https://sputnik-georgia.com/20240701/azartul-tamashebze-akrzalvebi-amoqmedda-288739865.html
საქართველოში გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის აზარტულ თამაშებზე აკრძალვები ამოქმედდა
საქართველოში გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის აზარტულ თამაშებზე აკრძალვები ამოქმედდა
Sputnik საქართველო
ონლაინ-კაზინოების აკრძალვაზე ჯერ კიდევ 2021 წელს საუბრობდნენ 01.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-01T12:13+0400
2024-07-01T12:13+0400
2024-07-01T12:13+0400
საქართველო
კანონმდებლობა
საქართველოს ბიზნესგარემო
საზოგადოება
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23940/00/239400099_0:151:1600:1051_1920x0_80_0_0_6c9b429073203c66918286510891e208.jpg
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოში 2024 წლის 1-ელი ივლისიდან აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მოქმედი აკრძალვები მკაცრდება.1-ელი ივლისიდან ონლაინ-კაზინოებსა და ტოტალიზატორებში აზარტულ თამაშებში მონაწილეობას ვერ შეძლებენ 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეები და 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ასევე ის პირები, რომლებზეც აზარტულ თამაშებში მონაწილეობის აკრძალვა ვრცელდება (კაზინოებში არ უშვებენ).ასეთი პირების როგორც აზარტულ ონლაინ-თამაშებზე, ისევე როგორც ცოცხალ თამაშებზე დაშვებისთვის ჯარიმა 10 ათასი ლარი იქნება. განმეორებითი დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ათასი ლარის ოდენობით.2021 წლის ნოემბერში საქართველოში ონლაინ-კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრების ინიციატივით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა. როგორც მან აღნიშნა, ეს ეტაპობრივად განხორციელდება.პირველ ეტაპზე ქვეყანაში ონლაინ-კაზინოსთვის გადასახადი გაიზარდა 65–70%-ით, აიკრძალა რეკლამა და დაწესდა მომხმარებლების ასაკობრივი ბარიერი 25 წლამდე. ასევე შეადგინეს იმ პირთა ბაზა, რომლებსაც ეკრძალებათ ონლაინ-კაზინოში თამაში.აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პირი ლუდომანების ოფიციალურ რეესტრში (პირები, ვისაც ეკრძალება თამაში) ორი გზით შეიძლება მოხვდეს. პირველ შემთხვევაში ადამიანს თავად შეაქვს განაცხადი შემოსავლების სამსახურში და ის რეესტრში რეგისტრირდება, მეორე შემთხვევაში სასამართლოს მიმართავს უკვე ლუდომანის ოჯახი და სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ის რეესტრში მოხვდება.25 წლის და ნაკლები ასაკის სოციალურად დაუცველი პირები და საჯარო მოხელეები სიაში ავტომატურად ხვდებიან.გარდა ამისა, ქვეყანაში 2005 წლიდან მოქმედებს კანონი „ლატარიებისა და აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“. სწორედ ეს კანონი არეგულირებს კაზინოების, ტოტალიზატორების, სლოტ-კლუბების და სხვა გასართობი თამაშების მუშაობას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23940/00/239400099_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_224c4ac71452288bac7c615c7a9da268.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კანონმდებლობა, საქართველოს ბიზნესგარემო , საზოგადოება, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, კანონმდებლობა, საქართველოს ბიზნესგარემო , საზოგადოება, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველოში გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის აზარტულ თამაშებზე აკრძალვები ამოქმედდა
ონლაინ-კაზინოების აკრძალვაზე ჯერ კიდევ 2021 წელს საუბრობდნენ
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოში 2024 წლის 1-ელი ივლისიდან აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მოქმედი აკრძალვები მკაცრდება.
1-ელი ივლისიდან ონლაინ-კაზინოებსა და ტოტალიზატორებში აზარტულ თამაშებში მონაწილეობას ვერ შეძლებენ 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეები და 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ასევე ის პირები, რომლებზეც აზარტულ თამაშებში მონაწილეობის აკრძალვა ვრცელდება (კაზინოებში არ უშვებენ).
ასეთი პირების როგორც აზარტულ ონლაინ-თამაშებზე, ისევე როგორც ცოცხალ თამაშებზე დაშვებისთვის ჯარიმა 10 ათასი ლარი იქნება. განმეორებითი დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ათასი ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ონლაინ აზარტული თამაშების ორგანიზება/მოწყობისთვის ინტერნეტ-კაფეებიც დაჯარიმდებიან. მსგავსი ქმედება გამოიწვევს ჯარიმას 15 ათასი ლარის ოდენობით, განმეორებითი ქმედება - 30 ათას ლარიან ჯარიმას.
2021 წლის ნოემბერში საქართველოში ონლაინ-კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრების ინიციატივით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა. როგორც მან აღნიშნა, ეს ეტაპობრივად განხორციელდება.
პირველ ეტაპზე ქვეყანაში ონლაინ-კაზინოსთვის გადასახადი გაიზარდა 65–70%-ით, აიკრძალა რეკლამა და დაწესდა მომხმარებლების ასაკობრივი ბარიერი 25 წლამდე. ასევე შეადგინეს იმ პირთა ბაზა, რომლებსაც ეკრძალებათ ონლაინ-კაზინოში თამაში.
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პირი ლუდომანების ოფიციალურ რეესტრში (პირები, ვისაც ეკრძალება თამაში) ორი გზით შეიძლება მოხვდეს. პირველ შემთხვევაში ადამიანს თავად შეაქვს განაცხადი შემოსავლების სამსახურში და ის რეესტრში რეგისტრირდება, მეორე შემთხვევაში სასამართლოს მიმართავს უკვე ლუდომანის ოჯახი და სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ის რეესტრში მოხვდება.
25 წლის და ნაკლები ასაკის სოციალურად დაუცველი პირები და საჯარო მოხელეები სიაში ავტომატურად ხვდებიან.
გარდა ამისა, ქვეყანაში 2005 წლიდან მოქმედებს კანონი „ლატარიებისა და აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“. სწორედ ეს კანონი არეგულირებს კაზინოების, ტოტალიზატორების, სლოტ-კლუბების და სხვა გასართობი თამაშების მუშაობას.