https://sputnik-georgia.com/20240530/siraribis-done-saqartvelosi-bolo-monacemebi-288172505.html
სიღარიბის დონე საქართველოში - ბოლო მონაცემები
სიღარიბის დონე საქართველოში - ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
ქალაქებთან შედარებით, სოფლად გაცილებით მეტი ადამიანია, ვისაც არ მიუწვდება ხელი მინიმალურ საარსებო საშუალებებზე 30.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-30T10:38+0400
2024-05-30T10:38+0400
2024-05-30T10:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
სოციალური სფერო საქართველოში
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23983/12/239831258_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_23e3fa28ce820b1ea1533a6ace4774f9.jpg
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოში 2023 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ქვეყნის მოსახლეობის 11,8% ცხოვრობდა, რაც 2022 წელთან შედარებით 3,8%-ით ნაკლებია, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.„საქსტატის“ მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს ქალაქების მოსახლეობის 9,4% და სოფლების მოსახლეობის 15,6 პროცენტი. ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქად 2,9%-ით შემცირდა, სოფლად - 5%-ით.აბსოლუტური სიღარიბე ასაკობრივ კატეგორიებს შორის ასე გამოიყურება: პირველ ადგილზე არიან ბავშვები და არასრულწლოვნები, ანუ 18 წელს ქვემოდ ასაკის მოქალაქეები. გასულ წელს მათი რაოდენობა იყო 16%, რაც 2022 წელთან შედარებით 4,3%-ით ნაკლებია.2023 წელს, წინა წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი შემოსავლების მიხედვით არ შეცვლილა და 0,36-ის ნიშნულზეა.ჯინის კოეფიციენტი წარმოადგენს ცალკეულ პირთა ან საოჯახო მეურნეობების შემოსავლების ფაქტობრივი განაწილების გაფანტულობის საზომს. ჯინის ინდექსი ზომავს უთანაბრობას მონაცემთა განაწილებაში. ინდექსის მნიშვნელობა 0 უთითებს, რომ უთანაბრობა არ არსებობს (აბსოლუტური თანასწორობა), ხოლო 1 უთითებს, რომ უთანაბრობა მაქსიმალურია (აბსოლუტური უთანაბრობა).0,02-ით გაზრდილია ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი ფულადი სახსრების მიხედვით და 0,36-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23983/12/239831258_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_69732eff861ce0d2d3a288beea36b0da.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, სოციალური სფერო საქართველოში, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, სოციალური სფერო საქართველოში, საქსტატი
სიღარიბის დონე საქართველოში - ბოლო მონაცემები
ქალაქებთან შედარებით, სოფლად გაცილებით მეტი ადამიანია, ვისაც არ მიუწვდება ხელი მინიმალურ საარსებო საშუალებებზე
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოში 2023 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ქვეყნის მოსახლეობის 11,8% ცხოვრობდა, რაც 2022 წელთან შედარებით 3,8%-ით ნაკლებია, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
„საქსტატის“ მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს ქალაქების მოსახლეობის 9,4% და სოფლების მოსახლეობის 15,6 პროცენტი. ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქად 2,9%-ით შემცირდა, სოფლად - 5%-ით.
აბსოლუტური სიღარიბე ასაკობრივ კატეგორიებს შორის ასე გამოიყურება: პირველ ადგილზე არიან ბავშვები და არასრულწლოვნები, ანუ 18 წელს ქვემოდ ასაკის მოქალაქეები. გასულ წელს მათი რაოდენობა იყო 16%, რაც 2022 წელთან შედარებით 4,3%-ით ნაკლებია.
2023 წელს, წინა წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი შემოსავლების მიხედვით არ შეცვლილა და 0,36-ის ნიშნულზეა.
ჯინის კოეფიციენტი წარმოადგენს ცალკეულ პირთა ან საოჯახო მეურნეობების შემოსავლების ფაქტობრივი განაწილების გაფანტულობის საზომს. ჯინის ინდექსი ზომავს უთანაბრობას მონაცემთა განაწილებაში. ინდექსის მნიშვნელობა 0 უთითებს, რომ უთანაბრობა არ არსებობს (აბსოლუტური თანასწორობა), ხოლო 1 უთითებს, რომ უთანაბრობა მაქსიმალურია (აბსოლუტური უთანაბრობა).
0,02-ით გაზრდილია ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი ფულადი სახსრების მიხედვით და 0,36-ს შეადგენს.