თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში ტურიზმი დინამიურად ვითარდება

© photo: Sputnik / Stringerტურისტები ბათუმში
ტურისტები ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2024
გამოწერა
მიმდინარე წლის იანვარ-მარტში რეგიონში 363.021 უცხოელი ვიზიტორის ვიზიტი განხორციელდა, რაც 8,7%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. აჭარაში ტურიზმის დინამიკა მზარდია, წლის დასაწყისიდან რეგიონში 360 ათასზე მეტი უცხოელი ვიზიტორის ვიზიტი განხორციელდა, ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში 2023-2024 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
რიჟვაძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში რეგიონში 363.021 უცხოელი ვიზიტორის ვიზიტი განხორციელდა, რაც 8,7%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, 2019 წელთან შედარებით კი გაზრდილია 44,2%-ით.
ამასთან, მთავრობის მეთაურმა მოიყვანა 2023 წლის მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობამ თითქმის 4,7 მილიონი შეადგინა - 20%-ით მეტი 2022 წელთან შედარებით, ხოლო 10,4%-ით მეტი 2019 წელთან შედარებით.
რიჟვაძის თქმით, გასულ წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ვიზიტებისა და ფრენების რაოდენობაც გაიზარდა.
ბათუმში 2024 წლის საზღვაო სეზონი გაიხსნა - მაშველები მზად არიან >>
მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ ჯოლდოებსა და აღიარებებზე, რომლებიც რეგიონმა და ბათუმმა 2023-2024 წლებში მოიპოვა.
გარდა ამისა, ევროპის პრესტიჟულმა სამოგზაურო პლატფორმამ European Best Destinations-მა ბათუმი 2024 წლის, ევროპის 5 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა და ასევე, ბათუმი ევროპის საუკეთესო საინვესტიციო ქალაქების ათეულში მოხვდა. INDEPENDENT-ის რეიტინგში ბათუმი ევროპის ზაფხულის 10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა.
ხოლო ბათუმის საფეხბურთო სტადიონმა მსოფლიო დაჯილდოებაზე FIABCI World Prix d'Excellence Awards უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა.
მისი თქმით, რეგიონის ცნობადობის გაზრდის და ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიებები 25-ზე მეტ სამიზნე ქვეყანაში მიმდინარეობს.
საქართველოში ტურიზმისთვის რეკორდულ წელს პროგნოზირებენ >>
ბათუმში საზღვაო სეზონი ოფიციალურად 10 ივნისს გაიხსნა. აჭარის მთელ სანაპიროზე მოწყობილია პლაჟები, სადაც მაშველები უზრუნველყოფენ დამსვენებლების უსაფრთხოებას. წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები სეზონს სრულიად განახლებული სამაშველო აღჭურვილობით შეხვდნენ.
სტაციონარული ლოკაციების გარდა, ისინი ასევე პატრულირებენ პლაჟის ზონას. განსაკუთრებით მკაცრი წესები მოქმედებს შტორმის დროს, როდესაც მაშველები მკაცრად აკვირდებიან, რათა ადამიანები წყალში არ შევიდნენ.
2023 წელს აჭარაში შიდა და უცხოელი ვიზიტორების რაოდენობამ 4.691.633 შეადგინა, რაც 20%-ით მეტია 2022 წლის და 10,4%-ით მეტი 2019 წლის მაჩვენებელზე.
ყველა ახალი ამბავი
0