დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 მაისი

© photo: Sputnik / Stringerყაყაჩოები
ყაყაჩოები - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 25 მაისია, შაბათი. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
ფრთხილად უნდა იყოთ - დიდია ალბათობა, რომ ზომიერების გრძნობა დაკარგოთ. მოერიდეთ მკვეთრ მოქმედებებს, გადაწყვეტილებების ცხელ გულზე მიღებას. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ მოქმედებას დღეს შეიძლება შორს მიმავალი შედეგები ჰქონდეს. მოსალოდნელია ფულის ხარჯვა, შოპინგი, მაგრამ ამას ექსპერტები არ გირჩევენ - დიდია შანსი, რომ თქვენი საფულე გამოცარიელდეს.
ვერძი: დღეს წაგადგებათ „გურუს“ როლში ყოფნა, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ეს დღე თქვენზე ასაკით პატარა, სტატუსით ან პროფესიონალიზმის დონით უფრო დაბლა მყოფი ადამიანების წრეში გაატაროთ. მოკლედ რომ ვთქვათ, იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც მოისმენენ თქვენს დამრიგებლურ ისტორიებს და იქიდან პრაქტიკულ სარგებელსაც მიიღებენ.
თანავარსკვლავედი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2017
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებთანაც „ეშმაკიც კი ფეხს მოიტეხს"
კურო: ნებისმიერ საქმეში დღეს საბრძოლო განწყობით ხართ. პატარ–პატარა პროექტები არ დაგაინტერესებთ, მზად ხართ გლობალურ, ამბიციურ ჩანაფიქრს შეეჭიდოთ. ბარიერები არაფერს შეცვლის – ხედავთ მიზანს, მზად ხართ სირთულეებისთვის და იცით, როგორე გადალახოთ დაბრკოლებები. თქვენთვის დღეს სინონიმებია სიტყვები „მინდა“ და „შემიძლია“.
ტყუპი: დღეს გექნებათ შესაძლებლობა, დაფიქრდეთ ისეთ გადაწყვეტილებაზე, რომელზეც მომავალში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. საბედნიეროდ, შეგიძლიათ ყველაფრის კარგად აწონ–დაწონა. გამძაფრებული ანალიტიკური უნარების წყალობით ყველაფრის მოფიქრებასა და გათვლას შეძლებთ. შედეგად თქვენი გადაწყვეტილება შეცდომებისგან იქნება დაზღვეული.
კირჩხიბი: სიჯიუტეს ავლენთ ნებისმიერ საკითხში, როგორც კი ამის საბაბი მოგეცემათ. თუ ვინმე შეეცდება თქვენს გონზე მოყვანას, ამას თქვენ წინააღმდეგ „შეთქმულებად“ ჩათვლით. არაა გასაკვირი, რომ ასეთი კატეგორიული განწყობის გამო დღეს არაერთი წყენა შეგხვდეთ. ჯობს, ნებისმიერი უსიამოვნების სათავე თქვენს თავში ეძებოთ და არა სხვებში.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2023
რომელი პროფესია შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: ახლობლებისა და მეგობრების მფარველად იგრძნობთ თავს. სურვილი გაგიჩნდებათ, რომ მათზე იზრუნოთ, დაეხმაროთ და შეცდომებისგან დაიცვათ. მიუხედავად თქვენი გულწრფელი ზრახვებისა, ახლობლები ამას დიდი აღფრთოვანებით არ შეხვდებიან. აჯობებს, მენტორული ტონი შეცვალოთ და არ გასცდეთ ჩვეულებრივი მეგობრული რჩევების ფარგლებს.
ქალწული: დღეს ყველაზე კარგი იქნება, თუ დროს თქვენს ახლობლებთან და საყვარელ ადამიანებთან გაატარებთ. მოუწყვეთ მათ მცირე სიურპრიზი. თქვენ ერთნაირ ბიოტალღებზე იქნებით აწყობილი და გაქვთ შანსი, რომ ამ ურთიერთობებისგან ნამდვილი სიამოვნება მიიღოთ. ამასთან, შეგიძლიათ ისაუბროთ იმ თემებზე, რომლებიც ყველასთვის მნიშვნელოვანია.
სასწორი: თქვენში დიდი ორატორი გაიღვიძებს. სათქმელს დამაჯერებლად ამბობთ. პრობლემა ისაა, რომ მჭევრმეტყველების „შემოტევა“ მთელი დღე გაგყვებათ, გარშემომყოფებს კი მუდამ თქვენი მოსმენის განწყობა არ ექნებათ. თქვენი ემოციები გამოსავალს საღამოს მოძებნის – ახლობლების გარემოცვაში– მოაწყვეთ რამე მცირე წვეულება და ილაპარაკეთ ის, რაც გულში გაქვთ.
ფეროშენადნობების ქარხანა ზესტაფონში - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2019
რომელი ლითონი მიესადაგება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს
მორიელი: დღეს ვერაფერი გადაგახვევინებთ არჩეული გზიდან. რაც არ უნდა გქონდეთ ჩაფიქრებული, თქვენი კალაპოტიდან ამოგდება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. ამის გამო გარშემომყოფები იფიქრებენ, რომ ძალზე თავდაჯერებული და ჯიუტი ხართ. და ასეცაა – ნამდვილად დარწმუნებული ხართ იმაში, რომ რასაც აკეთებთ, სწორად აკეთებთ.
მშვილდოსანი: მოულოდნელობებისთვის უნდა იყოთ მზად. თუ დაგეგმილი გაქვთ ეს დღე, ამოცანებსა და მიზნებზე უარი არ თქვათ. შეიძლება გეგმები შეიცვალოს, მაგრამ სამაგიეროდ ვითარებები თქვენ წინაშე ახალ შესაძლებლობებს გახსნის. თუ არ ჩაეჭიდებით ძველ გეგმას, სწრაფად შეძლებთ ორიენტირებას ახალ სიტუაციაში და ბედის საჩუქრების გამოყენებას.
თხის რქა: დღეს, შესაძლოა, გარშემომყოფების მხრიდან სიჯიუტესა და უხეშობას წააწყდეთ, განსაკუთრებით ეს კოლეგებს ეხება. თქვენ კი იქნებით საოცრად დიპლომატიური და შეძლებთ კონფლიქტის აღმოცენებისთანავე განეიტრალებას. ამით დაიმსახურებთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა, ასევე მეგობრებისა და ხელმძღვანელობის სიმპათიას.
თავისუფლება - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2023
ყველაზე რთული მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: დღეს არცთუ კარგად ნაცნობ ადამიანებთანაც კი თავს ისე იგრძნობთ, როგორც თევზი წყალში – ხართ სოციალურად ძალზე აქტიური. ვარსკვლავები გირჩევენ, გააფართოვოთ და გაამრავალფეროვნოთ თქვენი საურთიერთობო წრე. რაც უფრო მეტ ადამიანს შეხვდებით დღეს გზაზე, მით მეტია შანსი, რომ მათ შორის ნამდვილად საინტერესო და საჭირო ადამიანები იპოვოთ.
თევზები: დღეს ისე, როგორც არასდროს, ჯიუტად მხოლოდ გამარჯვებისთვის ხართ მომართული. თუნდაც რამე საქმეში არ გაგიმართლოთ, მიზნის მიღწევის მცდელობას არ შეწყვეტთ, სანამ წარმატებას არ მიაღწევთ. გადაწყვეტილებების მიღების დრო წავიდა, ახლა მოქმედებაა აუცილებელი. ვარსკვლავები ამბობენ, რომ თქვენს ამ შემართებას ვერაფერი აღუდგება წინ.
ყველა ახალი ამბავი
0