https://sputnik-georgia.com/20240601/qartul-amerikuli-urtiertobebi-unda-gadaixedos-premieri-288208883.html
ქართულ-ამერიკული ურთიერთობები უნდა გადაიხედოს - პრემიერი
ქართულ-ამერიკული ურთიერთობები უნდა გადაიხედოს - პრემიერი
Sputnik საქართველო
შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა შემოიღო იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან... 01.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-01T11:27+0400
2024-06-01T11:27+0400
2024-06-01T11:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0d/287892338_0:208:2000:1333_1920x0_80_0_0_95e484a145542d42adcaff5beae95f28.jpg
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ბევრი რამ გააფუჭა, ქვეყანაში რევოლუციის რამდენიმე მცდელობა იყო, ამიტომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები უნდა გაჯანსაღდეს, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მაისის ბოლოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების საპასუხოდ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას შემოიღებს იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“. გაფრთხილების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა კანონი მიიღო.რობინ დანიგანმა კელი დეგნანი 2023 წლის ოქტომბერში შეცვალა.„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაჯანსაღდეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ეს შედის როგორც ქართველი ხალხის ინტერესებში, ასევე, მე მჯერა, ამერიკელი ხალხის ინტერესებშიც“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.აშშ საქართველოსთვის ახალი სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის განხორციელებას იწყებს>>პრემიერის თქმით, ურთიერთობების გადახედვა საჭიროა განსაკუთრებით იმ პროცესების ფონზე, რომლებიც საქართველოში ბოლო ითხი წლის განმავლობაში ვითარდებოდა.პრემიერმა ასევე უპასუხა კითხვას, რატომ შევიდა კრიზისში ქართულ-ამერიკული ურთიერთობები.2022 წელს რამდენიმე მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი ეკა გიგაური, გამოვიდა ანტისამთავრობო აქციაზე „შინ ევროპისკენ“.რევოლუცია, მეორე ფრონტი, ლგბტ პროპაგანდა - პრემიერი საფრთხეებზე ზოგიერთი „ენჯეოს“ მხრიდან>>2020 წელს კი საპარლამენტო არჩევნების დროს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED) ხმების პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა და ეს მხოლოდ ხუთი კვირის შემდეგ აღიარა. ამავე ორგანიზაციამ გაავრცელა ყალბი ინფორმაცია ოქმებში არსებულ ზედმეტობებზე და თითქოს ცესკომ კენჭისყრის შედეგები გვიან გამოაქვეყნდა. ამან შექმნა საბაბი რადიკალური ოპოზიციისთვის, რომ მათ დაეწყოთ საბოტაჟი, არ შესულიყვნენ პარლამენტში - ისინიც ამტკიცებდნენ, რომ არჩევნები გაყალბებულია.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0d/287892338_382:200:1892:1333_1920x0_80_0_0_9d8211a3c0ca93e2293c9b505c0ef367.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ქართულ-ამერიკული ურთიერთობები უნდა გადაიხედოს - პრემიერი
შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა შემოიღო იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ბევრი რამ გააფუჭა, ქვეყანაში რევოლუციის რამდენიმე მცდელობა იყო, ამიტომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები უნდა გაჯანსაღდეს, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მაისის ბოლოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების საპასუხოდ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას შემოიღებს იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“. გაფრთხილების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა კანონი მიიღო.
„გადახედვა ნამდვილად სჭირდება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. მე ამაზე მქონდა გულწრფელი საუბარი ქალბატონ ელჩთან (რობინ დანიგანთან - რედ.) და მინდა გამოვხატო კიდევ ერთხელ პატივისცემა პირადად მის მიმართ. ასევე, იგივე თემაზე მქონდა საუბარი ბატონ ო’ბრაიენთან (აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, კოორდინატორი სანქციების საკითხებში - რედ.)“, - განაცხადა კობახიძემ.
რობინ დანიგანმა კელი დეგნანი 2023 წლის ოქტომბერში შეცვალა.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაჯანსაღდეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ეს შედის როგორც ქართველი ხალხის ინტერესებში, ასევე, მე მჯერა, ამერიკელი ხალხის ინტერესებშიც“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერის თქმით, ურთიერთობების გადახედვა საჭიროა განსაკუთრებით იმ პროცესების ფონზე, რომლებიც საქართველოში ბოლო ითხი წლის განმავლობაში ვითარდებოდა.
„ყველას გახსოვთ რევოლუციის 2 მცდელობა, დაემატა მე-3 მცდელობა წინა კვირების განმავლობაში... პირდაპირ იდგნენ, მათ შორის ამერიკიდან დაფინანსებული NGO-ები რევოლუციურ სცენაზე, როდესაც მათ მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და მათი მონაწილეობით მთავრობის ჩამოყალიბება“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა ასევე უპასუხა კითხვას, რატომ შევიდა კრიზისში ქართულ-ამერიკული ურთიერთობები.
2022 წელს რამდენიმე მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი ეკა გიგაური, გამოვიდა ანტისამთავრობო აქციაზე „შინ ევროპისკენ“.
2020 წელს კი საპარლამენტო არჩევნების დროს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED) ხმების პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა და ეს მხოლოდ ხუთი კვირის შემდეგ აღიარა. ამავე ორგანიზაციამ გაავრცელა ყალბი ინფორმაცია ოქმებში არსებულ ზედმეტობებზე და თითქოს ცესკომ კენჭისყრის შედეგები გვიან გამოაქვეყნდა. ამან შექმნა საბაბი რადიკალური ოპოზიციისთვის, რომ მათ დაეწყოთ საბოტაჟი, არ შესულიყვნენ პარლამენტში - ისინიც ამტკიცებდნენ, რომ არჩევნები გაყალბებულია.