყვება, განაცხადეს სუსში.
თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამცველებზე თავდასხმის ფაქტების გამოძიებას აგრძელებს. კერძოდ, 8-9 მაისს, აქციის მიმდინარეობისას პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტზე ექვსი მომიტინგე დააკავეს.