https://sputnik-georgia.com/20240119/fake-news-magtikomi-sakutari-internet-paketebis-fasebis-kritikit-ukmayofiloa-285738844.html
Fake News: „მაგთიკომი“ საკუთარი ინტერნეტ-პაკეტების ფასების კრიტიკით უკმაყოფილოა
Fake News: „მაგთიკომი“ საკუთარი ინტერნეტ-პაკეტების ფასების კრიტიკით უკმაყოფილოა
Sputnik საქართველო
საქართველოში ინტერნეტის ტარიფები უმეტეს შემთხვევაში ევროპულ ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად იაფია, აცხადებს ოპერატორი 19.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-19T10:25+0400
2024-01-19T10:25+0400
2024-01-19T10:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
თანამედროვე ტექნოლოგიები
კომპანიების ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1f/251880306_0:321:3071:2048_1920x0_80_0_0_aff60d0d32bbec344321d761588436fd.jpg
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომმა“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კვლევას ინტერნეტის გაბერილ ფასებზე „ფეიკი“ უწოდა.კომუნიკაციების კომისიამ გამოაქვეყნა ბრიტანული კომპანია Strategy Analytics-ის კვლევა, რომლის თანახმად საქართველოში 100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტი, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, 136%-ით ძვირია.ოპერატორი აღნიშნავს, რომ საქართველოში ინტერნეტის ტარიფები უმეტეს შემთხვევაში ევროპულ ქვეყნებთან შედარებით გაცილებით იაფია.„მაგთიკომის მომხმარებლების უმრავლესობა სარგებლობს იმ შეთავაზებებით, რომელთა ღირებულება არა თუ აღემატება ევროპის ქვეყნების ანალოგიურ შეთავაზებებს, არამედ მოწინავე პოზიციებზეა სიიაფით“, - ნათქვამია განცხადებაში.ამასთან კომპანია აღნიშნავს, რომ მათი კომპანიის პაკეტი „ულიმიტო მობილური ინტერნეტი“ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე იაფია, ხოლო კვლევა (კომისიის არასწორი დაკვეთით) ფასების შესადარებლად იყენებს განსხვავებული წლების მონაცემებს/კოეფიციენტებს.საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტი 136%-ით უფრო ძვირია ვიდრე ევროპაში: კვლევის შედეგები >>„მაგთიკომის“ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, კომისიის მხრიდან დღემდე არ ხდება კვლევაში გამოყენებული ინფორმაციისა და მასალების გაზიარება, რაც ჩვენი მხრიდან შეუძლებელს ხდის კვლევის სანდოობის დადასტურებას“, - ნათქვამია განცხადებაში.კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში დაბალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებები, როგორც მობილურ, ისე ფიქსირებულ ბაზარზე, კვლევაში შემავალი ქვეყნების ფასების თითქმის ანალოგიური ან უფრო იაფია. ხოლო, რაც შეეხება მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებების ფასებს - ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აჭარბებს.კვლევის თანახმად, მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებებზე მაღალი ფასები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრობლემურია, ვინაიდან 2022 წლის მონაცემებით, მობილური ინტერნეტის მოხმარება მკვეთრად მზარდია და საშუალოდ 12 გბ-ს აღწევს.5G საქართველოში უკვე რეალობაა: თბილისსა და სამთო კურორტებზე სწრაფი ინტერნეტი გამოჩნდა >>გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ციფრულ ეპოქაში ინტერნეტის მოხმარების ტენდენცია მიმართულია მზარდი სიჩქარის და მოცულობის მოხმარებისკენ, რაც 5G ინტერნეტის დანერგვასთან ერთად, კიდევ უფრო გაიზრდება.ანალოგიური მდგომარეობაა ფიქსირებულ ინტერნეტ-მომსახურებებთან დაკავშირებით, ვინაიდან მომხმარებლების მიერ ონლაინ გატარებული დრო და სხვადასხვა მომსახურებების ონლაინ-მიღებაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, შესაბამისად მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ-მომსახურებების როლი აბონენტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რაც საქართველოში პრობლემას წარმოადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1f/251880306_320:225:2751:2048_1920x0_80_0_0_7015babbe08ef69d314dadf405e6f36d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თანამედროვე ტექნოლოგიები , კომპანიების ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
ახალი ამბები, საქართველო, თანამედროვე ტექნოლოგიები , კომპანიების ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
Fake News: „მაგთიკომი“ საკუთარი ინტერნეტ-პაკეტების ფასების კრიტიკით უკმაყოფილოა
საქართველოში ინტერნეტის ტარიფები უმეტეს შემთხვევაში ევროპულ ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად იაფია, აცხადებს ოპერატორი
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომმა“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კვლევას ინტერნეტის გაბერილ ფასებზე „ფეიკი“ უწოდა.
კომუნიკაციების კომისიამ გამოაქვეყნა ბრიტანული კომპანია Strategy Analytics-ის კვლევა, რომლის თანახმად საქართველოში 100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტი, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, 136%-ით ძვირია.
„კომისია კვლავ იყენებს Fake News-ების გავრცელების კლასიკურ ტექნოლოგიას. 2023 წლის სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების კვლევიდან, მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას - თითქოს საქართველოში არსებული ფასები აღემატება ევროპის ქვეყნების დონეს. აღნიშნული ხორციელდება კვლევაში კონტექსტიდან ამოგლეჯილი ინფორმაციის გამოყენებით, რითაც კომისია ცდილობს საქართველოში ბაზარზე მოქმედი საკომუნიკაციო კომპანიების დისკრედიტაციას და მიზნად ისახავს დარგისთვის შესაძლო დამაზიანებელი ქმედებების გამართლებას“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ოპერატორი აღნიშნავს, რომ საქართველოში ინტერნეტის ტარიფები უმეტეს შემთხვევაში ევროპულ ქვეყნებთან შედარებით გაცილებით იაფია.
„მაგთიკომის მომხმარებლების უმრავლესობა სარგებლობს იმ შეთავაზებებით, რომელთა ღირებულება არა თუ აღემატება ევროპის ქვეყნების ანალოგიურ შეთავაზებებს, არამედ მოწინავე პოზიციებზეა სიიაფით“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან კომპანია აღნიშნავს, რომ მათი კომპანიის პაკეტი „ულიმიტო მობილური ინტერნეტი“ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე იაფია, ხოლო კვლევა (კომისიის არასწორი დაკვეთით) ფასების შესადარებლად იყენებს განსხვავებული წლების მონაცემებს/კოეფიციენტებს.
„მაგთიკომის“ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, კომისიის მხრიდან დღემდე არ ხდება კვლევაში გამოყენებული ინფორმაციისა და მასალების გაზიარება, რაც ჩვენი მხრიდან შეუძლებელს ხდის კვლევის სანდოობის დადასტურებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში დაბალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებები, როგორც მობილურ, ისე ფიქსირებულ ბაზარზე, კვლევაში შემავალი ქვეყნების ფასების თითქმის ანალოგიური ან უფრო იაფია. ხოლო, რაც შეეხება მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებების ფასებს - ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აჭარბებს.
კვლევის თანახმად, მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებებზე მაღალი ფასები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრობლემურია, ვინაიდან 2022 წლის მონაცემებით, მობილური ინტერნეტის მოხმარება მკვეთრად მზარდია და საშუალოდ 12 გბ-ს აღწევს.
გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ციფრულ ეპოქაში ინტერნეტის მოხმარების ტენდენცია მიმართულია მზარდი სიჩქარის და მოცულობის მოხმარებისკენ, რაც 5G ინტერნეტის დანერგვასთან ერთად, კიდევ უფრო გაიზრდება.
ანალოგიური მდგომარეობაა ფიქსირებულ ინტერნეტ-მომსახურებებთან დაკავშირებით, ვინაიდან მომხმარებლების მიერ ონლაინ გატარებული დრო და სხვადასხვა მომსახურებების ონლაინ-მიღებაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, შესაბამისად მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ-მომსახურებების როლი აბონენტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რაც საქართველოში პრობლემას წარმოადგენს.