https://sputnik-georgia.com/20240123/saqartvelosi-interneti-sulac-ar-aris-zviri-silqneti-kvlevis-sedegebs-ar-etanxmeba-285852008.html
საქართველოში ინტერნეტი სულაც არ არის ძვირი - „სილქნეტი“ კვლევის შედეგებს არ ეთანხმება
საქართველოში ინტერნეტი სულაც არ არის ძვირი - „სილქნეტი“ კვლევის შედეგებს არ ეთანხმება
Sputnik საქართველო
კომისიის მიერ დაკვეთილ კვლევაში ნათლად ჩანს, რომ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ტარიფების უმრავლესობა ევროპულ საშუალო მაჩვენებლებზე უფრო იაფია, აღნიშნეს... 23.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-23T23:33+0400
2024-01-23T23:33+0400
2024-01-24T01:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
თანამედროვე ტექნოლოგიები
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/0b/265888679_0:17:2560:1457_1920x0_80_0_0_33389fe0f0e89adc0f9c6e6abcee0583.jpg
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოში მოქმედი ტარიფების წარმოჩენა როგორც გაუმართლებლად ძვირის ევროპულ ქვეყნებთან შედარებით სავარაუდოდ ემსახურება კომისიის მხრიდან მობილური და ფიქსირებული ბაზრების წინასწარი რეგულირებისთვის საფუძვლის შექმნას, ნათქვამია მობილური ოპერატორ „სილქნეტის“ განცხადებაში.კომუნიკაციების კომისიამ გამოაქვეყნა ბრიტანული კომპანია Strategy Analytics-ის კვლევა, რომლის თანახმად საქართველოში 100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტი, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, 136%-ით ძვირია.როგორც „სილქნეტში“ აღნიშნეს, კომისიის მიერ დაკვეთილ კვლევაში ნათლად ჩანს, რომ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ტარიფების უმრავლესობა ევროპულ საშუალო მაჩვენებლებზე უფრო იაფია. ამის მიუხედავად, კომისიის მიერ საქართველოს ბაზარი წარმოდგენილ იქნა ევროპულ მაჩვენებლებზე უფრო ძვირად.„იმედს ვიტოვებთ, რომ კომისია და ოპერატორები შევძლებთ თანამშრომლობის სწორი ფორმის გამონახვას, რითაც ხელს შევუწყობთ საქართველოში ინდუსტრიის შემდგომ განვითარებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.კომპანიაში განაცხადეს, რომ კომისიის მიერ განცხადების სათაურში შერჩეული მობილური პაკეტი - 10 გბ ინტერნეტი და 1795 წუთი სალაპარაკო დრო - ბაზრის შეფასებისთვის არარელევანტურია, რადგან მსგავსი პაკეტით აბონენტთა მხოლოდ 0,1% სარგებლობს.გარდა ამისა, მათი თქმით, ფიქსირებული ინტერნეტის შემთხვევაში კომისიის მიერ ასევე შერჩეულია პაკეტი, რომელიც ძვირია ევროპულ ფასებთან შედარებით, მაგრამ მსგავს პაკეტს აბონენტთა მხოლოდ 2% იყენებს.„სილქნეტის“ განცხადებით, კვლევის რეალური შედეგები ასე გამოიყურება:კვლევის შედეგებიიმის შესახებ, რომ საქართველოში ძვირი ინტერნეტია, ნათქვამია Strategy Analytics-ის მიერ კომუნიკაციის კომისიის დაკვეთით 2023 წლის აპრილში ჩატარებული კვლევაში. კომპანიამ შეადარა სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასები საქართველოში ანალოგიურ მაჩვენებლებთან ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანასა და დიდ ბრიტანეთში.კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში დაბალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებები, როგორც მობილურ, ისე ფიქსირებულ ბაზარზე, კვლევაში შემავალი ქვეყნების ფასების თითქმის ანალოგიური ან უფრო იაფია. ხოლო, რაც შეეხება მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებების ფასებს - ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აჭარბებს.კვლევის თანახმად, მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებებზე მაღალი ფასები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრობლემურია, ვინაიდან 2022 წლის მონაცემებით, მობილური ინტერნეტის მოხმარება მკვეთრად მზარდია და საშუალოდ 12 გბ-ს აღწევს.Fake News: „მაგთიკომი“ საკუთარი ინტერნეტ-პაკეტების ფასების კრიტიკით უკმაყოფილოა >>გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ციფრულ ეპოქაში ინტერნეტის მოხმარების ტენდენცია მიმართულია მზარდი სიჩქარის და მოცულობის მოხმარებისკენ, რაც 5G ინტერნეტის დანერგვასთან ერთად, კიდევ უფრო გაიზრდება.ანალოგიური მდგომარეობაა ფიქსირებულ ინტერნეტ-მომსახურებებთან დაკავშირებით, ვინაიდან მომხმარებლების მიერ ონლაინ გატარებული დრო და სხვადასხვა მომსახურებების ონლაინ-მიღებაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, შესაბამისად მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ-მომსახურებების როლი აბონენტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რაც საქართველოში პრობლემას წარმოადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/0b/265888679_0:0:2272:1704_1920x0_80_0_0_a7279abaac18f8296319d400b40cb6e4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თანამედროვე ტექნოლოგიები , საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თანამედროვე ტექნოლოგიები , საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოში ინტერნეტი სულაც არ არის ძვირი - „სილქნეტი“ კვლევის შედეგებს არ ეთანხმება
23:33 23.01.2024 (განახლებულია: 01:19 24.01.2024) კომისიის მიერ დაკვეთილ კვლევაში ნათლად ჩანს, რომ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ტარიფების უმრავლესობა ევროპულ საშუალო მაჩვენებლებზე უფრო იაფია, აღნიშნეს კომპანიაში
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოში მოქმედი ტარიფების წარმოჩენა როგორც გაუმართლებლად ძვირის ევროპულ ქვეყნებთან შედარებით სავარაუდოდ ემსახურება კომისიის მხრიდან მობილური და ფიქსირებული ბაზრების წინასწარი რეგულირებისთვის საფუძვლის შექმნას, ნათქვამია მობილური ოპერატორ „სილქნეტის“ განცხადებაში.
კომუნიკაციების კომისიამ გამოაქვეყნა ბრიტანული კომპანია Strategy Analytics-ის კვლევა, რომლის თანახმად საქართველოში 100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტი, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, 136%-ით ძვირია.
„საქართველოში მოქმედი ტარიფების ნეგატიური ფორმით წარმოჩენა სავარაუდოდ ემსახურება კომისიის მხრიდან მობილური და ფიქსირებული ბაზრების წინასწარი (ex-ante) რეგულირებისთვის საფუძვლის შექმნას, რაც მომავალში აუცილებლად გამოიწვევს საინვესტიციო გარემოს გაუარესებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც „სილქნეტში“ აღნიშნეს, კომისიის მიერ დაკვეთილ კვლევაში ნათლად ჩანს, რომ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ტარიფების უმრავლესობა ევროპულ საშუალო მაჩვენებლებზე უფრო იაფია. ამის მიუხედავად, კომისიის მიერ საქართველოს ბაზარი წარმოდგენილ იქნა ევროპულ მაჩვენებლებზე უფრო ძვირად.
„იმედს ვიტოვებთ, რომ კომისია და ოპერატორები შევძლებთ თანამშრომლობის სწორი ფორმის გამონახვას, რითაც ხელს შევუწყობთ საქართველოში ინდუსტრიის შემდგომ განვითარებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
კომპანიაში განაცხადეს, რომ კომისიის მიერ განცხადების სათაურში შერჩეული მობილური პაკეტი - 10 გბ ინტერნეტი და 1795 წუთი სალაპარაკო დრო - ბაზრის შეფასებისთვის არარელევანტურია, რადგან მსგავსი პაკეტით აბონენტთა მხოლოდ 0,1% სარგებლობს.
გარდა ამისა, მათი თქმით, ფიქსირებული ინტერნეტის შემთხვევაში კომისიის მიერ ასევე შერჩეულია პაკეტი, რომელიც ძვირია ევროპულ ფასებთან შედარებით, მაგრამ მსგავს პაკეტს აბონენტთა მხოლოდ 2% იყენებს.
„სილქნეტის“
განცხადებით, კვლევის რეალური შედეგები ასე გამოიყურება:
საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ტარიფების დიდი უმრავლესობა ევროპულ საშუალო მაჩვენებლებზე უფრო იაფია;
საქართველოში ყველა მობილური ინტერნეტ პაკეტი 13%-დან 56%-მდე უფრო იაფია, ვიდრე ევროპის საშუალო მაჩვენებელი;
საქართველოში ფიქსირებული ოპტიკური ინტერნეტ პაკეტების აბსოლუტური უმრავლესობა (რომლითაც აბონენტების 98% სარგებლობს) 5%-დან 17%-მდე უფრო იაფია, ვიდრე ევროპის საშუალო მაჩვენებელი.
იმის შესახებ, რომ საქართველოში ძვირი ინტერნეტია, ნათქვამია Strategy Analytics-ის მიერ კომუნიკაციის კომისიის დაკვეთით 2023 წლის აპრილში ჩატარებული კვლევაში. კომპანიამ შეადარა სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასები საქართველოში ანალოგიურ მაჩვენებლებთან ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანასა და დიდ ბრიტანეთში.
კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში დაბალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებები, როგორც მობილურ, ისე ფიქსირებულ ბაზარზე, კვლევაში შემავალი ქვეყნების ფასების თითქმის ანალოგიური ან უფრო იაფია. ხოლო, რაც შეეხება მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებების ფასებს - ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აჭარბებს.
კვლევის თანახმად, მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებებზე მაღალი ფასები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრობლემურია, ვინაიდან 2022 წლის მონაცემებით, მობილური ინტერნეტის მოხმარება მკვეთრად მზარდია და საშუალოდ 12 გბ-ს აღწევს.
გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ციფრულ ეპოქაში ინტერნეტის მოხმარების ტენდენცია მიმართულია მზარდი სიჩქარის და მოცულობის მოხმარებისკენ, რაც 5G ინტერნეტის დანერგვასთან ერთად, კიდევ უფრო გაიზრდება.
ანალოგიური მდგომარეობაა ფიქსირებულ ინტერნეტ-მომსახურებებთან დაკავშირებით, ვინაიდან მომხმარებლების მიერ ონლაინ გატარებული დრო და სხვადასხვა მომსახურებების ონლაინ-მიღებაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, შესაბამისად მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ-მომსახურებების როლი აბონენტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რაც საქართველოში პრობლემას წარმოადგენს.