https://sputnik-georgia.com/20240610/batumshi-turistuli-sezoni-gaixsna-288344669.html
ბათუმში 2024 წლის საზღვაო სეზონი გაიხსნა - მაშველები მზად არიან
ბათუმში 2024 წლის საზღვაო სეზონი გაიხსნა - მაშველები მზად არიან
Sputnik საქართველო
აჭარის პლაჟებზე მაშველები დამსვენებლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. 10.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-10T15:18+0400
2024-06-10T15:18+0400
2024-06-10T15:23+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს რეგიონები
აჭარა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/03/278248641_0:83:1600:983_1920x0_80_0_0_4363feddbcf2ca8e6541d46f3d684d6d.jpg
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები ბათუმში ტურისტული სეზონის გახსნისთვის მზად არიან, ნათქვამია უწყების განცხადებაში.შსს-ს ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები, რომლებიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არიან აღჭურვილი, აჭარის რეგიონში სრულად აითვისებენ შავი ზღვის სანაპირო ზოლს და გაუწევენ შესაბამის მონიტორინგს.ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად 9 ივნისს გაიხსნა - სეზონის გახსნის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.ღონისძიების ფარგლებში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, გამოფენილი იყო როგორც სახმელეთო, ასევე, საზღვაო სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა, ავტოტექნიკა, მცურავი საშუალებები, ასევე საჰაერო და წყალქვეშა დრონები.ოფიციალური ცერემონიის დასასრულს სტუმრებისთვის განახლებული მცურავი საშუალებების, კერძოდ, სამაშველო სკუტერებისა და სწრაფმავალი კატარღების პრეზენტაცია გაიმართა. აჭარა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული რეგიონია ზაფხულის სეზონზე საქართველოში. რეგიონი საშუალებას იძლევა მოგზაურობის მოყვარულები დატკბნენ როგორც ზღვის, ისე მთის კურორტებით.აჭარა ახალ სეზონს სიახლეებით ხვდება, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ისე სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურის მხრივ. განხორციელდა ზღვის წყლის მონიტორინგი. წყლის აღებული ნიმუშების კვლევის მიხედვით აჭარის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის კვლევებმა აჩვენა, რომ იგი შეესაბამება ყველა დადგენილ ნორმას.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/03/278248641_91:0:1510:1064_1920x0_80_0_0_12cb6514b24515324f45fbad0a58dbbf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, აჭარა , ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, აჭარა , ახალი ამბები
ბათუმში 2024 წლის საზღვაო სეზონი გაიხსნა - მაშველები მზად არიან
15:18 10.06.2024 (განახლებულია: 15:23 10.06.2024) აჭარის პლაჟებზე მაშველები დამსვენებლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები ბათუმში ტურისტული სეზონის გახსნისთვის მზად არიან, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები, რომლებიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არიან აღჭურვილი, აჭარის რეგიონში სრულად აითვისებენ შავი ზღვის სანაპირო ზოლს და გაუწევენ შესაბამის მონიტორინგს.
ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად 9 ივნისს გაიხსნა - სეზონის გახსნის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, გამოფენილი იყო როგორც სახმელეთო, ასევე, საზღვაო სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა, ავტოტექნიკა, მცურავი საშუალებები, ასევე საჰაერო და წყალქვეშა დრონები.
ოფიციალური ცერემონიის დასასრულს სტუმრებისთვის განახლებული მცურავი საშუალებების, კერძოდ, სამაშველო სკუტერებისა და სწრაფმავალი კატარღების პრეზენტაცია გაიმართა.
აჭარა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული რეგიონია ზაფხულის სეზონზე საქართველოში. რეგიონი საშუალებას იძლევა მოგზაურობის მოყვარულები დატკბნენ როგორც ზღვის, ისე მთის კურორტებით.
აჭარა ახალ სეზონს სიახლეებით ხვდება, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ისე სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურის მხრივ. განხორციელდა ზღვის წყლის მონიტორინგი. წყლის აღებული ნიმუშების კვლევის მიხედვით აჭარის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის კვლევებმა აჩვენა, რომ იგი შეესაბამება ყველა დადგენილ ნორმას.