https://sputnik-georgia.com/20240606/kobaxize-ar-caverevit-moqalaqeebis-pirad-cxovrebasi-aramed-lgbt-propagandisgan-davicavt-288306637.html
კობახიძე: არ ჩავერევით მოქალაქეების პირად ცხოვრებაში, არამედ ლგბტ პროპაგანდისგან დავიცავთ
კობახიძე: არ ჩავერევით მოქალაქეების პირად ცხოვრებაში, არამედ ლგბტ პროპაგანდისგან დავიცავთ
Sputnik საქართველო
ერთი თვის განმავლობაში თბილისსა და საქართველოს რეგიონებში საკონსტიტუციო ინიციატივის საყოველთაო განხილვა მიმდინარეობდა. 06.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-06T23:06+0400
2024-06-06T23:06+0400
2024-06-06T23:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
ლგბტ-თემის პრობლემები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს მთავრობა
ადამიანის უფლებები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/02/268114041_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_4da3fa945e2c8014d642b72a0292e9b3.jpg
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. ჩვენი საქმე არის საზოგადოების დაცვა ლგბტ პროპაგანდისგან, და არა სხვისი ცხოვრების წესის განხილვა თუ განსჯა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.საპარლამენტო უმრავლესობამ დააინიცირა საკონსტიტუციო კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და 18 გამომდინარე კანონპროექტი - ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ. ამ ცვლილებების თანახმად, იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა, ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შვილად აყვანა, ლგბტ პროპაგანდა და პოპულარიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, ლგბტ პოპულარიზაციის მიზნით მანიფესტაციების ჩატარება.მან აღნიშნა, რომ თუ ოპოზიცია კანონის წინააღმდეგ გამოდის, ეს მისი რეალური მიზნების შესახებ მეტყველებს.„როცა ამას უპირისპირდება ოპოზიცია, ჩანს, რა არის მათი რეალური განზრახვა და მიზანი“,- განაცხადა კობახიძემ.მან აღნიშნა, რომ, ამასთან, სახელმწიფო ყველას უფლებებს დაიცავს.ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ვერ მოხერხდება ვერც საკონსტიტუციო კანონის „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, ვერც საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ამ კანონთან დაკავშირებული ცვლილებების მიღება. საკონსტიტუციო კანონის მისაღებად პარლამენტის წევრთა 3/4-ის მხარდაჭერაა საჭირო.კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებების თანახმად, ქვეყნის მთავარი კანონის 30-ე მუხლს ემატება მესამე პუნქტი: „ოჯახური ღირებულებები და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს საკონსტიტუციო კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“.22 აპრილიდან, ერთი თვის განმავლობაში, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში საკონსტიტუციო ინიციატივის საყოველთაო განხილვა მიმდინარეობდა.რაც შეეხება გამომდინარე კანონებს, მათი მიღებისთვის საპარლამენტო უმრავლესობის ხმები საკმარისია. საპარლამენტო უმრავლესობა, რომელშიც შედის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და „ხალხის ძალა“, წარმოდგენილია 83 დეპუტატით. პარლამენტში ამჟამად 139 დეპუტატია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/02/268114041_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_dbd658ce8d0fdae34d38f06601799326.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ლგბტ-თემის პრობლემები , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს მთავრობა , ადამიანის უფლებები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, ლგბტ-თემის პრობლემები , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს მთავრობა , ადამიანის უფლებები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
კობახიძე: არ ჩავერევით მოქალაქეების პირად ცხოვრებაში, არამედ ლგბტ პროპაგანდისგან დავიცავთ
ერთი თვის განმავლობაში თბილისსა და საქართველოს რეგიონებში საკონსტიტუციო ინიციატივის საყოველთაო განხილვა მიმდინარეობდა.
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. ჩვენი საქმე არის საზოგადოების დაცვა ლგბტ პროპაგანდისგან, და არა სხვისი ცხოვრების წესის განხილვა თუ განსჯა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობამ დააინიცირა საკონსტიტუციო კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და 18 გამომდინარე კანონპროექტი - ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ. ამ ცვლილებების თანახმად, იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა, ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შვილად აყვანა, ლგბტ პროპაგანდა და პოპულარიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, ლგბტ პოპულარიზაციის მიზნით მანიფესტაციების ჩატარება.
„ჩვენი საქმე არ არის სხვისი ცხოვრების წესის განხილვა, განსჯა და ა.შ. მაგრამ რაც შეეხება პროპაგანდას, ასეთ პროპაგანდას აქვს ძალიან მძიმე შედეგი სხვადასხვა საზოგადოებაზე, დასავლეთის სივრცეში, ეს სტატისტიკითაც დასტურდება. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ ჩვენი საზოგადოება იყოს დაცული ასეთი პროპაგანდისგან, ჩვენ გვჭირდება შესაბამისი კანონის მიღება“, - განაცხადა პრემიერმა.
მან აღნიშნა, რომ თუ ოპოზიცია კანონის წინააღმდეგ გამოდის, ეს მისი რეალური მიზნების შესახებ მეტყველებს.
„როცა ამას უპირისპირდება ოპოზიცია, ჩანს, რა არის მათი რეალური განზრახვა და მიზანი“,- განაცხადა კობახიძემ.
მან აღნიშნა, რომ, ამასთან, სახელმწიფო ყველას უფლებებს დაიცავს.
„რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესისა, ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება ვერ გადაიხედება, ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად ცხოვრების წესისა“, - განაცხადა კობახიძემ.
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ვერ მოხერხდება ვერც საკონსტიტუციო კანონის „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, ვერც საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ამ კანონთან დაკავშირებული ცვლილებების მიღება. საკონსტიტუციო კანონის მისაღებად პარლამენტის წევრთა 3/4-ის მხარდაჭერაა საჭირო.
კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებების თანახმად, ქვეყნის მთავარი კანონის 30-ე მუხლს ემატება მესამე პუნქტი: „ოჯახური ღირებულებები და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს საკონსტიტუციო კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“.
22 აპრილიდან, ერთი თვის განმავლობაში, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში საკონსტიტუციო ინიციატივის საყოველთაო განხილვა მიმდინარეობდა.
რაც შეეხება გამომდინარე კანონებს, მათი მიღებისთვის საპარლამენტო უმრავლესობის ხმები საკმარისია. საპარლამენტო უმრავლესობა, რომელშიც შედის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და „ხალხის ძალა“, წარმოდგენილია 83 დეპუტატით. პარლამენტში ამჟამად 139 დეპუტატია.