რამდენი სოციალურად დაუცველი პირია დასაქმებული საქართველოში: მინისტრის ანგარიში

© photo: Sputnik / Stringerვაჭრობა ვაგზლის მოედანზე
ვაჭრობა ვაგზლის მოედანზე - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2024
გამოწერა
2023 წელს პროგრამით დასაქმებული 39.999 ადამიანიდან ამჟამად 32.291 ადამიანი მუშაობს, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. 2023 წელს სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 40 ათასი ადამიანი დასაქმდა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის 1 მარტს დაიწყო. მასში მონაწილეობა შეუძლიათ 18 წელს ზემოთ შრომისუნარიან მოქალაქეებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 120.000-ს არ აჭარბებს და რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ.
მინისტრის თქმით, 2023 წელს პროგრამით დასაქმებული 39.999 ადამიანიდან ამჟამად 32.291 ადამიანი მუშაობს.
აქედან 396 - სოფლის მეურნეობაში, 3917 - სკოლებში, 326 - სამინისტროებსა და მათ უწყებებში, 28.282 მუნიციპალიტეტების გამგეობებში.
სიღარიბის დონე საქართველოში - ბოლო მონაცემები >>
გარდა ამისა, 20096 პირი დარეგისტრირდა როგორც თავისუფალ ბაზარზე დასაქმებული, ხოლო 238-მ თავისი ეკონომიკური საქმიანობა დააკანონა.
მთლიანობაში, პროგრამის დაწყებიდან 2023 წლის 22 დეკემბრამდე სახელმწიფო პროგრამაში 86.151 მოქალაქე დასაქმდა, ხოლო 2024 წლის პირველი კვარტლის ბოლოს 29.417 სოციალურად დაუცველ ადამიანთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა.
დასაქმების პროგრამა
პროგრამა სოციალურად დაუცველ ადამიანებს სრულ განაკვეთზე სამუშაოში ყოველთვიურად 300 ლარის ანაზღაურებას და სახელმწიფო შეღავათებს სთავაზობს. ეს თანხა არ დაიბეგრება.
სოცდაუცველი ოჯახები სახელმწიფოსგან დახმარებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში მიიღებენ და მათი სტატუსი არ გადაიხედება.
სოციალურად დაუცველ პირთან კონტრაქტი ფორმდება. დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა ასევე შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც.
იმ შემთხვევაში, თუ შემწეობის მიმღები პირი უარს იტყვის დასაქმების შეთავაზებაზე, ერთი წლის შემდეგ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდება, თუმცა ეს არ შეეხება შშმ და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე პირებს.
სულ 2024 წლის 1 მაისისთვის საქართველოში 439,4 ათასი სოციალურად დაუცველი პირია რეგისტრირებული.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე – რაც უფრო ხელმოკლეა ოჯახი, მით უფრო დაბალია ქულა. დახმარების თანხა მერყეობს 10-დან 60 ლარამდე ოჯახის თითოეულ ზრდასრულ წევრზე.
გარდა ამისა, სოციალურად დაუცველი ოჯახები თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 200 ლარს იღებენ.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2023 წელს უმუშევრობის დონემ 16,4% შეადგინა, რაც 2022 წელთან შეადრებით 0,9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
2022 წლის მესამე კვარტალში უმუშევრობის დონე საქართველოში 17,3% იყო, 2021 წელს - 20,6%, 2020 წელს - 18,5%.
ყველა ახალი ამბავი
0