https://sputnik-georgia.com/20240607/interneti-saqartvelosi-rogor-gaizarda-abonentta-raodenoba-qveyanasi-288312266.html
ინტერნეტი საქართველოში - როგორ გაიზარდა აბონენტთა რაოდენობა ქვეყანაში
ინტერნეტი საქართველოში - როგორ გაიზარდა აბონენტთა რაოდენობა ქვეყანაში
Sputnik საქართველო
ბოლო 5 წლისთვის საშუალო წლიურმა ზრდამ ფიზიკური პირების შემთხვევაში შეადგინა 4,3%, იურიდიულ პირთათვის - 4,6%. 07.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-07T10:38+0400
2024-06-07T10:38+0400
2024-06-07T10:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
თანამედროვე ტექნოლოგიები
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22964/79/229647963_0:0:3074:1730_1920x0_80_0_0_1765872e928b511b6d2b8a147de4c82e.jpg
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტთა რაოდენობამ 2023 წელს 1,115 მილიონი შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 39,1 ათასს აღემატება, ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მასალებში.ამასთან, ფიზიკური პირი აბონენტების რაოდენობა 3,6%-ით გაიზარდა, იურიდიული - 4%-ით.ბოლო 5 წლისთვის საშუალო წლიურმა ზრდამ ფიზიკური პირების შემთხვევაში შეადგინა 4,3%, იურიდიულ პირთათვის - 4,6%.საქართველოში ყველაზე დაბალსიჩქარიანი ფიქსირებული ინტერნეტია რეგიონში >>2023 წელს ინტერნეტის ინდივიდუალურ მომხმარებელთა რაოდენობამ 1,061 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 37,1 ათასით მეტია.კომპანიების მონაცემებით, 2023 წელს ინდივიდუალური აბონენტების რაოდენობის ყველაზე დიდი წილი „მაგთიკომზე“ მოდიოდა - 508 ათასი, შემდეგ მოდის „სილქნეტი“, რომელსაც 322 ათასი აბონენტი ჰყავს.კომპანია „ახალი ქსელების“ აბონენტთა რაოდენობამ 64 ათასი შეადგინა, ხოლო Skytel-ის - 58 ათასი.საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტი 136%-ით უფრო ძვირია ვიდრე ევროპაში: კვლევის შედეგები>>ამასთან, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით სარგებლობს 996 ათასი აბონენტი, რაც 46 ათასით მეტია 2022 წელთან შედარებით.2023 წლიდან საქართველოში ხელმისაწვდომი გახდა მაღალსიჩქარიანი სატელიტური ინტერნეტი Starlink. 2024 წლის დასაწყისისთვის, Starlink-ს საქართველოში ჰყავს 24 იურიდიული და 467 ინდივიდუალური აბონენტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22964/79/229647963_144:0:2875:2048_1920x0_80_0_0_156ef9f6a495af48bba54d8fa8206864.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თანამედროვე ტექნოლოგიები , საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
ახალი ამბები, საქართველო, თანამედროვე ტექნოლოგიები , საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
ინტერნეტი საქართველოში - როგორ გაიზარდა აბონენტთა რაოდენობა ქვეყანაში
ბოლო 5 წლისთვის საშუალო წლიურმა ზრდამ ფიზიკური პირების შემთხვევაში შეადგინა 4,3%, იურიდიულ პირთათვის - 4,6%.
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტთა რაოდენობამ 2023 წელს 1,115 მილიონი შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 39,1 ათასს აღემატება, ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მასალებში.
ამასთან, ფიზიკური პირი აბონენტების რაოდენობა 3,6%-ით გაიზარდა, იურიდიული - 4%-ით.
ბოლო 5 წლისთვის საშუალო წლიურმა ზრდამ ფიზიკური პირების შემთხვევაში შეადგინა 4,3%, იურიდიულ პირთათვის - 4,6%.
2023 წელს ინტერნეტის ინდივიდუალურ მომხმარებელთა რაოდენობამ 1,061 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 37,1 ათასით მეტია.
კომპანიების მონაცემებით, 2023 წელს ინდივიდუალური აბონენტების რაოდენობის ყველაზე დიდი წილი „მაგთიკომზე“ მოდიოდა - 508 ათასი, შემდეგ მოდის „სილქნეტი“, რომელსაც 322 ათასი აბონენტი ჰყავს.
კომპანია „ახალი ქსელების“ აბონენტთა რაოდენობამ 64 ათასი შეადგინა, ხოლო Skytel-ის - 58 ათასი.
ამასთან, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით სარგებლობს 996 ათასი აბონენტი, რაც 46 ათასით მეტია 2022 წელთან შედარებით.
2023 წლიდან საქართველოში ხელმისაწვდომი გახდა მაღალსიჩქარიანი სატელიტური ინტერნეტი Starlink. 2024 წლის დასაწყისისთვის, Starlink-ს საქართველოში ჰყავს 24 იურიდიული და 467 ინდივიდუალური აბონენტი.