https://sputnik-georgia.com/20240530/dris-astroprognozi-zodiaqos-nisnebistvis-30-maisi-288165811.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 მაისი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 მაისი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები. 30.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-30T00:15+0400
2024-05-30T00:15+0400
2024-05-30T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/09/282127062_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_4d94d2d89730b499f8f1985278781531.jpg
დღეს 2024 წლის 30 მაისია, ხუთშაბათი. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.დღეს ადამიანებში კამათისა და ჩხუბის მოთხოვნილება გაიზრდება, მაგრამ ეს კატეგორიულად მიუღებელია. კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად ნუ ეცდებით ოპონენტების გადარწმუნებას – მაინც არაფერი გამოვა.ზოგადად, დღეს მოიგებს ის, ვინც არ მიიღებს კამათში მონაწილეობას. კარგი დღეა ისეთი საქმიანობისთვის, რომელიც სიზუსტესა და პრაქტიკულობას მოითხოვს. მოკლედ, პოეზიასა და მათემატიკას შორის ეს უკანასკნელი აირჩიეთ.ვერძი: იგრძნობთ, რომ ძალა არ შეგწევთ, მიმდინარე მოვლენებზე ზეგავლენა მოახდინოთ და მით უმეტეს, რამე შეცვალოთ და საჭირო მიმართულება მისცეთ. აჯობებს, ამისთვის წინასწარ განეწყოთ, რომ მერე მთელი დღე უკმაყოფილო და გაღიზიანებული არ იყოთ. სხვებს კი ასტროლოგები ურჩევენ, დღეს საერთოდ არ „შეგეხონ“ – აზრი არა აქვს, შედეგი მაინც არ იქნება.კურო: დღეს ყველაზე მთავარი, რაც შეგაწუხებთ, ეს სამართლიანობის ძიებაა. არაა საჭირო, რომ მთელი სამყაროს სამართლიანობის ძებნას შეუდგეთ. უფრო სავარაუდოა, რომ გარშემომყოფების თქვენდამი დამოკიდებულებაზე იქნება აქცენტი გაკეთებული. აქ საქმე თავმოყვარეობაზეც არაა. უბრალოდ, სამართლიანობა გინდათ და მორჩა! სხვა საკითხია, თუ რას „უზამთ“ ამ სამართლიანობას, როცა მას მიაგნებთ...ტყუპი: დღეს თქვენი ფიქრები და გეგმები საოცარი სიცხადით იქნება გამორჩეული. კარგი იქნება, თუ დროს რამე კონკრეტული საკითხებისა და პრობლემების გადაწყვეტას დაუთმობთ, განსაკუთრებით, თუ ეს საკითხები მომწიფდა. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ სხვის იმედზე ყოფნა არ ღირს, ამიტომ მხოლოდ იმ საქმეებს უნდა შეეჭიდოთ, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.კირჩხიბი: თვალნათლივ ხედავთ, რა გსურთ და როგორ მიაღწიოთ მას – უპირატესობას მარტივ და ბუნებრივ გზებს ანიჭებთ. მიზნების ასეთი სიცხადე, რა თქმა უნდა, ძალზე შთამბეჭდავად გამოიყურება, მაგრამ პირდაპირი გზა ყოველთვის არაა ყველაზე მოკლე. თუ გინდათ, თავი აარიდოთ ხარვეზებსა და გაუგებრობებს, ჯობია, „შემოვლითი“ გზებიც მოძებნოთ იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ „რქებით გაიტანოთ“ დაბრკოლებები.ლომი: დღეს ვერანაირად ვერ შეეგუებით იმას, რომ ვინმე ჩაერიოს თქვენს საქმეებსა და გეგმებში. ნებისმიერი მცდელობა, რომ ვინმე შეგეწინააღმდეგოთ ან ზეწოლას ეცადოს თქვენზე, უდიდეს განრისხებას გამოიწვევს. ზოგადად, დღეს თქვენთვის გუნდში მუშაობა არარეკომენდებულია. ჯობია, იმ საქმეებს მიხედოთ, სადაც თქვენ ხართ გადამწყვეტი და ყველაფერი თქვენ ხელშია.ქალწული: დღეს სურვილი გაქვთ, რომ ყველაფერში გარკვეულობა და სიცხადე დაინახოთ. ნებისმიერი ორაზროვნება უსიამოვნო გრძნობებს აღძრავს თქვენში. ნებისმიერ საკითხში გინდათ საბოლოოდ გარკვევა, ყველა პუნქტის განსაზღვრა. სამწუხაროა, რომ ეს ყოველთვის არაა შესაძლებელი. ხანდახან ისეც ხდება, რომ დაუმთავრებელი წინადადება ან მოქმედება უფრო ეფექტურად მოქმედებს, ვიდრე ბოლომდე ნათქვამი.სასწორი: რისკავთ, რომ სხვადასხვა სახის კონფლიქტში აღმოჩნდეთ ჩართული. ამის მიზეზი არა გარშემომყოფების აგრესიულობა იქნება, როგორც თქვენ დაინახავთ ამას, არამედ საკუთარი კრიტიკულობა და თითოეულ წვრილმანზე გამოკიდება. ძალიან გაგიჭირდებათ სხვისი მოსაზრებების გათვალისწინება და კიდევ უფრო იმასთან შეგუება, რომ გარშემომყოფებს თქვენი მოსაზრება მაინცდამაინც არ აინტერესებთ. ასე რომ, დღეს ყველა თავის მოსაზრებაზე დარჩება.მორიელი: ძალზე მაღალია კონფლიქტში ჩაბმის რისკი, რაც, თუ მოხდა, უარყოფითად აისახება თქვენს მდგომარეობაზე საზოგადოებაში. ასტროლოგები კატეგორიულად გირჩევენ, მოერიდოთ ნებისმიერი სახის საქმის გარჩევას, მით უმეტეს – პირდაპირ დაპირისპირებებსა და ჩხუბს. საქმე ისაა, რომ გარშემომყოფები თქვენს პროვოცირებას არაერთხელ შეეცდებიან. ეცადეთ, ამას ყურადღება არ მიაქციოთ, სხვა შემთხვევაში, საკუთარი რეპუტაციის აღდგენა სულ „ნაწილ–ნაწილ“ მოგიწევთ.მშვილდოსანი: დღეს საკმარისია ერთი უხერხული შენიშვნაც კი და თქვენი თვალებიდან „მრისხანების ნაპერწკლები“ გადმოცვივა. უფრო იოლად გადაიტანთ კოლეგების კრიტიკას პროფესიული თვისებების კუთხით, ვიდრე თუნდაც უბრალო ხუმრობას ოჯახში თქვენს ურთიერთობებზე. განსაკუთრებით მწვავე იქნება თქვენი რეაქცია ახლობელი ადამიანების შენიშვნებზე. ფრთხილად! ეს ჩხუბი, შესაძლოა, ურთიერთობებში შესამჩნევი ბზარით დასრულდეს.თხის რქა: თქვენ თავში დღეს, რომ იტყვიან, გზადაგზა, არაერთი პერსპექტიული იდეა შეიძლება გაჩნდეს, ამავდროულად, ეს იდეები საკმაოდ მკაფიო და ჩამოყალიბებული იქნება, თითქოს მანამდე ისინი კარგად მოიფიქრეთ. არ არის საჭირო, მათი განხორციელება დაუყოვნებლივ დაიწყოთ, მაგრამ აუცილებლად უნდა ჩაინიშნოთ. რაც შეეხება დანარჩენს, აჯობებს, თუ ხელმძღვანელობას დღეს ნაკლებად დაენახვებით და ამით კრიტიკის ნაკლებ საფუძველს მისცემთ.მერწყული: თქვენთვის პირველ ადგილზე ფინანსური დამოუკიდებლობის საკითხი იდგება. მაგრამ ხელფასის მომატების საკითხის დაყენება დღეს არ ღირს – ეს შეიძლება მაღალ ტონებში ლაპარაკითა და კიდევ უფრო უარესი შედეგით დასრულდეს. ჯობია, ამ პრობლემაზე თქვენი ძალებით იზრუნოთ, მაგალითად, იფიქროთ კრედიტის აღებაზე ან ახალი სამუშაოს მოძებნა დაიწყოთ. ხელფასის მომატების თხოვნა სხვა დროისთვის გადადეთ.თევზები: დღეს თქვენში ხელმძღვანელობის სურვილი გაიღვიძებს. სამწუხაროა, მაგრამ იმაში, რომ ეს სამართლიანი იქნება, გარშემომყოფების დარწმუნებას, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებთ. ამის გამო მთელი დღე გაღიზიანებული იქნებით. თუ გინდათ, რომ გაღიზიანების „ნაპერწკლებიდან“ ცეცხლი არ გაღვივდეს, მიხედეთ საკუთარ საქმეებს და საკუთარი მოსაზრებები თქვენთვის შეინახეთ.
https://sputnik-georgia.com/20171122/zodiaqos-TiToeuli-niSnis-lakonuri-daxasiaTeba-xasiaTis-mxolod-eqvsi-Strixi-238254125.html
https://sputnik-georgia.com/20181108/sad-imaleba-zodiacos-TiToeuli-niSnis-bednierebis-saidumlo-242842157.html
https://sputnik-georgia.com/20220622/gamoiyenet-mtvaris-energetika-gasaxdomad-267717115.html
https://sputnik-georgia.com/20220607/zodiaqo-iumoristuli-daxasiateba-267206791.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/09/282127062_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_908237a862b2e4eb6751ecfd2cd3a132.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 მაისი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 30 მაისია, ხუთშაბათი. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
დღეს ადამიანებში კამათისა და ჩხუბის მოთხოვნილება გაიზრდება, მაგრამ ეს კატეგორიულად მიუღებელია. კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად ნუ ეცდებით ოპონენტების გადარწმუნებას – მაინც არაფერი გამოვა.
ზოგადად, დღეს მოიგებს ის, ვინც არ მიიღებს კამათში მონაწილეობას. კარგი დღეა ისეთი საქმიანობისთვის, რომელიც სიზუსტესა და პრაქტიკულობას მოითხოვს. მოკლედ, პოეზიასა და მათემატიკას შორის ეს უკანასკნელი აირჩიეთ.
ვერძი: იგრძნობთ, რომ ძალა არ შეგწევთ, მიმდინარე მოვლენებზე ზეგავლენა მოახდინოთ და მით უმეტეს, რამე შეცვალოთ და საჭირო მიმართულება მისცეთ. აჯობებს, ამისთვის წინასწარ განეწყოთ, რომ მერე მთელი დღე უკმაყოფილო და გაღიზიანებული არ იყოთ. სხვებს კი ასტროლოგები ურჩევენ, დღეს საერთოდ არ „შეგეხონ“ – აზრი არა აქვს, შედეგი მაინც არ იქნება.
კურო: დღეს ყველაზე მთავარი, რაც შეგაწუხებთ, ეს სამართლიანობის ძიებაა. არაა საჭირო, რომ მთელი სამყაროს სამართლიანობის ძებნას შეუდგეთ. უფრო სავარაუდოა, რომ გარშემომყოფების თქვენდამი დამოკიდებულებაზე იქნება აქცენტი გაკეთებული. აქ საქმე თავმოყვარეობაზეც არაა. უბრალოდ, სამართლიანობა გინდათ და მორჩა! სხვა საკითხია, თუ რას „უზამთ“ ამ სამართლიანობას, როცა მას მიაგნებთ...
ტყუპი: დღეს თქვენი ფიქრები და გეგმები საოცარი სიცხადით იქნება გამორჩეული. კარგი იქნება, თუ დროს რამე კონკრეტული საკითხებისა და პრობლემების გადაწყვეტას დაუთმობთ, განსაკუთრებით, თუ ეს საკითხები მომწიფდა. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ სხვის იმედზე ყოფნა არ ღირს, ამიტომ მხოლოდ იმ საქმეებს უნდა შეეჭიდოთ, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.
კირჩხიბი: თვალნათლივ ხედავთ, რა გსურთ და როგორ მიაღწიოთ მას – უპირატესობას მარტივ და ბუნებრივ გზებს ანიჭებთ. მიზნების ასეთი სიცხადე, რა თქმა უნდა, ძალზე შთამბეჭდავად გამოიყურება, მაგრამ პირდაპირი გზა ყოველთვის არაა ყველაზე მოკლე. თუ გინდათ, თავი აარიდოთ ხარვეზებსა და გაუგებრობებს, ჯობია, „შემოვლითი“ გზებიც მოძებნოთ იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ „რქებით გაიტანოთ“ დაბრკოლებები.
ლომი: დღეს ვერანაირად ვერ შეეგუებით იმას, რომ ვინმე ჩაერიოს თქვენს საქმეებსა და გეგმებში. ნებისმიერი მცდელობა, რომ ვინმე შეგეწინააღმდეგოთ ან ზეწოლას ეცადოს თქვენზე, უდიდეს განრისხებას გამოიწვევს. ზოგადად, დღეს თქვენთვის გუნდში მუშაობა არარეკომენდებულია. ჯობია, იმ საქმეებს მიხედოთ, სადაც თქვენ ხართ გადამწყვეტი და ყველაფერი თქვენ ხელშია.
ქალწული: დღეს სურვილი გაქვთ, რომ ყველაფერში გარკვეულობა და სიცხადე დაინახოთ. ნებისმიერი ორაზროვნება უსიამოვნო გრძნობებს აღძრავს თქვენში. ნებისმიერ საკითხში გინდათ საბოლოოდ გარკვევა, ყველა პუნქტის განსაზღვრა. სამწუხაროა, რომ ეს ყოველთვის არაა შესაძლებელი. ხანდახან ისეც ხდება, რომ დაუმთავრებელი წინადადება ან მოქმედება უფრო ეფექტურად მოქმედებს, ვიდრე ბოლომდე ნათქვამი.
სასწორი: რისკავთ, რომ სხვადასხვა სახის კონფლიქტში აღმოჩნდეთ ჩართული. ამის მიზეზი არა გარშემომყოფების აგრესიულობა იქნება, როგორც თქვენ დაინახავთ ამას, არამედ საკუთარი კრიტიკულობა და თითოეულ წვრილმანზე გამოკიდება. ძალიან გაგიჭირდებათ სხვისი მოსაზრებების გათვალისწინება და კიდევ უფრო იმასთან შეგუება, რომ გარშემომყოფებს თქვენი მოსაზრება მაინცდამაინც არ აინტერესებთ. ასე რომ, დღეს ყველა თავის მოსაზრებაზე დარჩება.
მორიელი: ძალზე მაღალია კონფლიქტში ჩაბმის რისკი, რაც, თუ მოხდა, უარყოფითად აისახება თქვენს მდგომარეობაზე საზოგადოებაში. ასტროლოგები კატეგორიულად გირჩევენ, მოერიდოთ ნებისმიერი სახის საქმის გარჩევას, მით უმეტეს – პირდაპირ დაპირისპირებებსა და ჩხუბს. საქმე ისაა, რომ გარშემომყოფები თქვენს პროვოცირებას არაერთხელ შეეცდებიან. ეცადეთ, ამას ყურადღება არ მიაქციოთ, სხვა შემთხვევაში, საკუთარი რეპუტაციის აღდგენა სულ „ნაწილ–ნაწილ“ მოგიწევთ.
მშვილდოსანი: დღეს საკმარისია ერთი უხერხული შენიშვნაც კი და თქვენი თვალებიდან „მრისხანების ნაპერწკლები“ გადმოცვივა. უფრო იოლად გადაიტანთ კოლეგების კრიტიკას პროფესიული თვისებების კუთხით, ვიდრე თუნდაც უბრალო ხუმრობას ოჯახში თქვენს ურთიერთობებზე. განსაკუთრებით მწვავე იქნება თქვენი რეაქცია ახლობელი ადამიანების შენიშვნებზე. ფრთხილად! ეს ჩხუბი, შესაძლოა, ურთიერთობებში შესამჩნევი ბზარით დასრულდეს.
თხის რქა: თქვენ თავში დღეს, რომ იტყვიან, გზადაგზა, არაერთი პერსპექტიული იდეა შეიძლება გაჩნდეს, ამავდროულად, ეს იდეები საკმაოდ მკაფიო და ჩამოყალიბებული იქნება, თითქოს მანამდე ისინი კარგად მოიფიქრეთ. არ არის საჭირო, მათი განხორციელება დაუყოვნებლივ დაიწყოთ, მაგრამ აუცილებლად უნდა ჩაინიშნოთ. რაც შეეხება დანარჩენს, აჯობებს, თუ ხელმძღვანელობას დღეს ნაკლებად დაენახვებით და ამით კრიტიკის ნაკლებ საფუძველს მისცემთ.
მერწყული: თქვენთვის პირველ ადგილზე ფინანსური დამოუკიდებლობის საკითხი იდგება. მაგრამ ხელფასის მომატების საკითხის დაყენება დღეს არ ღირს – ეს შეიძლება მაღალ ტონებში ლაპარაკითა და კიდევ უფრო უარესი შედეგით დასრულდეს. ჯობია, ამ პრობლემაზე თქვენი ძალებით იზრუნოთ, მაგალითად, იფიქროთ კრედიტის აღებაზე ან ახალი სამუშაოს მოძებნა დაიწყოთ. ხელფასის მომატების თხოვნა სხვა დროისთვის გადადეთ.
თევზები: დღეს თქვენში ხელმძღვანელობის სურვილი გაიღვიძებს. სამწუხაროა, მაგრამ იმაში, რომ ეს სამართლიანი იქნება, გარშემომყოფების დარწმუნებას, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებთ. ამის გამო მთელი დღე გაღიზიანებული იქნებით. თუ გინდათ, რომ გაღიზიანების „ნაპერწკლებიდან“ ცეცხლი არ გაღვივდეს, მიხედეთ საკუთარ საქმეებს და საკუთარი მოსაზრებები თქვენთვის შეინახეთ.