https://sputnik-georgia.com/20240710/elchi-germania-saqartvelostan-urtiertobebis-gadaxedvas-awarmoebs-288945322.html
ელჩი: გერმანია საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას აწარმოებს
ელჩი: გერმანია საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას აწარმოებს
Sputnik საქართველო
ივლისის დასაწყისში აშშ-მ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ განაცხადა 10.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-10T15:39+0400
2024-07-10T15:39+0400
2024-07-10T15:39+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
გერმანია
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/04/288250186_0:212:2048:1365_1920x0_80_0_0_2edad0c810cae6dc6a3e424a02a7171a.jpg
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. გერმანია საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას აწარმოებს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი კი შეჩერებულია, განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო საქართველოს ხელისუფლება მთელი დასავლეთის კრიტიკის ობიექტი გახდა. აშშ-მ გამოაცხადა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა, სავიზო შეზღუდვების დაწესება იმ პირებისთვის, ვინც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან „საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში" და ასევე გადადო ერთობლივი სამხედრო წვრთნები. ევროკავშირის ლიდერები კი შეთანხმდნენ შეაჩერონ საქართველოს გაერთიანებაში შესვლის პროცესი და გაყინოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი 30 მლნ ევრო.როგორც დიპლომატმა აღნიშნა, გერმანია, შეერთებულ შტატებთან ერთად, საქართველოს განვითარების თანამშრომლობის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია.ამასთან, დიპლომატის თქმით, გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა გააუქმა სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024"-ში (Noble Partner) მონაწილეობა - შეერთებულმა შტატებმა ივლისის დასაწყისში სამხედრო წვრთნების განუსაზღვრელი ვადით გადადება გამოაცხადა.მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ევროკავშირში გაწევრიანება.ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.კანდიდატის სტატუსის გარდა, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა.ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.
საქართველო
გერმანია
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/04/288250186_294:173:1883:1365_1920x0_80_0_0_a593dbc97157f396e1943d0e50b126fe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, გერმანია , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, გერმანია , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ახალი ამბები
ელჩი: გერმანია საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას აწარმოებს
ივლისის დასაწყისში აშშ-მ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ განაცხადა
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. გერმანია საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას აწარმოებს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი კი შეჩერებულია, განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო საქართველოს ხელისუფლება მთელი დასავლეთის კრიტიკის ობიექტი გახდა. აშშ-მ გამოაცხადა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა, სავიზო შეზღუდვების დაწესება იმ პირებისთვის, ვინც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან „საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში" და ასევე გადადო ერთობლივი სამხედრო წვრთნები. ევროკავშირის ლიდერები კი შეთანხმდნენ შეაჩერონ საქართველოს გაერთიანებაში შესვლის პროცესი და გაყინოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი 30 მლნ ევრო.
„საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, ახლა ასეთია ევროკავშირის პოლიტიკა და ეს ძალიან სამწუხაროა... რაც შეეხება გერმანიას, ჩვენ ასევე საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას ვაწარმოებთ. როგორც იცით, ჩვენ ძალზე ფართო და ღრმა ურთიერთობები გვაქვს“, - განაცხადა ფიშერმა ჟურნალისტებთან.
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, გერმანია, შეერთებულ შტატებთან ერთად, საქართველოს განვითარების თანამშრომლობის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია.
„ჩვენ გადავწყვიტეთ არ ავიღოთ ახალი ვალდებულებები საქართველოსთან მიმართებით, ამიტომ გერმანიიდან საქართველოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებები ამჟამად არ არის“, - განაცხადა ელჩმა.
ამასთან, დიპლომატის თქმით, გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა გააუქმა სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024"-ში (Noble Partner) მონაწილეობა - შეერთებულმა შტატებმა ივლისის დასაწყისში სამხედრო წვრთნების განუსაზღვრელი ვადით გადადება გამოაცხადა.
„ჩვენ გავაუქმეთ დიდი სამართლებრივი ფორუმი, რომელიც გასულ წელს თბილისში გაიმართა და ამ ზაფხულს ბერლინში უნდა გამართულიყო. ჩვენ განვიხილავთ შემდგომ მოქმედებებს“, - დასძინა ფიშერმა.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ევროკავშირში გაწევრიანება.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
კანდიდატის სტატუსის გარდა, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა.
ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.