https://sputnik-georgia.com/20240206/saqartvelosi-yvelaze-dabalsicqariani-fiqsirebuli-internetia-regionsi-286145715.html
საქართველოში ყველაზე დაბალსიჩქარიანი ფიქსირებული ინტერნეტია რეგიონში
საქართველოში ყველაზე დაბალსიჩქარიანი ფიქსირებული ინტერნეტია რეგიონში
Sputnik საქართველო
მობილური ინტერნეტის სიჩქარით საქართველო მეორე ადგილზეა აზერბაიჯანის შემდეგ, მაგრამ სხვა მეზობელ ქვეყნებს უსწრებს 06.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-06T20:57+0400
2024-02-06T20:57+0400
2024-02-06T20:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
თანამედროვე ტექნოლოგიები
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23711/69/237116931_0:52:3073:1780_1920x0_80_0_0_7346f32ec808a738d8adc4f1a6017f1a.jpg
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე საქართველოში ყველაზე დაბალია რეგიონში გლობალური ინტერნეტის ინდექსის მიხედვით (Speedtest by Ookla Global Index), იუწყება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.პოპულარული ინტერნეტ-სერვისი Speedtest.net ყოველთვიურად ადგენს ინტერნეტში ჩართვის სიჩქარის Speedtest Global Index-ის რეიტინგს, რომელიც მოიცავს მონაცემებს მობილური და ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარის შესახებ. ინდექსის მიხედვით, საქართველოს პოზიცია 2023 წელს ორი პუნქტით გაუარესდა და ფიქსირებული ინტერნეტის 26,60 მბ/წმ სიჩქარით 178 ქვეყნიდან 129-ე ადგილი დაიკავა.ფიქსირებული დაბალსიჩქარიანი ინტერნეტის მხრივ საქართველო შემდეგ ქვეყნებს შორისაა: ბოსნია და ჰერცეგოვინა - 28,03 მბ/წ, ინდონეზია - 27,87 მბ/წმ, მაროკო - 27,59 მბ/წმ, ბუტანი - 26,75 მბ/წმ, ტაჯიკეთი - 26,35. მბ/წმ, ლესოტო – 25,37 მბიტ/წმ.კვლევის მიხედვით, სინგაპური (270,62 Mbps), ჰონგ-კონგი (266,63 Mbps) და მონაკო (264,97 Mbps) ფიქსირებული ინტერნეტის მაღალი სიჩქარის მქონე ქვეყნების სამეულში მოხვდნენ.საქართველოში ინტერნეტი სულაც არ არის ძვირი - „სილქნეტი“ კვლევის შედეგებს არ ეთანხმება>>2023 წლის ბოლოსთვის, ინტერნეტის სიჩქარის გლობალური ინდექსის თანახმად, 2023 წლის ბოლო მონაცემებით მსოფლიოში ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტზე ჩამოტვირთვის საშუალო სიჩქარე არის 90,93 მბ/წმ, საქართველოში კი 26,60 მბ/წმ, რაც ფიქსირებული ინტერნეტის მაღალი ფასითაა გამოწვეული.კვლევის მიხედვით, მსოფლიოში მობილური ინტერნეტის საშუალო სიჩქარე 49,25 მბ/წმ-ია. მობილური ინტერნეტის ყველაზე მაღალი სიჩქარე აქვთ გაერთიანებულ საამიროებს (303,21 Mbps), კატარს (244,44 Mbps) და ქუვეითს (183,83 Mbps).საქართველოს პოზიცია 2022 წელთან შედარებით 6 საფეხურით გაუმჯობესდა და 146 ქვეყანას შორის 66-ე ადგილზეა მობილური ინტერნეტის სიჩქარით 37,78 Mbps.მობილური ინტერნეტის სიჩქარით საქართველო მხოლოდ აზერბაიჯანს ჩამორჩება (59-ე ადგილი, 43,80 მბიტ/წმ), ხოლო ქვეყანა უსწრებს თურქეთს (69-ე ადგილი - 36,10 მბიტ/წმ), სომხეთს (92-ე ადგილი - 26,43 მბიტ/წმ) და რუსეთს (99-ე ადგილი - 24,47 მბიტ/წმ).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23711/69/237116931_119:0:2850:2048_1920x0_80_0_0_01443e109bc89dcad28d55263c118f9e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თანამედროვე ტექნოლოგიები , საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
ახალი ამბები, საქართველო, თანამედროვე ტექნოლოგიები , საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
საქართველოში ყველაზე დაბალსიჩქარიანი ფიქსირებული ინტერნეტია რეგიონში
მობილური ინტერნეტის სიჩქარით საქართველო მეორე ადგილზეა აზერბაიჯანის შემდეგ, მაგრამ სხვა მეზობელ ქვეყნებს უსწრებს
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე საქართველოში ყველაზე დაბალია რეგიონში გლობალური ინტერნეტის ინდექსის მიხედვით (Speedtest by Ookla Global Index), იუწყება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
პოპულარული ინტერნეტ-სერვისი Speedtest.net ყოველთვიურად ადგენს ინტერნეტში ჩართვის სიჩქარის Speedtest Global Index-ის რეიტინგს, რომელიც მოიცავს მონაცემებს მობილური და ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარის შესახებ. ინდექსის მიხედვით, საქართველოს პოზიცია 2023 წელს ორი პუნქტით გაუარესდა და ფიქსირებული ინტერნეტის 26,60 მბ/წმ სიჩქარით 178 ქვეყნიდან 129-ე ადგილი დაიკავა.
„ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარით საქართველო ჩამორჩება რუსეთს (58-ე ადგილი - 85,15 მბ/წმ), სომხეთს (96-ე ადგილი - 49,86 მბ/წმ), თურქეთს (109 ადგილი - 39,78 მბ/წმ) და აზერბაიჯანს (115 ადგილი - 35,25 მბ/წმ)“, - ნათქვამია შეტყობინებაში.
ფიქსირებული დაბალსიჩქარიანი ინტერნეტის მხრივ საქართველო შემდეგ ქვეყნებს შორისაა: ბოსნია და ჰერცეგოვინა - 28,03 მბ/წ, ინდონეზია - 27,87 მბ/წმ, მაროკო - 27,59 მბ/წმ, ბუტანი - 26,75 მბ/წმ, ტაჯიკეთი - 26,35. მბ/წმ, ლესოტო – 25,37 მბიტ/წმ.
კვლევის მიხედვით, სინგაპური (270,62 Mbps), ჰონგ-კონგი (266,63 Mbps) და მონაკო (264,97 Mbps) ფიქსირებული ინტერნეტის მაღალი სიჩქარის მქონე ქვეყნების სამეულში მოხვდნენ.
2023 წლის ბოლოსთვის, ინტერნეტის სიჩქარის გლობალური ინდექსის თანახმად, 2023 წლის ბოლო მონაცემებით მსოფლიოში ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტზე ჩამოტვირთვის საშუალო სიჩქარე არის 90,93 მბ/წმ, საქართველოში კი 26,60 მბ/წმ, რაც ფიქსირებული ინტერნეტის მაღალი ფასითაა გამოწვეული.
კვლევის მიხედვით, მსოფლიოში მობილური ინტერნეტის საშუალო სიჩქარე 49,25 მბ/წმ-ია. მობილური ინტერნეტის ყველაზე მაღალი სიჩქარე აქვთ გაერთიანებულ საამიროებს (303,21 Mbps), კატარს (244,44 Mbps) და ქუვეითს (183,83 Mbps).
საქართველოს პოზიცია 2022 წელთან შედარებით 6 საფეხურით გაუმჯობესდა და 146 ქვეყანას შორის 66-ე ადგილზეა მობილური ინტერნეტის სიჩქარით 37,78 Mbps.
მობილური ინტერნეტის სიჩქარით საქართველო მხოლოდ აზერბაიჯანს ჩამორჩება (59-ე ადგილი, 43,80 მბიტ/წმ), ხოლო ქვეყანა უსწრებს თურქეთს (69-ე ადგილი - 36,10 მბიტ/წმ), სომხეთს (92-ე ადგილი - 26,43 მბიტ/წმ) და რუსეთს (99-ე ადგილი - 24,47 მბიტ/წმ).