ჩიქოვანი: პენტაგონის გადაწყვეტილება სწავლების გადატანის შესახებ გაუგებარია

© Government of Georgiaმთავრობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი
მთავრობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2024
გამოწერა
საერთაშორისო სწავლება - სასარგებლო ღონისძიებაა როგორც საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, ისე აშშ-ის ძალებისთვის, მიაჩნია მინისტრს
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. გაუგებარია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის გადაწყვეტილება სამხედრო წვრთნის „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) გაურკვეველი ვადით გადატანის შესახებ, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.
პენტაგონის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყეს. ამ გადახედვის ფარგლებში, აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას, რომელიც თავდაპირველად 2024 წლის 25 ივლისი - 6 აგვისტოს პერიოდში იყო დაგეგმილი. სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში 2015 წლიდან იმართება და მასში მონაწილეობენ სამხედროები საქართველოდან, აშშ-დან, ნატოს ქვეყნებიდან და რეგიონიდან.
„გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებას“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
მისი თქმით, თავდაცვით უწყებებს შორის თანამშრომლობის ბევრი ფორმატი არსებობს, რომელიც გრძელდება.
„ჩვენ, თავდაცვის სამინისტროს და აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტს გვაქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა თანამშრომლობის ფორმატი, სადაც ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა გრძელდება. საერთაშორისო სწავლებებში, რომლებშიც მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნების ქვედანაყოფები არის სასარგებლო ღონისძიება, როგორც ქართული თავდაცვის ძალებისთვის, ასევე აშშ-ს შეიარაღებული ძალებისთვის და ყველა იმ სახელმწიფოს წარმომადგენლისთვის, რომელიც ამ წვრთნებში მონაწილეობს“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.
ამასთან, მინისტრის თქმით, საქართველო ემზადება სწავლებისთვის Agile Spirit, რომელიც 2025 წელს არის დაგეგმილი.
ურთიერთობების გადახედვა
მრავალეროვნული სწავლების გადადების შესახებ გადაწყვეტილება პენტაგონმა საქართველოს ხელისუფლების განცხადებებით ახსნა.
„პროექტ ღირსეული პარტნიორის“ რეალიზაციის გადადება უკავშირდება აშშ-ის და დასავლეთის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებას, რომ ზეწოლა ხდება საქართველოზე რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისთვის, უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, ასევე ინფორმაციას, რომ მმართველი პარტიის წინააღმდეგ გადატრიალების ორ მცდელობაში იღებდა დასავლეთი მონაწილეობას", - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.
ქართულ-ამერიკული ურთიერთობები უნდა გადაიხედოს - პრემიერი>>
აქედან გამომდინარე, აშშ-ის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ახლა არ არის შესაფერისი დრო საქართველოში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად. გადაწყვეტილება ადვილი არ იყო, განმარტა პენტაგონმა.
ამასთან, აშშ აპირებს გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის ძალებთან.
„ჩვენ ვცდილობთ, გავაძლიეროთ საქართველოს უნარი, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა... შეერთებული შტატები მოუთმენლად ელოდება მოკავშირეებს და პარტნიორებთან, მათ შორის, სწავლება Agile Spirit-თან თანამშრომლობის მომავალ შესაძლებლობებს 2025 წელს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა 30 მაისს დაიწყო.
უკვე 6 ივნისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გააკეთა სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან „საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრაში".
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სავიზო შეზღუდვები შეეხო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებსა და კერძო პირებს.
სახელმწიფო დეპარტამენტმა სახელები არ დაასახელა. ამასთან, საქართველოში არც ერთმა ოფიციალურმა პირმა, რომელთა მიმართებითაც ხელისუფლების ოპონენტებს ეჭვი ჰქონდათ, აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურებია.
საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაჯანსაღება ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული>>
აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის შესახებ განცხადება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების ფონზე გააკეთა, რომელიც ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ დეკლარაცია.
შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას უარი ეთქვა „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებაზე, მათი თქმით აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს. საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპულობას“ და ეს არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
ყველა ახალი ამბავი
0